საბავშვო ფესტივალი

 

ზაფხული მოდის , გვიახლოვდება 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.  

ეს დღესასწაული კარგად არის ნაცნობი თითოეული ჩვენგანისთვის. მისი ათვლა 1949 წლიდან იწყება და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნებში  უფრო მეტად გრანდიოზულად აღინიშნება.

დარწმუნებული ვარ, ყველას კარგად  გვახსოვს, როგორ ვხატავდით ბავშვობაში ფერადი  ცარცებით პარკებსა  თუ  ეზოებში, როგორ ვკითხულობდით ლექსებს სცენიდან ბოლო ხმაზე, გვქონდა ათასი ფერადი ოცნება და მოუთმენლად ველოდებოდით ზაფხულის ამ პირველ დღეს, როდესაც ყურადღების ცენტრში მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ბავშვები.

“ზალიკო ივენთმა” გადაწყვიტა პატარებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქოს. ამაში მას ქალაქ თბილისის მერია, “ზალიკოს სტუდია” , “ზალიკოს ცენტრი”, კომპანია „მადო“ , „მიფასი“,  „კუმისი“, ,,ინფო თბილისი” და „რუსკი ბისკვიტი“ დაეხმარება.  ფესტივალი ქალაქ “მზიურის” ტერიტორიაზე გაიმართება.  ამასთან ერთად, წელს ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი მწერლის ნოდარ დუმბაძის ასი წლის იუბილე  აღინიშნება.  ამიტომ  წლევანდელი ღონისძიება ორმაგად ღირებულია. ფესტივალის ტერიტორიაზე ვიხილავთ ცოცხალ ილუსტრაციებს და ასევე ბავშვებს შეეძლებათ ნ. დუმბაძის ლექსების ხელნაკეთი წიგნების დამზადება.

თქვენ გელოდებათ გართობა ზალიკოს ცენტრის ანიმატორებთან ერთად; ზღაპრების გმირები; სპორტული და სახალისო შეჯიბრებები; შეჯიბრებებში და კონკურსებში მონაწილეთა დაჯილდოება; ხატვის კონკურსი “მე და ცისარტყელა” ბავშვების საუკეთესო მეგობარ ზალიკოსთან ერთად; კონცერტი; თოჯინების გამოფენა და მასტერკლასი „როგორ დავამზადოთ თოჯინები“; „ვისწავლოთ ხატვა ზალიკოსთან ერთად“; ფოტოგამოფენა; ზალიკოს სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა; ბევრი ნაყინი და ტკბილეული;

მხატვარი ზალიკო  სულაკაური ჩვენთან ინტერვიუში ამბობს,  რომ  მისი გუნდის მთავარი მიზანია ერთი დღით მაინც მოწყვიტონ ბავშვები ვირტუალურ სამყაროს.

ზალიკო ივენთი უკლებლივ ყველა ბავშვს და მათ მშობლებს 18-სთ-დან გეპატიჟებათ ბავშვთა ქალაქში “მზიური” რათა ჩართოთ ამ დიდ მხიარულებაში თქვენი პატარები და აჩუქოთ მათ დაუვიწყარი დღე!

 

P.S. თუ გაგიჩნდებათ რაიმე შეკითხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 599 25 30 25
 
P.P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. იქნებ ისინი ახლა სწორედ იმაზე ფიქრობენ, თუ რით გაახარონ ბავშვები 1 ივნისს.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

2 thoughts on “საბავშვო ფესტივალი”

  1. დიდი მადლობა ბატონო ხვიჩა ინფორმაციისთვის. ზალიკო და ზურა სულაკაურები ჩემი მეუღლის და მაზლის ( ნუგზარი და არსენ ლაცაბიძეები ) ახლო მეგობრები არიან, შესაბამისად ჩემიც. სანამ ჩემი შვილები პატარები იყვნენ ხშირად ვიღებდით მათ მიერ მოწყობილ ზეიმებში მონაწილეობას. ძალიან მიხარია რომ ასეთი თბილი, მეგობრული ძმების მეგობრები ვართ. წარმატებებს ვუსურვებ! <3

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.