მისია  9 - სურვილი და აღიარება (50 ქულა)

 

დღეს თქვენ მოგიწევთ რამოდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა. შეეცადეთ პასუხები იყოს მაქსიმალურად დეტალური. მოერიდეთ სტანდარტულ ფორმულირებებს.

წერეთ დაუფიქრებლად, წერეთ ყველაფერი რაც თავში მოგივათ. (შეგიძლიათ გამოიყენოთ ტვინის გადატვირთვის მეთოდი დამხმარე მასალებიდან)

მას შემდეგ, რაც დაწერთ თქვენს პასუხს, გადაიკითხეთ ის და ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რამდენად დიდია ალბათობა რომ მსგავსი რამე დაეწერა სხვასაც?“ თუ ალბათობა საკმაოდ დიდია, ესე იგი თქვენ დაწერეთ სტანდარტული პასუხი და ის არ გმოდგება. ამიტომ უნდა დაიწყოთ თავიდან. მოერიდეთ ბანალურობს. მოერიდეთ იმის დაწერას რასაც დაწერდა უმრავლესობა. ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტულად თქვენი ინდივიდუალური დეტალები და ის რაშიც თქვენ განსაკუთრებული ხართ.

1. წარმოდგინეთ რომ თქვენი სახელი შემორჩა ისტორიას როგორც უდიდესი ადამიანის. რისთვის გინდათ კონკრეტულად რომ გაღიარონ ზოგადასაკაცობრიო მნიშვნელობის ადამიანად?

წერეთ ყველაფერი რაც მოგივათ თავში. ანალიზის გარეშე. მაგრამ წერეთ კონკრეტულად! მოერიდეთ ბანალურ, სტანდარტულ აზრებს.

 

2. თუ თქვენ გექნებოდათ მხოლოდ ერთი სურვილი, რა იქნებოდა ეს სურვილი?

თქვენი დანიშნულება დაკავშირებულია სხვა ადამიანების დახმარებასთან. თუ თქვენი ერთადერთი სურვილი არ ეხმარება სხვა ადამიანებს, გააგრძელეთ ფიქრი. იმიტომ რომ ის რაც დაწერეთ ეგოისტური სურვილია. ის არ არის ნამდვილი. ის მოდის ეგოსგან და არა სულისგან. ეძებეთ ის ერთადერთი სურვილი რომელიც დაეხმარებოდა სხვა ადამიანებს.