1. რატომ გარდაიცვალნენ ნიტროგლიცერინის მიმღები მეცნიერი და მისი წარმოების შექმნელი მრეწველი სტენოკარდიით

ისეც ხდება ხოლმე,რომ მეცნიერები  თვითონაც ვერ აფასებენ თავიანთი  აღმოჩენის ყველა ასპექტს. ქიმიკოსი  ასკანიო სობრერომ - ნიტროგლიცერინის მიმღებმა და მრეწველმა ალფრედ ნობელმა- ნიტროგლიცერინის წარმოების მეთოდის შემქმნელმა, ბოლომდე ვერ გაიგეს, რომ ამ ნივთიერებას  არა მხოლოდ კლდეების აფეთქება, არამედ სტენოკარდიის მკურნალობაც შეეძლო, რითაც ორივე მეცნიერი იყო დაავადებული.

1847 წელს ნიჭიერმა იტალიელმა ქიმიკოსმა ასკანიო სობრერომ შეძლო სინთეზირება  ნივთიერებისა, რომელსაც მან დაარქვა „პიროგლიცერინი". მოგვიანებით ამ ნივთიერებას „ნიტროგლიცერინი“ უწოდეს, რადგან იგი მრავალ ატომიანი გლიცერინის სპირტის ტრინიტრატს  შეიცავდა. თვითონ მეცნიერი თვლიდა რომ ეს ნივთიერება გამოადგებოდათ საომარ მოქმედებებში. რადგან არმიაში და საარტილერიო დანაყოფში  მსახურობის  შემდეგ იგი განაგრძობდა მუშაობას საარტილერიო აკადემიაში, ამიტომ  მისი მთავარი კვლევები მიზნად ისახავდა სწრაფად მზარდი სამხედრო ინდუსტრიის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

ამ ნივთიერების თვისებების „ფეთქებადი“ ხასიათის გარდა, ისე რომ თვითონაც არ მიუქცევია მნიშვნელოვანი ყურადღება, მან აღწერა ამ ნივთიერების ფარმაკოლოგიური მოქმედება - კერძოდ მისი უნარი შეამციროს გლუვი კუნთების მოქმედება სისხლძარღვებში.

ნიტროგლიცერინის ამ მოქმედებისთვის რომ მიექცია შესაფერისი ყურადღება, ის თვითონვე დაეხმარებოდა საკუთარ თავს. მას ხშირად  ემართებოდა  სტენოკარდიული შეტევები და 1888 წელს სწორედ  ერთერთი ასეთი შეტევის დროს გარდაიცვალა.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი-იტალიელი ქიმიკოსის აღმოჩენით დაინტერესდა ერთი ადამიანი და დააპატენტა კიდეც მისი წარმოება. ოღონდ არა სამხედრო საჭიროების დასაკმაყოფილებლად, არამედ იმით, რომ იგი დარწმუნებული იყო, ამ ნივთიერებას დიდი გამოყენება ექნებოდა სამთო მრეწველობაში.

ეს ადამიანი იყო ალფრედ ნობელი. ზუსტად ამის შემდეგ დაიწყო ნობელმა თავისი „დინამიტის იმპერიის“ მშენებლობა. მისი დინამიტის გარეშე ვერ შეიქმნებოდა   XIX საუკუნის  ცნობილი  გვირაბები, არხები, სარკინიგზო ხაზები  ალპების გავლით და კიდევ უამრავი რამ.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ მოვლენების პარალელურად ნიტროგლიცერინის ფარმაკოლოგიური თვისებებით  დაინტერესებული იყო  ექიმი  ტომას ლოდერ ბრენტონი, რომელიც დარწმუნებული იყო ამ ნივთიერების სამკურნალო თვისებებში, მაგრამ ექიმები თავს არიდებდნენ ამ პრეპარატის გამოყენებას სანამ 1887 წელს ექიმმა უილიამ მერელიმ არ განსაზღვრა მისი ზუსტი სამკურმალო  დოზა.

