მისია 7 – შიგთავსის ანალიზი (40 ქულა) 

ამ ნაბიჯზე თითოეულ ოცნებას სიიდან „ყოფნა-კეთება“ ჩვენ გავაანალიზებთ უკვე იმ მახსიათებლების მიხედვით, თუ რა თვისებებს, შესაძლებლობებს და უნარჩვევებს უნდა ფლობდეს ადამიანი რომ შეასრულო ამ ოცნებასთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებები.

ანალიზისთვის გამოვიყენებთ შემდეგ სამ შეკითხვას:

  1. რა მოქმედებები სრულდება?
  2. რა ტიპის ინფომრაციასთან მუშაობს ადამიანი ამ დროს?
  3. რა უნარ-ჩვევებია ამისთვის საჭირო?

 

მაგალითი: დავუშვათ თქვენი ოცნებების სია გამოიყურება შემდეგნაირად:

  1. მოგზაური
  2. ფოტოგრაფი
  3. ტრენერი
  4. მწერალი
  5. ლექტორი
  6. ჯურნალისტი
  7. ტუროპერატორი

 

ზემოთჩამოთვლილი კითხვების მეშვეობით ანალიზის შედეგად შეგვიძლია მივიღოთ შემდეგი რამ:

  1. მოგზაური
  • მოგზაურობს სხვადასხვა სახის ტრანსპორტით, ფეხით...
  • მუშაობს ვიზუალურ სახის ინფორმაციასთან (ინფორმაცია ქვეეყნების შესახებ, გეოგრაფია ისტორიული ცნობები, ღირსშესანიშნაოებები, მარშრუტები... )
  • სხვადასხვა სახის ინფორმაციის დამუშვება ანალიზის უნარი, უცხო ენების ცოდნა, კომუნიკაბელურობა, უცხო გარემოსთან ადვილად ადაპტირების უნარი, ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების უნარი...
  1. ფოტოგრაფი
  • ფოტოების გადასაღებად სხვადასხვა რაკურსის შერჩევა, გადაღება, დამუშვება ფოტოშოპში, ფერებთან, გამოსახულების სიხშირესთან მუშაობა...
  • მუშაობს ვიზუალურ, გამომსახველობით ინფორმაციასთან, კერძოდ სურათებთან
  • საჭიროა ჰქონდეს შემოქმედებითი შესაძლებლობები. ფოტოსთვის განსაკუთრებული რაკურსის შერჩევის უნარი. ფერების და მათი ინტენსივობის შერჩევის უნარი. საბოლოო შედეგის ესთეთიურობის შეფასების უნარი. ასევე საჭირო პრგრამებთან მუშაობის უნარი.
  1. ტრენერი
  • მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა, ინფორმაციის შეკრება მათთვის აქტუალური თემების შესახებ, ტრენინგების მომზადება, მარკეტინგული კამპანიების წარმოება ან პარტნიორების მოძებნა რომლებიც უზრუნველყოფენ ამ პროცესს, ტრენინგების ჩატარება...
  • მუშაობს ძირითადად ვიზუალურ ინფორმაციასთან
  • საჯარო გამოსვლის უნარები, შემოქმედებითი უნარები, ტექსტების, სცენარების წერის უნარები, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება დამუშავება მიზნობრივი აუდიტორიის საჭიროებების გასაგებად, ისეთი გადაწყვეტლებების შემუშავების უნარი რომელიც დაეხმარება მსმენელებს საკუთარი პრობლემების მოგვარებაში. უნარი მათთვის სწორი რჩევების მიცემისა თავისი მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან რაიმეს გაზიარებით, იგავებით, სხვადასხვა მინიშნებებით თუ კონკრეტული მეთოდებით და სისტემებით.
  1. მწერალი
  • სიუჟეტების მოფიქრება, საინტერესო ისტორიების შეთხზვა, ტექსტების წერა,
  • მუშაობს ვიზუალურ ინფორმაციათან
  • შემოქმედებითი უნარები, საინტერესო სიუჟეტების მოფიქრების, საინტერესო ისტორიების შეთხზვის უნარი, წერის ან და ბეჭდვის უნარი, ამა თუ იმ ცხოვრებისეული, ისტორიული, სულიერი, სახელმწიფოებრივი საჭირბოროტო საკითხებზე საკუთარი აზრების, ხედვის ჩამოყალებება თხრობითი ფორმით.
  1. ლექტორი
  • ლექციებისთვის მასალების მოძიება დამუშვება, ლექციის მასალის მომზადება, ლექციის ჩატარება
  • მუშაობს ვიზუალურ მასალასთან
  • საჯარო გამოსვლების უნარი.....
  1. ჟურნალისტი
  • ინტერვიუების ჩაწერა, მათგან მასალების მომზადება, გაშუქება, გამოქვეყნება
  • მუშაობს ძირითადად ვიზუალურ ინორმაციასთან
  • საინტერესო რესპოდენტების, სენსაციური მასალების მოძიების უნარი, ახალი ამბების და მათში საინტერესო ნიუანსების შემჩნევის უნარი. ინფორმაციის უზარმაზარ ოკეანეში სწრაფად და ეფექტურად ლავირება რომ გამოარჩიოს მოცემული მომენტისთვის აქტუალური თემები
  1. ტუროპერატორი
  • აანალიზებს ტურისტულ სფეროში არსებულ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც ადგენს ტურების გეგმას, აწარმოებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს, უკეთებს ორგანიზებას ტურებს...
  • ვიზუალურ ინფორმაციასთან
  • ორგანიცაიული უნარები, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის და ახალი ტრენდების შემჩნევის უნარი...
1
ყველა კომენტარი
  1. Gvarmiani Xato
    11.06.2018 21:50

    #3გ-ანალიზი: ძალიან საინტერესო იყო.ვაცნობიერებ,რომ ოცნებების რეალიზებისთვის საჭიროა ბევრი მუშაობა საკუთარ თავთან. ფიქრებთან,შემზღუდველ რწმუნებულებებთან,შინაგან ბლოკებთან, იმედგაცრუებასთან,რომ მივიღო საოცარი სიმსუბუქე,გამონთავისუფლებული დიდი სასიცოცხლო ენერგიით მოვიპოვო  შინაგანი ძალა და რესურსები, რომელსაც მივმართავ სასურველი მიზნების და ჰარმონიული ურთიერთობების მიღწევისკენ.საკუთარ თავს და ჯგუფის ყველა წარმომადგენელს წარმატებებს და სიყვარულით სავსე ცხოვრებას ვუსურვებ