ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა ბრძენი, რომელიც ყველაფერზე საუბრობდა იგავებით და გამოცანებით. ერთხელ ის „დააბეზღეს“ ხელმწიფესთან: – მეფეო, თავი მოგვაბეზრა თავისი “სიბრძნით!” თუ მას აუკრძალავთ იგავებით საუბარს, ნახავთ, რომ ის ვერ შეძლებს ნორმალურად ერთი აზრის ჩამოყალიბებასაც კი. ხელმწიფემ დაიბარა ბრძენი და უთხრა: –რად გინდა ეს გადაკრული საუბრები, ალეგორიები და გამოცანები? არ ჯობია პირდაპირ და გასაგებად უთხრა ადამიანებს სათქმელი?! – თქვენო უდიდებულესობავ! – უპასუხა ბრძენმა, – ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, […]