ორასი ჯადოსნური ღიმილი

 

ღიმილის რაოდენობით ადვილად შეიძლება განსაზღვრო ადამიანი გაცნობიერებულად ცხოვრობს თუ ინსტიქტებით. მაგალითად ბავშვები დღეში საშუალოდ 400-ჯერ იღიმიან თურმე. ხოლო მოზრდილები კი საშუალოდ - 20 ჯერ.

მეცნიერების გათვლით, იმისთვის, რომ ავავსოთ ჩვენი სხეული, სული და გონება  ბედნიერებისთვის საჭირო ჰორმონებით, საჭიროა დღეში მინიმუმ 200-ჯერ გაღიმება. ამიტომ, გაცნობიერებული ადამიანი რაც არ უნდა ხდებოდეს, ყოველთვის იღიმის დღეში მინიმუმ 200 ჯერ. ხოლო ის ვინც გაუცნობიერებლად ცხოვრობს, ანუ ინსტიქტებით, იმდენჯერ იღიმის, რამდენჯერაც გაუმართლებს. ანუ რამდენჯერაც მოისმენს იმ დღეს რაიმე სასიხარულოს ან სასაცილოს.

წარმოიდგინეთ რომ ჩვენი ორგანიზმი არის ბედნიერების გენერატორი და ამ გენერატორის სახელური უნდა დავატრიალოთ ორასჯერ, რომ მთელი დღის სამყოფი ბედნიერების ენერგიით ავივსოთ. ერთი ღიმილი ვერაფერს შეცვლის. ეს იმის ტოლფასია, რომ ღრმა წყალში აღმოჩენილმა ხელი ერთხელ მოუსვა და ელოდო რომ გადარჩები. აი 200 ღიმილი კი, უკვე ის მინიმალური დონეა ენერგიისა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ბედნიერებას მთელი დღის განმავლობაში. ჩვენ კი უკვე ვიცით, რომ თავიდან უნდა ვისწავლოთ ვიყოთ ბედნიერი და შემდეგ უკვე ბედნიერების ენერგია დაგვეხმარება მივაღწიოთ ნებისმიერ მიზანს.

 

*დამხმარე მასალა: გაეცანით სტატიას "ღიმილი სიცოცხლის მუსიკა"

4
ყველა კომენტარი
  1. tom iali
    19.07.2018 01:01

    20

    • admin
      22.07.2018 16:39

      ეს კომენტარებია თამ.. ქულები გამოგზავნეთ ლურჯი ღილაკი «პასუხის გაცემა» -ს მეშვეობით 🙂

  2. sopo nariashvili
    18.07.2018 23:01

    დღეს 18 ივლისს  საღამოს 7 საათზე ,კომბინატის დასახლებაში ანწუხელიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა საცხოვრებელი  კორპუსების ეზოში არსებულ სკვერში , პატარებისათვის გავმართეთ თოჯინების თეატრის წარმოდგენა, ღონისძიება გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმს სააგენტოს , კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით.აი ნამდვილი და გულწრფელი ღიმილები კი დავაგროვეე.

  3. ruso yuloshvli
    18.07.2018 21:43

    40 ქულააა