მისია 8 - საკვანძო უნარების  შემაჯამებელი სია (45 ქულა)

ამ ეტაპზე გავაანალიზოთ წინა მისიის დროს მიღებულ სია და  შევეცადოთ მოვძებნოთ მათში საერთო ან და განმეორებადი თვისებების მქონე პუნქტები და გავაერთიანოთ ისინი შეძლებისდაგვარად რომ მივიღოთ გარკვეული საკვანძო უნარების მოკლე სია.

მაგალითად მეშვიდე მისიის თეორიულ ნაწილში მოყვანილი მაგალითში ჩვენ გვქონდა 7 ოცნების ანალიზის შედეგად მიღებული გრძელი სია რომელშიც ჯამურად 21 პუნქტი იყო. მათი ანალიზის და საერთო ან/და განმეორებადი თვისებების მქონე პუქტების გაერთიანების შედეგად ჩვენ შეიძლება მივიღოთ სია, რომელიც შედგება შემდეგი 5 საკვანძო უნარისგან:

  1. ვიზუალურ ინფორმაციასთან მუშაობის თანდაყოლილი უნარი
  2. ახალი სცენარების, სიუჟეტების და საინტერესო ისტორიების შექმნის უნარი
  3. ორგანიზაციული უნარები
  4. კვლევების ჩატარების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის და ახალი ტრენდების შემჩნევის უნარი
  5. სხვა ადამიანების მოსმენისა და გაგების უნარი. მათთვის სწორი რჩევების მიცემა მინიშნების სახით, მოთხრობებით, იგავებით ან თავისი მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან რაიმეს გაზიარებით.

თქვენი ამოცანა იქნება ამ მისიის ფარგლებში გააკეთოთ იგივე თქვენი კონკრეტული სიისთვის რომელიც მიიღეთ გუშინდელი მისიის შესრულების შედეგად.

1
ყველა კომენტარი
  1. Gvarmiani Xato
    13.06.2018 09:33

    #3განალიზი მოცემული ეტაპისთვის ჩემთვის მნიშვნელოვანია ცოდნის და გამოკვეთილი უნარების გაღრმავება,რომ მიზანს ეტაპობრივად მიუახლოვდე. მაქსიმალურად ვეცდები,რომ ყოველდღიურ პრაქტიკაში ავამოქმედო ეს უნარები და სასარგებლო გავხადო ჩემთვის და ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის   ოცნებების და მიზნების განხორციელებას გისურვებთ ❤