საშინაო დავალება:
სავარჯიშოს შესრულებამდე დამხმარე მასალებში უყურეთ ვიდეოს "დაუკმაყოფილებლობის ბაალიში - ტრენინგებზე მიღებული ინფორმაციის ეფექტურად გამოყენების 3 ნაბიჯიანი ტექნიკა":
https://mebonia.com/onlineacademy/wpm-category/damxmare-masalebi-superstarti
ტრენინგების და კურსების შემდეგ ადამიანებს აქვთ „ვაუ-ეფექტი“: ეიფორია და ყოველისშემძლეობის განცდა. უმრავლეს შემთხვევაში 2-3 კვირის შემდეგ ეს ეიფორია გაივლის და ადამიანი შეიძლება ერთგვარ დეპრესიაშიც კი ჩავარდეს.
„ვაუ-ეფექტს“ ხშირად სპეციალურად ქმნიან ტრენერები იმისთვის, რომ მონაწილეებმა ტრენინგის შემდეგ რაც შეიძლება ემოციურად მოუთხრონ თავიანთ მეგობრებს ამ ტრენინგის შესახებ. მაგრამ ასეთი ეიფორია ხშირად ზიანის მომტანია მონაწილეებისთვის. იმის ნაცვლად რომ პრაქტიკაში გამოიყენონ ტრენინგზე მიღებული ინსტრუმენტები, ისინი ეიფორაიში ყოფნის პერიოდში უმიზნოდ ხარჯავენ ძალებს და იცლებიან ენერგიისგან.
ასე რომ ეიფორია და „ვაუ-ეფექტი“ - ხშირ შემთხევვაში საზიანოა.
ამიტომ დღეს ჩვენ გავაკეთებთ ერთ ძალიან ეფექტურ სავარჯიშოს.
პირველი ორი ნაბიჯი ამ ტექნიკისა აფხიზლებს ტვინს, გაიძულებთ ციდან მიწაზე დაეშვათ ტრენინგის შემდგომ. ანელებს საზიანო ეიფორიას და რთავს თქვენში მშვიდ სამუშაო რეჟიმს. სწორედ ასეთ მდგომარეობაში არის შესაძლებელი გავლილი ტრენინგის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენება.
მესამე ნაბიჯით კი ჩვენ ვქმნით ერთგვარ "საყრდენს", რომელიც დაგვეხმარება დავიცვათ წონასწორობა ტრენინგის შემდგომაც, დიდი ხნის განვამვლობაში, ჩვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
[ამ პრაქტიკის გამოყენება რეკომენდებულია ნებისმიერი ტრენინგის და სასწავლო პროგრამის გავლის შემდგომ].
მაშ ასე:
1) ჩამოწერეთ სია: რა მოგწონთ თქვენს დღევანდელ ცხოვრებაში? რეალურ, უკვე არსებულ ცხოვრებაში. იმ პროგრამის გარეშე, რომელიც ახლა გაიარეთ.
2) ჩამოწერეთ სია: რა არ მოგწონთ თქვენს დღევანდელ ცხოვრებაში? რა არ გაკმაყოფილებთ? რისი შეცვლა გინდათ?
3) რა და როგორ შეიძლება გამოიყენოთ ამ პროგრამაში მიღებული ინფორმაციიდან და ინსტრუმენტებიდან პრაქტიკულად, წინა, მე-2 ნაბიჯზე აღწერილი ცვლილებების განსახორციელებლად?
შეასრულეთ ეს ვარაჯიშო ხელით, ავტოკალმის ან ფანქრის გამოყენებით.
სულ დღეს შეგიძლიათ გამოიმუშავოთ მაქსიმუმ - 100 ქულა
ყველა ანგარიში (ტექსტური, ფოტო, ვიდეო მასალა) ატვირთეთ ფეისბუკის დახურულ ჯგუფში საღამოს 23:00 საათამდე ადგილობრივი დროით.
ამის შემდეგ კი აქვე, კომენტარებში, დაწერეთ თუ რამდენი ქულა გამოიმუშავეთ დღეს.
გაითვალისწინეთ - სატურნირო ცხრილში შევა მხოლოდ იმ მონაწილეთა მონაცები, რომლებიც შეასრულებენ ორივე ქმედებას: ატვირთავენ ანგარიშს დახურულ ჯგუფშიც და დაწერენ ქულების რაოდენობას ამ პოსტის ქვემოთ კომენტარებში.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია