რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში?

 

ხშირად ხდება რომ თქვენ იღვიძებთ მაშინ, როცა არ გინდათ გაღვიძება, რომ წახვიდეთ იქ, სადაც არ გინდათ წასვლა, რომ აკეთოთ ის, რისით კეთებაც არ გინდათ?

თუ ასეა, გამოდის რომ:

ყოველ დილით ადგომა და სამსახურში წასვლა თქვენთვის არის ერთგვარი ტანჯვა;

თქვენი სამსახური არ მოგწონთ მაგრამ იქ ფულს გიხდიან, რომელიც ძალიან გჭირდებთ;

თქვენი ხელფასით შეიძლება თავი გაიტანოს ადამიანმა მაგრამ დიდი გაჭირვებით;

ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს: ადექი, წახვედი სამსახურში, იმუშავე, მოხვედი სახლში, ჭამე, ცოტა ხანი ტელევიზორს უყურე ან კომპიუტერთან დაჯექი, დაწექი, დაიძინე.

თქვენ ეს ყველაფერი მოგბეზრდათ, არ გინდათ ამის კეთება და ასე ცხოვრება, მაგრამ ყველაზე უარესი ის არის რომ არც ის იცით გარკვევით თუ რა გინდათ რომ აკეთოთ.

თქვენ არ იცით სინამდვილეში რით გინდათ დაკავდეთ - რა არის ჭეშმარიტად თქვენი სურვილი და რა საზოგადოებისგან და გარემოცვისგან თავსმოხვეული.

 

რატომ ხდება ასე?

 

ოდესღაც თქვენ  გქონდათ ოცნებები, მაგრამ უღალატეთ მათ. დიახ, უღალატეთ თქვენს ჭეშმარიტ სურვილებს და ახლა ადამიანთა 95% -ის მსგავსად უბრალოდ დადიხართ სამსახურში რომელსაც ვერ იტანთ, მხოლოდ იმის გამო რომ გამოიმუშავოთ არსებობისთვის საჭირო თანხები.

რა თქმა უნდა თქვენ გაქვთ იმედი რომ ოდესღაც „იპოვით საკუთარ თავს“, გაერკვევით საკუთარ დანიშნულებაში და ყველაფერი მომენტალურად ჩადგება თავის კალაპოტში, მაგრამ ეს ასე არ ხდება.

თუ თქვენ ჯერ მოზარდი ხართ მაშინ კიდევ არა უშავს, მაგრამ თუ თქვენ უკვე ზრდასრული ადამიანი ხართ და ჯერ არ გიპოვიათ საკუთარი თავი, საკუთარი ტალანტები, ვერ გარკვეულხართ საკუთარ დანიშნულებაში, ეს თავისით არ მოხდება. ამას უნდა შესაბამისი უნარების გამომუშვება, ამას სჭირდება საკუთარ თავზე მუშაობა და რაც უფრო მალე დაიწყებთ მით უკეთესი.

და რა მოხდება თუ ამას არ გააკეთებთ?

არაფერი! აბსოლუტურად არაფერი. თქვენ უბრალოდ გააგრძელებთ არსებობას. შეიძლება ამაში ცუდი არაფერია. სამსახური გაქვთ, სახლი გაქვთ, შვილები გყავთ და თითქოსდა თქვენი ვალი ამ სამყაროში აღასრულეთ...

მაგრამ სადღაც გულის კუნჭულში გაქვთ განცდა, რომ უღალატეთ საკუთარ თავს. თქვენ ხვდებით რომ გინდოდათ გეცხოვრათ სულ სხვანაირად. გინდოდათ ყოვილიყავით დაკავებული საინტერესო და საყვარელი საქმით.

შემდეგ საპენსიო ასაკი, კარიერის დასასრული და ერთფეროვანი დღეები უკვე სახლში უმეტესად მარტოსულად ყოფნაში. წლების დაუნდობელი სრბოლა, სხეულის და სულის დაძაბუნება და შთამომავლობა რომელიც ცხოვრობს თითქმის იგივენაირად როგორც თქვენ...

და ერთხელაც, უცებ აცნობიერებთ რომ მორჩა, ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა და თქვენ გიპყრობთ სინანული იმის გამო, რომ მთელი ცხოვრება საკუთარი თავს ატყუებდით და უმწეობის განცდა იმის გამო რომ უკვე ვეღარაფერს შეცვლით.

 

თქვენი არჩევანი

 

მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიან. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს არასასურველი სცენარი.

თუ თქვენ გაქვთ ძალა იმისთვის რომ იფიქროთ, იმოძრაოთ, იცხოვროთ, ესე იგი ჯერ კიდევ შეგიძლით მოახდინოთ საკუთარი თავის რეალიზება. რეალიზება იმ დანიშნულებისა რითიც მოხვედით ამ ქვეყნად.

და არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ, სად ცხოვრობთ ან რას საქმიანობთ მიმდინარე მომენტისთვის, მთავარია თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება შეიცნოთ საკუთარი თავი, საკუთარი ტალნტები, გაერკვეთ საკუთარ დანიშნულებაში და დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა.

ნებისიერ, ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია გაერკვეს საკუთარ დანიშნულებაში, აღმოაჩინოს საკუთარი ტალანტები და დაიწყოს ცხოვრება საკუთარი მოწოდების შესაბამისად.

თუ თქვენ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ, მიზეზი ის არის, რომ არ იცით როგორ უნდა გააკეთოთ.

 

შეიცან თავი შენი

 

ონლაინ ტრენინგი „შეიცან თავი შენი“ წარმოადგენს საკუთარი ტალანტების გამოვლენის უმძლავრეს ინსტრუმენტს.

