ონლაინ კურსი "შეიცან თავი შენი"

6-17 ივნისი | 2018 წ.

 

 

თეორიული ნაწილი:

 

1. ვებინარი "ოცნებებიდან ტალანტებამდე"

 ჩატარების თარიღი - 3 ივნისი, დასაწყისი 22:00 საათი თბილისის დროით

2. ვებინარი "როგორ გამოვავლინოთ საკუთარი ტალანტები"

 ჩატარების თარიღი - 10 ივნისი, დასაწყისი 22:00 საათი თბილისის დროით

3. დასკვნითი შემაჯამებელი ვებინარი 

 ჩატარების თარიღი - 17 ივნისი, დასაწყისი 22:00 საათი თბილისის დროით

 

პრაქტიკული ნაწილი:

12 მისია საშინაო დავალების სახით.

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით პირად კაბინეტში (პარალელურად ჯგუფშიც) დაიდება ახალი საშინაო დავალება "მისიები"-ს სახელწოდებით. თითოეული მისია იქნება მორიგი კონკრეტული, პრაქტიკული ნაბიჯი საკუთარი თანდაყოლილი ტალანტებისა და საკუთარი მოწოდების გამოვლენისკენ მიმავალ გზაზე.

სატურნირო ცხრილი და პრიზები

თითოეული მისიის შესრულებაზე დაიწერება შესაბამისი ქულა რაც აისახება ე.წ. სატურნირო ცხრილში. ის მონაწილეები, რომლებიც გამომუშავებული ქულების რაოდენობის მიხედვით მოხვდებიან პირველ სამეულში, მიიღებენ დამატებით საჩუქარს პრიზის სახით.

თუ ქულების რაოდენობის მიხედვით პირველ, მეორე ან მესამე პოზოციაზე აღმოჩნდება ერთდროულად რამოდენიმე თანაბარქულიანი მონაწილე, მაშინ პრიზს მიიღებს თითოეული მათგანი. 

2
ყველა კომენტარი
  1. Gvarmiani Xato
    10.06.2018 16:15

    მივიწყებული ოცნებები ამოტივტივდა ☺ სახეცვლილება განიცადა ამ ყველაფერმა ☺ კიდევ ერთხელ დამაფიქრა ვინ ვარ, რა მინდა და როგორ მივიდე მიზნამდე ☺ დიდი მადლობა ☺