მადლის შემგროვებელი

 

ერთ პატარა ქალაქში ერთი ადვოკატი ცხოვრობდა.   

თავისი კოლეგების მსგავსად ეს ადვოკატიც ცდილობდა მეტი ცოდნა და გამოცდილება შეეძინა და მეტი კლიენტისთვის ყოფილიყო სასურველი უფლედამცველი, მაგრამ მისი უცნაურობა იმაში მდგომარეობდა, რომ თითქმის ყოველი კლიენტისგან განახევრებულ ჰონორარს იღებდა ან საერთოდ უსასყიდლოდ ემსახურებოდა. ერთხელ მეგობარმა ჰკითხა:

— ხომ იცი ადვოკატი კონიაკივითაა, — რაც ძველია, მით მეტად ფასობსო. შენც ძველი ხარ უკვე, მაგრამ მაინც იაფფასიან ადვოკატად რჩები, რატომ აკეთებ ამას?

ადვოკაატმა უპასუხა:

— ერთხელ ათი ათასი დოლარის საქმე მოვაგებინე კლიენტს, მან მხოლოდ ასი ლარი გადამიხადა. მეწყინა და ამაზე დავიჩივლე მოძღვართან. მან მკითხა: „მაინც რამდენი უნდა მიგეღო ჰონორარიო და ვუპასუხე: „მოგებული თანხის მინიმუმ ხუთი პროცენტი მაინც მეკუთვნოდა-მეთქი“.

აი რა მითხრა ამაზე მოძღვარმა:

— რაც არ მოგეცა კაცთაგან, ის მადლად გეთვლება და სიკეთედ მოგეგება ღვთისგანო“.

ჰოდა, ამის შემდეგ მადლის შეგროვება დავიწყე, თუ მეკუთვნის ხუთასი ლარი, მე ორასს ვართმევა და დანარჩენი მადლის ყულაბაში იყრება სიკეთის სახით“.

შეგონება: სიკეთის საზღაური სიკეთე აქ თუ მიიღე, იმ ქვეყნად დაგაკლდება და პირიქით, — რასაც აქ მოიკლებ და მოგაკლდება, — იმ ქვეყნად მოგეგება მადლად.

 

ავტორი: ბესიკ კაიშაური

 

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

დატოვეთ კომენტარი