“არტურ ბარი, გასული საუკუნის დასაწყისის ანტიკვარიული ფასეულობების და ძვირფასეულობის ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული ქურდი იყო. მის მიერ გაქურდულთა სიაში მოხვედრა ერთგვარ პრესტიჟადაც კი ითვლებოდა.
საქმე იმაშია, რომ ბარის ინტერესის სფეროში მოსახვედრად უბრალოდ მდიდარ ადამიანად ყოფნა საკმარისი არ იყო. მის მომავალ კლიენტს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ძვირად ღირებული ანტიკვარიული ნივთები ან უმაღლესი ხარისხის ძვირფასეულობა და თან აუცილებელად უნდა ყოფილიყო საზოგადოების უმაღლესი ფენების წარმომადგენელთა სიაში.
ამავე დროს, ის იპარავდა არა ყველაფერს რასაც თუნდაც ამ ადამიანთა სახლში წააწყდებოდა. ბარი იყო ანტიკვარიულობის და ძვირფასი ქვების უბადლო ექსპერტი, თანაც ბრწყინვალედ ერკვეოდა ხელოვნებაში, ჰქონდა ძალზე დახვეწილი გემოვნება და იპარავდა მხოლოდ ძალზე იშვიათ და განსაკუთრებულ ნივთებს.
სწორედ ამიტომ, არტურ ბარის მიერ გაქურდულთა სიაში ყოფნა, მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის ერთგავრ სიმბოლოდაც კი იქცა.