აიღე კონტროლი საკუთარ ხელში - თეორიული ნაწილი
აიღეთ ფურცელი (რვეული, ბლოკნოტი) და დაწერეთ ერთი კონკრეტული შიში, ანუ სიტუაცია, მოვლენა რომელიც იწვევს მღელვარებას თქვენში. მაგალითად გამოცდაზე გადიხართ, პრეზენტაცია გაქვთ ჩასატარებელი, პაემანზე მიდიხართ, მოკლედ ნებისმიერი რამ...
ნიმუშად ავიღოთ მაგალითად პრეზენტაციის ჩატარება
ნაბიჯი პირველი - ვსვამთ 3 შეკითხვას:
1. რა მოხდება ყველაზე ცუდი?
აქ ჩამოვწერთ ყველა შესაძლო შედეგს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ჩანაფიქრის განხორციელებას, თუ ჩვენი შიში გამართლდება.
სასურველია იყოს მინიმუმ 10 ვარიანტი.
ნიმუში: რა შეიძლება მოხდეს ყველაზე ცუდი პრეზენტაციის ჩატარების შემთხვევაში.
1) შეიძლება დამავიწყდეს ტექსტი
2) შეიძლება აურიოს ტექნიკამ და სლაიდები გაიჭედოს
3) შეიძლება შუა პრეზენტაციის დროს მომინდეს ტუალეტში გასვლა
4) შეიძლება ამტკივდეს კბილი (თავი, კუჭი...)
და ა.შ.
2. რისი გაკეთება შემიძლია, რომ ავიცილო თავიდან მსგავსი შედეგები?
აქ ვწერთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი შედეგების მიხედვით, რომ თავიდან ავიცილო მოვლენების მსგავსი სცენარებით განვითარება ან გავხადო ნაკლებსავარაუდო მათი მოხდენის ალბათობა?
მაგალითად:
3. როგორ გამოვასწორო?
იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია მაინც არასასურველი სცენარით გავნითარდბა, რა შემიძლია გავაკეთო მის გამოსასწორებლად?
აქ ჩამოვწერთ თითოეული პუნქტის მიხედვით თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ვის შეგვიძლია მივმართოთ დახმარებისთვის თუ მაინც მოხდება ის რისიც გვეშინოდა.
მაგალითად:
ნაბიჯი მეორე - რა სარგებელს მივიღებ თუ გავაკეთებ იმას, რისიც მეშინია?
აქ ჩამოვწერთ ყველა იმ სარგებელს, რომელსაც მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ მიანც გავაკეთბთ იმას, რისი გაკეთებისაც გვეშინია. შეუწყობს ეს ხელს რაიმე ახალი ეფექტური უნარჩვევების გამომუშვებას, წაადგება ჩემი როგორც პიროვნების გავნითარებას, მომცემს რაიმე სარგებელს მორალური, ფინანსური ან ჯანმრთელობის თვალსაზრისით?
ნიმუში: თუ მე მაინც ჩავატარებ ამ პრეზენტაციას, ეს დამეხმარება საჯარო გამოსვლის შიშის დაძლევაში და მე შევძლებ სულ უფრო ხშირად გამოვიდე აუდიტორიის წინაშე და თანდათანობით დავეუფლები საჯარო გამოსვლების ოსტატობას. ორატორული უნარების განვითარება ხელს შეუწყობს ჩემში თავდაჯერებულობის განვითარებას. ხელს შეუწყობს ჩემი ბიზნესის გავნითარებას (კარიერაში წინსვლას)., ურთიერთობების გაუმჯობესებას, შემოსავლების ზრდას და ა.შ.
ნაბიჯი მესამე - რას დავკარგავ თუ არ გავაკეთებ იმას რისიც მეშინია
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მთელ პროცსში. აქ შევეცდებით გავარკვიოთ რა დაგვიჯდება თუ არ განვახორციელებთ ჩანაფიქრს. თუ დავნებდებით შიშს და არ გავაკეთებთ იმას რისი გაკეთებაც გვინდოდა. ამისთვის კი შევეცადოთ ვუპასუხოთ შეკითხვას:
როგორი იქნება ჩემი ცხოვრება თუ მე არ განვახორციელებ ამ ჩანაფიქრს, არ გადავდგამ ამ ნაბიჯს, არ გამოვიყენებ ამ შანსს?
ნიმუში: თუ მე დავნებდები შიშს და არ ჩავატარებ პრეზენტაციას ახლა, ნაკლებ სავარაუდოა რომ შევძლო ამ ნაბიჯის გადადგმა როდისმე. იმიტომ რომ რაც უფრო მეტს ვაყოვნებთ და ვფიქრობთ იმაზე, რისი გაკეთებისაც გვეშინია, მით უფრო მყარად ჯდება ეს შიში ჩვენში და მით უფრო მეტად გვიჭირს მოქმედების დაწყება. ხოლო თუ მე არ შემეძლება საჯაროდ გამოსვლა, საკუთარი თავის და პროექტების პრეზენტაცია, მაშინ ვერაფერს ღირებულს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ მივაღწევ და მთელი ცხოვრება დავრჩები არარეალიზებულ, ხელმოცარულ ადამიანიად.
საშინაო დავალება
1. აიღე კონტროლი საკუთარ ხელში - 20 ქულა (ხვალ დილის 6:00 საათამდე ახალი დავალების გამოქვეყნებამდე შესრულების შემთხვევაში)
აიღეთ ფურცელი (რვეული, ბლოკნოტი) და დაწერეთ ერთი კონკრეტული შიში, ანუ სიტუაცია, მოვლენა რომელიც იწვევს მღელვარებას თქვენში. მაგალითად გამოცდაზე გადიხართ, პრეზენტაცია გაქვთ ჩასატარებელი, პაემანზე მიდიხართ, მოკლედ ნებისმიერი რამ, რისიც გაკეთებისაც გეშინიათ და უპასუხეთ ქვემოთ ჩამოთვლიი ნაბიჯების მიხედვით შეკითხვებს ამ შიშიდან გამომდინარე:
ნაბიჯი პირველი
ნაბიჯი მეორე - რა სარგებელს მივიღებ თუ გავაკეთებ იმას, რისიც მეშინია?
ნაბიჯი მესამე - რას დავკარგავ თუ არ გავაკეთებ იმას რისიც მეშინია
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია