მიყვარს სიცოცხლე

რუბრიკა: ბლოგის სტუმარი

miyvars-sicocxle

,,უფალო მიყვარხარ, მიყვარს სიცოცხლე, მიყვარს ჩემი თავი, ჩემი დიდი ოჯახი, მთელი ცოცხალი და არაცოცხალი სამყარო!“

მაგრამ ამ სიყვარულთან ერთად მაქვს დიდი ტკივილიც, მტკივა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა და მარტო ჩემი სიყვარული, ვერ დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც უდროოდ, ახალგაზრდა ასაკშივე იმახინჯებენ ცხოვრებას, გვევლიანებიან მოძალადეებად და/ან თავად ხდებიან, ხშირ შემთხვევაში საკუთარი ოჯახის წევრების ძალადობის მსხვერლნი.

რატომ ხდება ყოველივე ეს?

რატომ ვართ აქ?

რატომ სჭირდება ჩვენს თვალებს ამის დანახვა და ჩვენს  ყურებს ამის მოსმენა?

იქნებ გვაქვს ძალა იმისა, რაღაც ვაკეთოთ, ან იქნებ რაღაც უნდა გამოვისყიდოთ და ამისთვის ვისმენთ თითქმის ყოველ დღე ათას საზიზღრობას…

რაშია გამოსავალი?

 

ყველა ნეგატიური ემოციის და მოვლენის, მათ შორის ადამიანის პიროვნული თვისებების მიზეზი არის ის სულიერი ტრამვები, რომელსაც ადამიანი განიცდის ჩასახვის მომენტიდან, მუცლადყოფნის პერიოდში და დაბადების შემდგომ. ეს ტრამვები განსაზღვრავს მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენს სულიერ, გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.

და რა თქმა უნდა უფალი, რომელიც ჩვენი სულიერი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს ჩვენს ბედს თუ უბედობას, ჯანმრთელობას თუ ავადმყოფობას, წარმატებას თუ წარუმატებლობას, სიმდიდრეს თუ სიღარიბეს.

მე მჯერა, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ, ამისთვის საჭიროა,  ჩვენი შეცდომების დანახვა და აღიარება, სწავლება სულ პატარა რაღაცის, რასაც მონანიება ქვია.

სული რომელიც იბადება და განსხეულდება, მოსულია ევოლუციისთვის.

მტკივა, როდესაც ზოგ შემთხვევაში, თუმცა უკვე ვხედავ მრავალ შემთხვევაში, ჩვენი საყვარელი ადამიანების სული ევოლუციას კი არა დეგრადაციას განიცდის. მიუხედავად იმისა, მნიშვნელობა არა აქვს ეკლესიაში დადის თუ არა, მორწმუნეა თუ ურწმუნო….

და მაინც რა არის ამის მიზეზი?

რატომ კლავს შვილი დედას, ნათესავი ნათესავს თუ ქმარი ცოლს? 

Read more