მისია 6 - შეფუთვის გახსნა - 35 ქულა

 

მაგალითი 1:  მე ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი მეფე არტურის მრგვალი მაგიდის რაინდი. ის დღესაც დარჩა ჩემი აქტუალური ოცნებების სიაში მიუხედავად იმისა რომ არც რაინდობის ინსტიტუტი არსებობს და არც არტურ მეფის მრგვალი მაგიდა. როცა შეფუთვა გავხსენი აღმოჩნდა რომ მე მრგავლი მაგიდის რაინდების შორის მინდოდა ვყოფილიყავი იმიტომ  რომ ისინი:

  1. იყვნენ სამართლიანობისთვის მებრძოლნი
  2. იყვნენ ჩაგრულთა ქომაგები.
  3. იყვნენ მამაცი, თავგანწირული და ერთგული როგორც ომში ისევე სიყვარულში
  4. მუდამ მზად იყვნენ ებრძოლათ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე არამარტო საკუთარი თავის, ოჯახის წევრების, მეფის და ქვეყნისთვის არამედ ნებისმიერი სხვა, ჩვეულებრივი, თუნდაც უცნობი ადამიანის სიცოცხლის და ღირსების გადასარჩენადაც.
  5. მათი ცხოვრება იყო ხიფათით მაგრამ ამავე დროს თავგადასვლებით სავსე.

ანუ, როცა მე ვოცნებობდი მრგავლი მაგიდის რაინდობაზე სინამდვილეში მე ვოცნებობდი ვყოფილიყავი იმ მახასიათებლების მქონე რომლითაც გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები და მეცხოვრა მათსავით თავგადასვლებით სავსე ცხოვრებით მიუხედავად იმ ხიფათისა რომელიც ასეთ ცხოვრებას ახლდა თან.

მაგალითი 2: ბავშვობაში ერთი პერიოდი მე ვოცნებობდი მომღერლობაზე. ვოცნებობდი როგორ გამოვდიოდი სანრემოს ფესტივალზე და როგორ ქუხდა დარბაზი ოვაციებისგან ჩემი გამოსვლის შემდეგ. როცა საკუთარ თავს დავუსვი კითხვები რატომ მინდოდა ეს, რა მომწონდა და მიზიდავადა ამაში, აღმოჩნდა რომ;

  1. მომწონდა დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა როცა ასობით და ათასობით ადამიანის მზერა და ყურადღება შენსკენ არის მომართული
  2. მიზიდავდა იმის შეგრძნება რომ შემეძლო ისეთი რამე გამეკეთებინა რაც ამდენ ადამიანს უდიდეს სიხარულს და ბედიერებას მოგჰვრიდა.
  3. მომწონდა იმის გაცნობიერება რომ შემეძლო იმდენად სასარგებლო, საინტერესო და სასიამოვნო ემოციები გადამეცა ერთდროულად ასობით და ათასობით ადამიანისთვის რომ მათ საპასუხოდ ღიად და სიყვარულით გამოეხატათ თავიანთი გულწრფელი მადლიერება.

 

სწორედ ასე დაშალეთ მარტივ მამარავლებად თქვენი თითოეული ოცნება. უპასუხეთ კითხვებს რატომ გინდოდათ გამოსულიყავით „ეს“ ადამიანი, ან გეკეთებინათ „ეს“ საქმე, ან რა გიზიდავთ კონკრეტულად "ამაში"?

 

შედეგად, ორივე მაგალითზე დაყრდნობით დღევანდელი მისიის სიას ექნება დაახლოებით შემდეგი სახე:

  1. ოცნება - მრგვალი მაგიდის რაინდობა
  • სამართლიანობისთვის მებრძოლი
  • ჩაგრულთა ქომაგი.
  • მამაცი, თავგანწირული და ერთგული როგორც ომში ისევე სიყვარულში
  • მუდმივი მზაობა საჭიროების შემთხვევაში იბრძოლო საკუთარი თავის, ოჯახის წევრების, სამშობლოს, უფლის და ასევე ნებისმიერი სხვა, ჩვეულებრივი, თუნდაც უცნობი ადამიანის სიცოცხლის და ღირსების გადასარჩენადაც.
  • სახიფათო, მაგრამ მრავალფეროვანი, თავგადასვლებით სავსე ცხოვრება
  1. ოცნება - მომღერლობა
  • მომწონს დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა როცა ასობით და ათასობით ადამიანის მზერა და ყურადღება შენსკენ არის მომართული
  • მიზიდავს იმის შეგრძნება რომ შემიძლია ისეთი რამის გამეკეთება რაც უამრვ ადამიანს უდიდეს სიხარულს და ბედიერებას მოგჰვრის.
  • მომწონს იმის გაცნობიერება რომ შემიძლია იმდენად სასარგებლო, საინტერესო და სასიამოვნო ემოციები გადავცე ერთდროულად ასობით და ათასობით ადამიანს, რომ მათ საპასუხოდ ღიად და სიყვარულით გამოხატონ თავიანთი გულწრფელი მადლიერება.
1
ყველა კომენტარი
  1. Gvarmiani Xato
    10.06.2018 18:49

    #3გ ანალიზი გავაცნობიერე,რომ  ყველა ჩემი სურვილის და ოცნების მიღმა არის ერთი დიდი ოცნება «მინდა ვიყო ბედნიერი» არადა რა საოცარია,ჩემს თვალში ყველაზე ბედნიერები და ლაღები ბავშვები არიან ☺ თითქოს იმ დასკვნამდე მივდივარ,რომ ბედნიერება სიმარტივეში და ნდობაში იმალება და ერთი სული აქვს,როდის მივაგნებთ