მისია 11 - ტალანტის რეალიზება - 60 ქულა

 

მაშ ასე, ამ ეტაპისთვის თქვენ გაქვთ შემდეგი მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარ თავზე:

1. ძირითადი მახასიათებლები თუ როგორი ადამიანი გინდათ რომ იყოთ - მისია 6

2. საკვანძო უნარების სია - მისია 8.

ეს არის ფაქტიურად თქვენი ტალანტები და გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა თავად თქვენ რამდენად გჯერათ დღეს რომ ეს ნამდვილად თქვენი ტალანტია.

დავუშვათ თქვენს სიაში აღმოჩნდა რომ გაქვთ „საჯარო გამოსვლების“ ტალანტი, მაგრამ თქვენ არასდროს არ გამოსულხართ საჯაროდ და ისე გეშინიათ რომ არც კი გინდათ ამაზე ფიქრი. არა უშავს. რადგან ის აღმოჩნდა თქვენს სიაში, ესე იგი თქვენში არის ორატორის უზარმაზარი პოტენციალი და მისი გამოღვიძება და დახვეწა განვითარება როგორც იტყვიან ტექნიკის საქმეა.

3. თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილი და ოცნება თუ რა კვალი გინდა დატოვოთ კაცობრიობის ისტორიაში - მისია 9.

ეს არის ფაქტიურად თქვენი დანიშნულების გამოძახილი.

4. ის საქმიანობები რომლებითაც დაკავდებოდით შეუზღუდავი შესაძლებლობების ქონის შემთხვევაში.

ეს არის ერთგვარი ორიენტირები თუ როგორ უნდა მოახდინოთ საკუთარი თავის მაქსიმალრად რეალიზება ამ სამყაროში.

 

ახლა კი მოახდინეთ ამ ოთხივე სიის ანალიზი და მათზე დაყრდნობით დაწერეთ ის შესაძლო გზები რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია დღევანდელ ცხოვრებაში განავითაროთ და გამოიყენოთ მე-8 მისიის დროს მიღებული უნარების ჩამონათვალი იმისთვის, რომ შეძლოთ იქცეთ იმ მახასიათებლების მატარებელ ადამიანად რომელიც მიიღეთ მ-6 მისიაში და შეძლოთ საკუთარი თავის რეალიზება ისე რომ დატოვოთ სწორედ ის კვალი ამ სამყაროში რაც ისურვეტ მე-9 მისიის შესრულების დროს.

ამ სავარჯიშოს ვასრულებთ შემდეგი ორი ნაბიჯის მიხედვით:

ნაბიჯი 1 -  დაფიქრდით და ჩაიწერეთ თქვენი ტალანტების რეალურ ცხოვრებაში რეალიზაციის ყველა შესაძლო ვარიანტი. საქმიანობის რა სახეებს ან პროფესიებს მიეკუთვნებიან ისინი? იქნებ შესაძლებელია თქვენი ტალანტები ერთდროულად რამოდენიმე სხვადასხვა პროფესიას და საქმიანობას მოერგოს? ეს თუ ასეა, მაშინ ჩამოწერეთ რა პროფესიებია ისინი? რა სოციალური როლი მოდის ჰარმონიაში თქვენს თანდაყოლილ ტალანტებთან?

შეადგინეთ სია თქვენი უნარების, ტალანტების პრაქტიკულად გამოყენების ყველა შესაძლო ვარიანტისა. რაც უფრო მეტი ვარიანტი იქნება, მით უკეთესი.

ნაბიჯი 2 - თქვენ უკვე გაქვთ სია თქვენი ტალანტების პრაქტიკულად გამოყენების ყველა შესაძლო ვარიანტისა. ახლა კარგად დააკვირდით და შეაფასეთ თითოეული პუნქტი ამ სიისა 10 ბალიანი სისტემით. სადაც 10 -ეს ყველაზე სასურველი ვარიანტია, ხოლო 1- ყველაზე ნაკლებად მისაღები ვარიანტი. დაალაგეთ მიღებული შედეგების მიხედვით სია პრიორიტეტულობის გათვალისწინებით: ყველაზე მაღალქულიანები პირველად და შემდეგ კლებადობის მიხედვით.

ამ ანალიზით თქვენ საბოოლოოდ გაერკვევით კონკრეტულ მიმართულებაში (მიმართულებებში) რომელიც ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას მიმდინარე მონეტისთვის და რომელიც მოგიტანთ წარმატებას, სიხარულს და საბოლოო ჯამში კარგ შემოსავალებსაც.

1
ყველა კომენტარი
  1. Gvarmiani Xato
    17.06.2018 22:30

    #3განალიზი გავაცნობიერე,რომ ტალანტების,რეალიზებისთვის,ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ ფიქრებთან და რწმუნებულებებთან მუშაობა.განთავისუფლება იმ უამრავი ზედმეტისგან რაც მე არ ვარ და რაც ჩემი არ არის.ამის შემდეგ,ნამდვილად მჯერა,რომ შესაძლებელია ოცნებების და მიზნების განხორციელება. წარმატებული კარიერის აწყობა,მადლიერი,ბედნიერი და ჰარმონიული ურთიერთობა საკუთარ თავთან და ადამიანებთან და რაც მთავარია სიყვარულით სავსე ცხოვრება ყველას გისურვებთ სასურველი ოცნებების და მიზნების განხორციელებას. ❤