მისია 5 - აქტუალურობის ფილტრი - 30 ქულა

 

დღეს ჩვენ გამოვიყენებთ აქტუალურობის ფილტრს ოცნებების იმ სიისთვის რომელიც მივიღეთ პირველი ოთხი მისიის გავლის შედეგად.

რას ნიშნავს აქტუალურობა? მაგალითად, მე ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი გამომძიებელი (დეტექტიური ლიტერატურის გავლენით) მაგრამ დღეს აშკარად მაქვს გაცნობიერებული რომ ეს საჩემო საქმე არ არის.

არსებობს ერთი მარტივი საშუალება, რომლითაც შეგვიძლია ამ შემთხვევაში მოვახდინოთ ჩვენი ოცნებების სიის გაფილტვრა. იმის გარკვკევა, თუ რამდენად აქტუალურია და ნადვილად ჩვენია ესა თუ ის ოცნება, ჩვენ შეგვიძლია ვიზუალიზაციის დროს ემოციურ შინგან გამოძახილზე დაკვირვებით.

ეს კეთდება შემდეგნაირად:

მოახდინეთ თითოეული პუნქტის ვიზუალიზაცია თანმიმდევრობით და დააკვიირდით ამ დროს თქვენში აღძრულ შეგრძნებებს და ემოციებს. ვიზუალიზირება მოახდინეთ პირველი პირიდან. ანუ შედით სასურველ როლში, რომელიც გიწერიათ ოცნებების სიაში კატეგორიიდან „ყოფნა“. წამორიდგინეთ რომ ეს როლი უკვე თქვენი რეალობაა. რას აკეთებთ ამ დროს? რითი ხართ დაკავებული? რას ხედავთ, რა გესმით და რას გრძნობთ?

მაგალითად: დავუშვათ თქვენს სიაში არის ოცნება მწერლობაზე. შედით ამ როლში. წარმოიდგინეთ რომ თქვენ უკვე ხართ ცნობილი მწერალი და ხართ ვთქვათ წერის პროცესში. რას აკეთებთ ამ დროს? მოახდინეთ ვიზუალიზაცია პირველი პირიდან: „მე ვზივარ კომპიუტერის წინ და ვხედავ საკუთარ ხელებს, რომელთა დამარებით ვკრიფავ ტექსტს კლავიატურაზე. თავში მიტრიალებს სიუჟეტის გაგრძელების რამოდენიმე ვარიანტი და ვფქირობ რომელზე შევჩერდე.“

1) როგორც კი შეხვალთ როლში, მიაქციეთ ყურადღება შეგრძნებებს, ემოციებს და შეაფასეთ მათი ძალა და სიღრმე 0-დან 10-მდე ქულით. ნული ნიშნავს, რომ ვიუალიზაცია არ იწვევს არავითარ ემოციას. ნული ეს არის სრული გულგრილობა. ათი - ეს არის პოზიტიური შეგრძნებების ძალიან მაღალი დონე. ეს არის სიხარული, სიამოვნება და ბედნიერების შეგრძნება.

მიუწერეთ ყოველ პუნქტს ემოციური სიძლიერის შესაფერისი ქულა.

2) ამის შემდეგ შეაფასეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ოცნება თქვენთვის. აქაც 0-დან 10-მდე ქულით. თუ შეფასება ნულია ესე იგი ოცნებას თქვენთვია საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიმდინარე მომენტისთვის. ათ ქულიანი შეფასება კი გვიჩვნებს რომ ოცნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია თქვენთვის.

ამ პრინციპით გაიარეთ თქვენი სიის ყოველი პუნქტი და შეაფასეთ თითოეული ოცნება ნულიდან ათამდე ქულით როგორც ემოციების ისე აქტუალურობის შკალით.

3) ახლა კი სიიდან ვშლით ყველა ოცნებას, რომლებმაც მიიღეს 5-ზე დაბალი ქულა საერთო ჯამში. ისინი უკვე აღარ არიან აქტუალური თქვენთვის.

1
ყველა კომენტარი
  1. Gvarmiani Xato
    10.06.2018 18:46

    აქტუალურობის ფილტრმა დიდი გაცნობიერება მომიტანა საოცარია, ბავშვობაში მთელი გულით ვოცნებობდი, რომ  ექიმი ვყოფილიყავი. რეალურად ამის შანსი მომეცა, მაგრამ სერიოზულად ვერ აღვიქვამდი, თითქოს შეუძლებლად მეჩვენებოდა. გავაანალიზე, რომ ეს შესაძლებელია. მე მაქვს შანსი,რომ ეს ოცნება რეალობად ვაქციო ეს დღეს აღვიქვი, თუ რამდენად  ახლოს ვარ რეალობასთან   რათქმა უნდა უნდა დამჭირდება ძალისხმევა, დისციპლინა, რომ მიზნამდე მივიდე, მაგრამ ეს შესაძლებელიააა გავაცნობიერე   ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როცა ადამიანებს ვეხმარები, მხარდაჭერას და თანადგომას ვავლენ მათ მიმართ და ამის გაკეთების რეალური შანსი მეძლევა მადლიერი ვარ ამ პროექტისთვის, რომელიც პიროვნულ ზრდაში და მიძინებული რესურსების გააქტიურებაში მეხმარება