მისია 4 - შინაგანი გამოძახილი - 20 ქულა
ამ ნაბიჯზე ჩვენ ჩავუღრმავდებით ოცნებებს კატეგორიიდან „ყოფნა-კეთება“. აქ თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ ახალი ოცნებები, რომლებიც გამოგრჩათ პირველ ნაბიჯზე. იმიტომ რომ აქ უკვე ყურადღებას ვამახვილებთ კონკრეტულად იმ მომენტებზე, როცა ჩვენ ვგრძნობდით შინაგან გაოძახილს ამა თუ იმ ადამიანებზე და მათ საქმიანობაზე დაკვირვებისას.
ამ ნაბიჯზე თქვენი ამოცანაა: გაიხსენოთ მომენტები, როცა თქვენ უყურებდით ტელევიზორით ან კითხულობდით, ან გესმოდათ ადამიანზე, რომელიც დაკავებულია კონკრეტული საქმიანობით და თქვენც გიჩნდებოდათ დაუძლეველი სურვილი ყოფილიყავით მის ადგილას, მის როლში.
გამოცდილება აჩვენებს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ცხოვრებაში შინაგანი გამოძახილის მომენტები და ეს გამოძახილები ყოველთვის მიუთითებენ მის თანდაყოლილ ტალანტებზე.
ამიტომ დღეს თქვენი ამოცანაა გაიხსენოთ ყველა ის მომენტი, რომელშიც გქონდათ შინაგანი გამოძახილის განცდა ამა თუ იმ საქმიანობის მიმართ და შესაძლოა ფიქრობდით, რომ თქვენთვის ეს არარეალურია და ჩამოწერეთ სათითაოდ ყველა.
ჩემი ყველაზე დიდი შინაგანი გამოძახილია: უპირობო სიყვარული და მხარდაჭერა. გავაცნობიერე, რომ ეს ტრენინგი არაჩვეულებრივი საშუალებაა საკუთარ თავში ჩაღრმავების. მოცემული ეტაპისათვის მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად გამოვავლინო ტალანტები. ჩვენი წარმატებისა თუ წარუმატებლობის სათავე თვითონ ჩვენშია და უნდა ვეძიოთ, თუმცა ვფიქრობ,რომ არც ისე მარტივი პროცესია.