აირჩიეთ კონკრეტული მიზანი
მაშ ასე, თქვენ უკვე გაქვთ თქვენი იდეალური დღის აღწერა და ავტოპორტრეტი. ახლა დადგა ჯერი ავირჩიოთ ერთი რაიმე კონკრეტული მიზანი რომელიც მოდის შესაბამისობაში ამ მისიების შესრულების დროს მიღებულ შედეგებთან.
იმისთვის რომ მიზნის არჩევის და ფორმულირების პროცესი გავამარტივოთ მოდი გავაკეთოთ ეს შემდეგი ინსტრუქციის დახმარებით.
ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება შეიძლება დაიყოს 3 კატეგორიად:
ვსვათ შემდეგ შეკითხვებს:
აქ ჩმოვწერთ ყველაფერს, რისი კეთებაც გვსიამოვნებს და რისი მიღწევაც გვინდა. ნუ შემოიფარგლებით მაგალითად ასეთი პასუხით „მინდა სამსახურში დაწინაურება“ ან „მინდა წავიდე მოგზაურობაში“ . გაიხედეთ უფრო შორს – რისთვის გინდათ? და ასე მანმდე სანამ არ მიხვალთ იქამდე როცა არ იქნება საჭირო უკვე დასმა შეკითხვისა „რისთვის“ ან „რატომ“? ამას ჰქვია საბოლოო მიზანი.
შეიძლება თქვენ გინდათ რამის ყიდვა (მანქანა, ბინა, სახლი...)
შეიძლება გინდათ შექმნათ რაიმე კოლექცია
ან წახვიდეთ რომელიმე ქვეყანაში სამოგზაუროდ ან სულაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა
იქნებ გინდათ პარაშუტიდან გადმოხტეთ
შეიძლება თქვენ გინდათ გაფრენა მთვარეზე
და ა.შ. ყველაფერი როგორც მატერიალურ ასევე სულიერ სფეროში.
ანუ, რა თვისებები მინდა რომ ჩემში განვავითარო, რა მინდა გავიგო ახალი და საინტერესო, თუნდაც იმისთვის რომ მივაღწიო იმას რაც ჩავწერეთ პირველი კითხვის პასუხში.
რა წიგნები მინდა რომ წავიკითხო
რა ტრენინგებს მინდა რომ დავესწრო
რა მინდა რომ ვისწავლო
ვისთან გინდათ ვთქვათ რომ ისწავლოთ
ვინ გინდათ რომ იყოს თქვენი მეტორი, მოძღვარი, შთამაგონებელი
შეიძლება გინდათ ისწავლოთ პიანინოზე დაკვრა
რა ახალი უნარ ჩვევები გინდათ განავითაროთ თქვენში
გინდათ თუ არა ინტუიციის განვითარება
აქ ვწერთ იმას თუ როგორი წვლილი გსურთ თქვენ შეიტანოთ სამყაროს კეთილდღეობის საქმეში.
რა გინდათ დატოვოთ ისეთი რაც თქვენი გარდაცვალების შემდეგაც დარჩება და მოუტანს სარგებელს ადამიანებს, კაცობრიობას, სამყაროს.
შეიძლება თქვენ გინდათ შექმნათ კომპანია, რომელიც იქნება რევოლუციური თავის ნიშაში
შეიძლება თქვენ გინდათ შექმნათ საქველმოქმედო ორგანიზაცია ან უბრალოდ გახდეთ დიდი ქველმოქმედი
შეიძლება თქვენ გინდათ გამოიგონოთ რაღაც ახალი და არაჩვეულებრივი რამ
როგორ გინდათ რომ მოგიგონოთ ადამიანებმა თქვენი გარდაცვალების შემდეგ
გამოიყენეთ ეს კითხვები და სამივე პუნქტში მიღებული სიების ანალიზით შეარჩიეთ ერთი კონკრეტული მიზანი. სასურველია ეს მიზანი იყოს მოკლევადიანი. ანუ ისეთი, რომლის მიღწევაც პრინციპში შესაძლებელია მაქსიმუმ 1-2 წლის განმავლობაში. თუმცა თუ თქვენ უკვე გაქვთ ხედვა თქვენი ცხოვრების მთავარი მიზნისა, შეგიძლიათ ის ჩაწეროთ.
მიზნის შერჩვის და ფორმულირების დროს გაითვალისწინეთ ის მახასიათებლები, რომლებიც:
1. განვიხილეთ ვებინარზე:
2. შეესაბამება ორ პუქტს დამხმარე მასალიდან "10 ნაბიჯი საოცნებო მიზნისკენ": პირველი და მეათე პუნქტები.
65