ტრენინგის გავლის შედეგაგ თქვენ:

გაიგებთ რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და შეძლებთ გამოარჩიოთ ჭეშმარიტი სურვილები თავსმოხვეულისგან.

აღმოაჩენთ, გამოავლენთ იმ ტალანტებს რომლებიც თქვენში დაბადებიდანვე იყო ჩადებული მაგრამ საზოგადოებრივი სტერეოტიპების ზეგავლენის შედეგად ღმრად იყო მილალული  და არ ჩანდა.

მიიღებთ ჩამონათვალს საქმიანობის რამოდენიმე ვარიანტისა რომელთა მეშვეობითაც შესაძლებლი იქნება ამ ტალანტების რეალიზება

 

 

ტრენინგის ფორმატი

 

ტრენინგი ტარდება ონლაინ რეჟიმში, სპეციალური ინტერნეტპლატფორმის მეშვეობით სადაც ყველა მონაწილს ექნება საკუთარი ონლაიან კაბინეტი.

ტრენინგი შედგება 2 ვიდეოლექციის (ვებინარის ჩანაწერი) და 12 პრაქტიკული სავარჯიშოსგან.

ყოველ მომდევნო სავარჯიშოზე წვდომა გაიხსნება წინა სავარჯიშოს შესრულების შემდეგ.

სავარჯიშოები შეგიძლიათ გაიაროთ ერთ დღეშიც, მაგრამ სასურველია გადაანაწილოთ ერთ ან სულაც ორ კვირაზე

 

 

ტრენინგის ავტორი და სპიკერი

 

ინტელექტ-ტრენერი და სამოტივაციო სპიკერი; 

პიროვნული განვითარების ცენტრ "იკიგაი"-ს დამფუძნებელი

12 საგანმანათლებლო პროექტი (7 ოფლაინ და 5 ონლაინ პროექტი)

100 -ზე მეტი ჩატერებული ტრენინგი, სემინარი, ვებინარი, მასტერკლასი პირვნული განვითარების თემაზე

3 საკუთარი და 5 ნათარგმნი წიგნი

ავტორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული საიტისა პიროვნული განვითარების თემაზე http://mebonia.com - "პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება" (200-ზე მეტი პოსტი- საავტორო და ნათარმგნი სტატიები, იგავები, ისტორიები, სავარჯიშოები, ტექნიკები, ტესტები, კონკურსები პიროვნული განვითარების თემაზე)

 

 

 

ტრენინგში მონაწილეობის ფასი

 

 

სტანდარტული ფასი - 125 ლარი

 

2 ვიდეოლექცია (ვებინარის ჩანაწერი)

12 პრაქტიკული სავარჯიშო

 

იღბლიანი პარასკევის პაკეტის ფასი
აქციით - 65 ლარი

ეს ტრენინგი შედის იღბლიანი პარასკევის პაკეტში რომელზეც 85% - იანი ფასდაკლების აქცია მოქმედებს 2 დეკემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით.
 

 

არასდროს არ არის გვიან ახალი ცხოვრების დაწყება, არასდროს არ არის გვიან შეუდგეთ თქვენი ზეშესაძლებლობების გამოვლენა განვითარებას და არა აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ ახლა და რას საქმიანობთ. მუშა ხართ, დარაჯი თუ ჭურჭლის მრეცხავი. ეს არ არის სირცხვილი.

სირცხვილია გაიგო რომ ზეშესაძლებლობებს ფლობ და არ ეცადო გახსნა ისინი..

სირცხვილია მთელი ცხოვრება მიწაზე ხოხვაში გაატარო როცა ზურგზე დაბადებიდანვე ფრთები გაქვს.

სირცხვილია არ ეცადო მისწვდე ვარსკვალევბს, არ ეცადო ისწავლო ფრენა, როცა ღმერთმა ამ ყველფრის ნიჭი და უნარი დაბადებიდანვე დაგანათლა.

სირცხვილია ღვთისგან ბოძებული უნიკალური სიცოცხლე მიუძღვნა მხოლოდ სხეულზე ზრუნვას, იმაზე ფიქრს თუ რა ჭამო, რა ჩაიცვა და დაივიწყო ღვთიური სული, გენიალურობა და ტალატები — აი ეს არის სირცხვილიც და ტრაგედიაც.

და თუ თქვენ კიდევ ყოყმანობთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ადამიანის წინაშე ყოველთვის არის 3 არჩევანი:

- გადადგას ნაბიჯი წინ

- დარჩეს ადგილზე

- ან გადაგას ნაბიჯი უკან

და წაგებული გამოდის ყოველთვის ის, ვინც რჩება ადგილზე.

თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ ადგილზე და გააგრძელოთ ცხოვრება ძველებურად, მაგრამ,

თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ შეგიძლიათ უფრო მეტი,
თუ თქვენ მზად ხართ პოზიტიური ცვლილებებისთვის,
თუ თქვენ გრძნობთ, რომ მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრება არ არის სათქვენო,

ესე იგი, მოვიდა დრო, აირჩიოთ ახალი გზა, აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები და გახადოთ თქვენი ცხოვრება უფრო ნათელი, უფრო ეფექტური, უფრო ბედნიერი.

ამიტომ, ნუ დარჩებით ადგილზე, ნუ მისცემთ შიშს უფლებას შეგბოჭოთ. ნუ ელოდებით ნურაფერს, შეუტიეთ ცხოვრებას. ნუ გეგმავთ სიცოცხლის ბოლომდე და ნუ ითხოვთ ნებართვას. დაიწყეთ მოქმედება ახლავე, შეუკვეთეთ პროგრამაში მონაწილეობა და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მწვერვალზე!

 

 

ელ-ფოსტა: info@mebonia.com

ტელ: +(995) 599 85 71 80

 

 

Цена:
Описание:
Заполните форму