საშინაო დავალება:
1. უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და გაარკვიეთ სად იმყოფებით თქვენ მასში მოცემული სქემის მიხედვით მიმდინარე ეტაპისთვის - 50 ქულა
2. რა უნდა გააკეთოთ თქვენი აზრით ან/და რა ტრაექტორიით უნდა იმოძრაოთ, რომ მიაღწიოთ "იკიგაი"-ს? - 50 ქულა
სულ დღეს თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშავოთ მაქსიმუმ 100 ქულა.
ყველა ანგარიში (ტექსტური, ფოტო, ვიდეო მასალა) ატვირთეთ ფეისბუკის დახურულ ჯგუფში საღამოს 23:00 საათამდე ადგილობრივი დროით.
ამის შემდეგ კი აქვე, კომენტარებში, დაწერეთ თუ რამდენი ქულა გამოიმუშავეთ დღეს.
გაითვალისწინეთ - სატურნირო ცხრილში შევა მხოლოდ იმ მონაწილეთა მონაცები, რომლებიც შეასრულებენ ორივე ქმედებას: ატვირთავენ ანგარიშს დახურულ ჯგუფშიც და დაწერენ ქულების რაოდენობას ამ პოსტის ქვემოთ კომენტარებში.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია