მისია 10 - შეუზღუდავი შესაძლებლობები (55 ქულა)

 

დღესაც გუშინდელის მსგავსად მოგიწევთ რამოდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა. შეეცადეთ პასუხები იყოს მაქსიმალურად დეტალური. მოერიდეთ სტანდარტულ ფორმულირებებს.

წერეთ დაუფიქრებლად, წერეთ ყველაფერი რაც თავში მოგივათ. (შეგიძლიათ გამოიყენოთ ტვინის გადატვირთვის მეთოდი)

მას შემდეგ, რაც დაწერთ თქვენს პასუხს, გადაიკითხეთ ის და ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რამდენად დიდია ალბათობა რომ მსგავსი რამე დაეწერა სხვასაც?“ თუ ალბათობა საკმაოდ დიდია, ესე იგი თქვენ დაწერეთ სტანდარტული პასუხი და ის არ გმოდგება. ამიტომ უნდა დაიწყოთ თავიდან. მოერიდეთ ბანალურობს. მოერიდეთ იმის დაწერას რასაც დაწერდა უმრავლესობა. ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტულად თქვენი ინდივიდუალური დეტალები და ის რაშიც თქვენ განსაკუთრებული ხართ.

  1. რას გააკეთბდით თუ იქნებოდით 100%-ით დარწმუნებული წარმატებაში?

წარმოდგინეთ რომ რა საქმესაც არ უნდა მოკიდოთ ხელი თქვენი დღევანდელი სასტარტო მდგომარეობით, თქვენ აუცილებლად გამოგივათ ყველაფერი ისე, როგორც ჩაიფიქრეთ, 100% -ით, ეს გარანტირებულია. რას გააკეთებდით, რა საქმეს წამოიწყებდით?

  1. რას გააკეთებდით თუ არ იქნებოდით შეზღუდული ფინანსებში?

გასაგებია რომ შეიძენდით ყველაფერს უძრავ მოძრავს თქვენთვის, ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის. იმოგზაურებდით ბევრს და სისტემატიურად გაიღებდით თანხებს ქველმოქმედებისთვის. მაგრამ აქ შეკითხვის არსი მდგომარეობს სხვა რამეში: რას გააკეთებდით თქვენ, რა საქმიანობით დაკავდებოდით თუ ფინანსები გექნებოდათ შეუზღუდავად.

შესაძლოა პასუხებში იყოს მსგავსება ან საერთო შტრიხები. ნუ შეგაცბუნეთ ასეთ შემთხვევაში განმეორება. მთავარია ორივე კითხვაზე იყოს გულწრფელი პასუხები.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

1
ყველა კომენტარი
  1. Gvarmiani Xato
    15.06.2018 00:21

    #3განალიზი გავაცნობიერე,რომ ჩემი წარმატებები პირდაპირ პროპორციულია ჩემი რწმუნებულებების. მთავარია,შიგნიდან მოხდეს ცვლილება.განვაახლო ჩემი შეხედულებები სამყაროზე,გარემოზე, სოციუმზე,საკუთარ თავზე და მერე აუცილებლად გაიხსნება გზა მწვერვალისკენ   წარმატებებს გისურვებთ ყველას