 თუმცა  ალფრედ ნობელი ფიქრობდა, რომ ნიტროგლიცერინი  აფეთქების გარდა სხვა არაფერში გამოიყენებოდა. მაშინაც კი, როცა ექიმებმა რამოდენიმეჯერ  დაუნიშნეს მას   ეს პრეპარატი  სამკურნალოდ. „დინამიტის მეფე“ ამბობდა: „ბედის ირონიაა როცა ექიმები  მიწერენ  მე ნიტროგლიცერინს სამკურნალოდ“. იგი ჯიუტად უარს ამბობდა მის მიღებაზე შედეგად ნობელი 1896 წელს  გულის შეტევით გარდაიცვალა, ისე რომ ვერც კი გაიგო, რომ ამ ნივთიერების წარმოებას (რომლის  წარმოების მეთოდიც   თვითონ შექმნა) შეეძლო არანაკლები შემოსავლის  მოტანა მისთვის.

ნიტროგლიცერინის მოხმარებამ ფართო გამოყენება ჰპოვა სამედიცინო პრაქტიკაში  მხოლოდ   XX საუკუნის დასაწყისში.


 2. ციტატები    

„აზრი ნიშნავს ცხოვრებას, რამეთუ ის, ვინც არ ფიქრობს, არ ცხოვრობს ამ სიტყვის სრული და უმაღლესი გაგებით. ადამიანს აზროვნება ქმნის.“

          @ ამოს ბრონსონ ოლკოტი

„ყოფიერების ნებისმიერ სფეროში მოქმედებს ჭეშმარიტება: ბევრი მოიზიდავს კიდევ უფრო ბევრს. თანაბრად სამართლიანია, რომ  დანაკარგს კიდევ უფრო დიდი დანაკარგები მოჰყვება. გონება შემოქმედებითია-ყველა გარე პირობა, მთელი ჩვენი გარემოცვა, მთელი ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება-ჩვენი ჩვეული გაბატონებული აზრობრივი წყობის  შედეგია.“

          @ ჩარლზ ენელი

„გონება-განწყობილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ. შესაბამისად, ნებისმიერი ძალის, ნებისმიერი მიღწევის და ნებისმიერი ფლობის საიდუმლო-ჩვენი აზროვნების ხერხშია“

          @ ჩარლზ ენელი

„ჩვენს შიგნით მთელი სამყაროა: აზრის, გრძნობის და ძალის სამყარო, რომელიც სავსეა სინათლით, სიცოცხლით და სილამაზით. და თუმცა იგი უხილავია, მისი ძალები უზარმაზარია.“

         @ ჩარლზ ენელი

„ჰარმონია შინაგან სამყაროში ნიშნავს ჩვენი აზრების კონტროლის უნარს და საკუთარი თავისთვის იმის განსაზღვრას, თუ რა ზემოქმედებას მოახდენს ჩვენზე ესა თუ ის ცხოვრებისეული გამოცდილება.“

        @ ჩარლზ ენელი


 

3. ნადირობის მოყვარული ინგლისელი დრამატურგი და იხვები

 

ინგლისელ დრამატურგს შერიდანს ნადირობა უყვარდა, მაგრამ ნადირობიდან შინ ყოველთვის ხელცარიელი ბრუნდებოდა. ერთხელ ტბორთან მან შენიშნა კაცი, რომელიც იდგა და შინაურ იხვებს თვალს ადევნებდა.

- რამდენს გამომართმევთ იხვებს რომ ვესროლო? - იკითხა მან -  5 კრონი საკმარისი იქნება?

კაცმა ჯერ გაოცებით შეხედა, მაგრამ შემდეგ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

შერიდანმა მისცა მას ფული. გაისროლა, 6 იხვი მოკლა, ჩააწყო ჩანთაში და მიმართა უცნობს

- ვფიქრობ, დღეს ორივემ სასარგებლო საქმე გავაკეთეთ

- მე  განსაკუთრებით - გაიცინა უცნობმა - იხვები ხომ ჩემი არ არის.