1. პროთაგორის პარადოქსი
სოფისტებმა შექმნეს გარკვეული კანონები სწავლულთათვის, ის ვისაც უნდოდა წარმატების მიღწევა საჯარო დებატებში(საჯარო კამათი), კარგად უნდა ყოფილიყო მომზადებულები რიტორიკასა და იურისპრუდენციაში. სოფისტები კარგად ფლობდნენ ორივე დისციპლინას და ამიტომ ყოველთვის გამარჯვებულები ასრულებდნენ საჯარო დებატებს.
რაღა თქმა უნდა ისინი სიამოვნებით უზიარებდნენ თავის ცოდნას და გამოცდილებას ნებისმიერ მსურველს და ამაში საკმაოდ დიდ გასამრჯელოსაც იღებდნენ. მაგალითად, პროთაგორთან სწავლება ისეთი ძვირი იყო, რომ მხოლოდ შეძლებული ადამიანი თუ მისცემდა საკუთარ თავს ამის უფლებას.
ერთხელ პროთაგორი დათანხმდა ერთ ღარიბ ახალგაგაზრდას-ევატლს სწავლებაზე გარკვეულ პირობების მიხედვით - ევატლი გადაიხდიდა სწავლების დასაწყისში სწავლის საფასურის ნახევარს, ხოლო მეორე ნახევარს გადაიხდიდა მხოლოდ მას შემდეგ რაც მოიგებდა თავის პირველ საჯარო დებატებს.
დროთა განმავლობაში ახალგაზრდამ საერთოდ გადაიფიქრა საჯარო განხილვებში მონაწილეობის მიღება და გადაწყვიტა მოეტყუებინა დიდი სწავლული. გაბრაზებულმა პროთაგორმა ახალგაზრდას სასამართლოში უჩივლა.
ევატლმა თავის დასაცავად არცთუ ისე ბრძნული, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი არგუმენტი წარმოადგინა სასამართლოზე:
- თუ შენ წააგებ, სასამართლო გამანტავისუფლებს გადასახიდსგან, ხოლო თუ მე წავაგებ ამ საქმეს, მაშინ გამოდის რომ არ გისწავლებია ჩემთვის კარგად და თავისთავად მაქვს სრული უფლება საფასურის გადახდაზე უარი ვთქვა.
პროთაგორმა უპასუხა:
- არავითარ შემთხვევაში. თუ მე მოვიგე-სასამართლო დაგაკისრებს გადასახადის გადახდას, ხოლო თუ შენ მოიგე - იმ წუთიდან ძალაში შედის ჩვენი შეთანხმება, რომ თანხა უნდა გადაგეხადა პირველივე საჯარო განხილვების მოგებისთანავე. და მაინც მოგიწევს ჩემთვის გადახდა.
***
2. ნახევრად ხუმრობით
თამბაქოს სასარგებლო თვისებები :)
თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შემდეგ სასწაულებრივად გადარჩენილი რამოდენიმე მგზავრიდან ერთერთი-ბერტრან რასელი დაუღალავად იმეორებდა,რომ მოწევა ახანგრძლივებს სიცოცხლეს და საერთოდ თამბაქო ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
ყველა მგზავრი ვინც ავიაკატასტროფას გადაურჩა, იჯდა მწეველთათვის განკუთვნილ სალონში.
***
3. ციტატები - ოშო
ტანჯვა არაბუნებრივია , ნეტარება-შენი ბუნებაა;
ტანჯვა სხვებისაგან ისწავლე, ნეტარება კი ღმერთის საჩუქარია;
ტანჯვა განპირობებულია, ნეტარება -შენი სულია, შენი არსია;
ტანჯვა შენი გარსია, მხოლოდ სტრუქტურაა შენს შიგნით. ნეტარება შენი თავისუფლებაა, რაიმე სტრუქტურის არარსებობა;
ოშო -წიგნიდან „საიდუმლოთა საიდუმლო“
***
4. თავისუფალი ადამიანი ყოველთვის კმაყოფილია
ერთხელ დიოგენე წყაროზე სადილისთვის მწვანილს ირეცხავდა, ეს შენიშნა იქვე მიმავალმა არისტოპმა, რომელიც ტირანი დიონისიეს დაახლოებულ პირად ითვლებოდა და ყოველთვის სარგებლობდა მასთან მეგობრობით.
არისტოპმა მიმართა დიოგენეს:
- ეეჰ დიოგენე, რომ არა შენი სიამაყე შენც ხომ იმეგობრებდი დიონისესთან და შენი სადილისთვის შენ თვითონ მწვანილის გარეცხვა აღარ მოგიწევდა.
დიოგენემ უპასუხა:
- მოდი შევხედოთ ამ ამბავს მეორე მხრიდან: შენ რომ იცოდე როგორ ირეცხება მწვანილი ხომ აღარ მოგიწევდა ტირანთან დაახლოება.