სად მიდის სიყვარული? – ჰკითხა მამას პატარა ბედნიერებამ.
წარმატების კანონი
როგორ ვაქციოთ შიში ჩვენს მოკავშირედ
შიში ეს არის ერთგვარი გრძნობა, რომელიც ჩამონტაჟებულია ჩვენს ტვინში იმისთვის, რომ დაგვიცვას საფრთხეებისგან. ის შეგვიძლია შევადაროთ კანს, რომელიც ფარავს მთელ სხეულს და იცავს მას სხვადასხვა გარეგანი ზემოქმედებისგან. ამიტომ, ადამიანისთვის შიშის მოშორება, მისი გატყავები ტოლფასია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
რატომ უნდა მივხუროთ ხანდახან ჩვენი სულის ფანჯარა
ერთხელ, ზამთრის ცივ ღამეს, მე დავბრუნდი, ჩემს სოფლის სახლში, სეირნობიდან და აღმოვაჩინე რომ ქარს, სახლის კარ-ფანჯარა გაეღო. გასვლისას მე არ ჩამიკეტავს ისინი და ახლა, ყინულიანმა ქარმა, არივ დარია და მთელ სახლში მიმოფანტა ქაღალდები ჩემი საწერი მაგიდიდან.
იგავის ძალა
ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა ბრძენი, რომელიც ყველაფერზე საუბრობდა იგავებით და გამოცანებით. ერთხელ ის „დააბეზღეს“ ხელმწიფესთან:
– მეფეო, თავი მოგვაბეზრა თავისი “სიბრძნით!” თუ მას აუკრძალავთ იგავებით საუბარს, ნახავთ, რომ ის ვერ შეძლებს ნორმალურად ერთი აზრის ჩამოყალიბებასაც კი.
ხელმწიფემ დაიბარა ბრძენი და უთხრა:
–რად გინდა ეს გადაკრული საუბრები, ალეგორიები და გამოცანები? არ ჯობია პირდაპირ და გასაგებად უთხრა ადამიანებს სათქმელი?!
– თქვენო უდიდებულესობავ! – უპასუხა ბრძენმა, – ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, თუ რა არის კატაპულტა გეკითხებათ: „რა არის ეს?“ თქვენ კი პასუხობთ: „კატაპულტა არის კატაპულტა!“ როგორ ფიქრობთ, გაიგებს რამეს?
– რა თქმა უნდა არა. – უპასუხა ხელმწიფემ.
– მაგრამ, თუ ეტყვით, რომ კატაპულტა რაღაცით წააგავს მშვილდს და ის გაკეთებულია ბამბუკისგან – ეს მისთვის ცოტათი უფრო გასაგები იქნება?
– დიახ! – თქვა ხელმწიფემ.
–ესე იგი, გასაგები რომ გავხადოთ , ის რაც ადამიანმა არ იცის – უნდა შევადაროთ იმასთან რაც მან უკვე იცის. ასევეა ჩემი იგავებიც – მათი მეშვეობით მე ადამიანებს ვაწვდი იმ ცოდნას, რომლის პირდაპირ მისაღებადაც მათი გონება ჯერ მზად არ არის.


