მისია 3 - რისი კეთება მოგწონდათ? - 25 ქულა
წინა ნაბიჯზე მიღებულ სიას დაამატეთ ყველა ის საქმიანობა, რომლებსაც მოჰქონდა თქვენთვის სიამოვნება. რისი კეთება მოგწონდათ ბავშვობაში? მოზარდობის ასაკში? რა პროცესებს და რის კეთებას მოაქვს ახლა თქვენთვის სიამოვნება? ჩამოწერეთ ეს ყველაფერი როგორც წინა ნაბიჯზე მიღებული "ყოფნა-კეთების" კატეგორიის სიის გაგრძელება.
#3გ_ანალიზი ბედნიერებაა იმის კეთება, რაც მოგწონს.გავაცნობიერე, რომ ეს ტრენინგი არაჩვეულებრივი საშუალებაა საკუთარ თავში ჩაღრმავების. მოცემული ეტაპისათვის მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად გამოვავლინო ტალანტები. ჩვენი წარმატებისა თუ წარუმატებლობის სათავე თვითონ ჩვენშია და უნდა ვეძიოთ, თუმცა ვფიქრობ,რომ არც ისე მარტივი პროცესია.ყველაზე რთულია საკუთარ თავთან მუშაობა