საშინაო დავალება
1. მე ვხედავ მზეს... დახუჭული თვალებით
ამ მისიას აქვს ორი ვარიანტ. თქვენ შეასრულეთ ერთი რომელიმე ვარიანტი თქვენი არჩევით.
ვარიანტი პირველი - თვალახვეულმა გაირბინეთ ძუნძულით 100 მეტრი. ამისთვის დაგჭირდებათ დამხმარე. რომელიც თქვენთან ეთად იქნება და გიკარნახებთ თუ საით უნდა მიუხვიოთ და მოუხვიოთ, რომ რამეს არ დაეჯახოთ. ასევე ის გადაიღებს ამ პროცესს.
დააკვირდით საკუთარ თავს ამ დავალების შესრულების პროცესში, რას გრძნობთ, რა განცდები გეუფლებათ დაწყებამდე, სტარტზე, პროცესში და ფინიშზე?
ატვირთეთ ამ პროცესის ამსახველი ფოტო ან/და ვიდეო (სასურველია ეს უკანასკნელი) მასალა ფბ-ს დახურულ ჯგუფში.
ვარიანტი მეორე - თვალახვეულმა აკეთეთ რამე ოჯახში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. ნებისმიერი რამ რასაც აკეთებთ ხოლმე და რაც ნორმალურ მდგომარეობაში მოითხოვს მხედველობას. შეგიძლიათ თუნდაც უყუროთ ტელევიზორს. დალიოთ ყავა, გარეცხოთ ჭურჭელი, მიირთვათ საკვები (ოღონდ დანა-ჩანგლის გარეშე :) )
დააკვირდით საკუთარ თავს ამ დავალების შესრულების პროცესში. რა განცდები გეუფლებათ, რა გაცნობიერებები მოდის, რა ემოციები ირთვება თქვენში.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია