თუ ჩვენს სახლში შემოიჭრებიან ყაჩაღები ოჯახის წევრების მოსაკლავად, – მაშინ ვიბრძვით გამარჯვებამდე და ეს ბუნებრივია!
მაგრამ, ახლა, გთხოვთ, წარმოიდგინოთ, რომ ვიბრძვით მზეზე ადგილის მოსაპოვებლად. ჩვენ ვიღვიძებთ ყოველ დილას და ვებრძვით მთელ სამყაროს, მივდევთ ოლიმპიურ ოქროს, ვიკავებთ პოლიტიკაში პირველ ადგილს, ნობელის პრემიას, პირველობას ხელოვნებაში, ბიზნესში, მეცნიერებაში, ჩვენ ვიბრძვით ვიღაცის გულის მოსაგებად, ჩვენ ვიბრძვით, ვიბრძვით, ვიბრძვით.
ჩართეთ თქვენი ტვინი, აზრობრივად ამაღლდით ჩვენს ცივილიზაციაზე და შეხედეთ რამდენი ადამიანი კარგავს დროს, ენერგიას, ნერვებს ბრძოლაში, კონკურენციაში. ბანკები, ავია-კომპანიები, ინტერნეტ-მაღაზიები, რესტორნები, კოსმეტიკური მაღაზიები, უნივერსიტეტები, კორპორაციები – ყველანი ებრძვიან კონკურენტებს. მათი მთავარი მიზანია – საბაზრო პრონცეტის მაღალი მაჩვენებელი. ამ დაბერებული, პრიმიტიული ორგანიზაციების შიგნით მიმდინარეობს ბრძოლა აქციონერებსა და ხელმძღვანელებს შორის შემოსავლიანი და გავლენიანი ადგილების მოსაპოვებლად.
ახლახანს მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ შინაგან ბრძოლებზე, კონფლიქტებზე, ინტრიგებზე იხარჯება რესურსების 41%. ხოლო ნაღებს დღეს ხდის ის, ვინც უსწრებს დროს. კომპანია Apple-ის მაგალითზე ეს კარგად ჩანს.