კაიროს ე.წ. „მკვდართა ქალაქში“ რამოდენიმე ყველაზე ცნობილი ადამიანის უკანასკნელი განსასვენებელია. მათგან ერთ–ერთში განისვენებს ალი ბეი ალ ქაბირი – ეგვიპტის ყველაზე სახელგანთქული მმართველი. ისტორიკოსები მას ახალი ეგვიპტის ფუძემდებლად მოიხსენიებენ, ხოლო მადლიერი თანამემამულეები კი „ქარბუქთა დამაოკებელს“ და „ორი ზღვის ყაენს უწოდებდნენ.“
მისი საფლავის პირდაპირ აღმართულია მავზოლეუმი, სადაც განისვენებს „კაიროს თეთრ განძად“ წოდებული ნაფისა ხანუმი – უმშვენიერესი ცოლი დიდი ალი ბეისა. ქალი რომელმაც სიცოხლეშივე დაატყვევა მთელი აღმოსავლეთის სამყარო თავისი სილამაზით, გონიერებითა და განსწავლულობით, ქალი, რომლის გამბედაობამაც ქედი მოახრევინა ამაყ ნაპოლეონ ბონაპარტეს, ხოლო მისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით შესაძლებელი გახდა ფრანგებისა და მამელუქი ბეგების შერიგება და ამ უკანასკნელთა მშვიდობიანი დაბრუნება ქაიროში, რომლის გამოც ნაფისა ხანუმს თანამედროვეებმა კიდევ ერთი ზედმეტსახელი „უმალ მამალიკ“ (მამლუქთა დედა) შეარქვეს.