მიზნების დასახვის და ეფექტური დაგეგმვის საიდუმლო

 

როგორ მოვხვდეთ არსებული A წერტილიდან სასურველ B წერტილში.

3 მოდულიანი ონლაინ ტრენინგი

 

ნებისმიერ წიგნს თუ ტრენინგს მიზნების დასახვის და ტაიმმენეჯმენტის შესახებ, წითელ ხაზად გასდევს წარმატებული პროდუქტიული ადამიანის ხატსახე. ეს არის დისციპლინირებული  პროფესიონალი, რომელიც აკონტროლებს საკუთარ დროს და აღწევს ყველა დასახულ მიზანს, დასახულ დროში. ის პუნქტუალურია და ზუსტად მიჰყვება წინასწარ მკაცრად გაწერილ გეგმას.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს მიზნების დასახვა, დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, დელეგირება, რისკების მართვა და ვადების კონტროლი არის ერთადერთი სწორი მიდგომა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს წარმატების მიღწევა.

მაგრამ შეესაბამება კი ეს ყველაფერი სინამდვილეს? აღმოჩნდა, რომ პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის, ასეთი ცხოვრების წესი არის საკუთარი ბუნების წინააღმდეგ წასვლა და შესაბამისად შეუძლებელია მოუტანოს წარმატება და ბედნიერება.

მათთვის ტაიმენეჯმენტის კლასიკური ინსტრუმენტების გამოყენებით მიზნების დასახვა და ცხოვრების დაგეგმვა დაახლოებით იმის მსგავსია თევზებს რომ ხმელეთზე სიარულის მიჩვევა აიძულო.

რატომ?

ფსიქოლოგიაში, სოციონიკაში, ფიზიოლოგიაში, ეზოთერიკაში, ასტროლოგიაში და ნუმეროლოგიაში არსებობს ადამიანთა უამრავი ტიპი და ქვეტიპი. მაგრამ ყველა ისინი შეიძლება დავყოთ ორ ძირითად კატეგორიად: პირველს ვუწოდოთ რაციონალები, მეორეს -  ირაციონალები.

რაციონალები - არიან თანმიმდევრული, სისტემური, გაწონასწორებული, ორგანიზებული ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი გააზრებული აქვთ წინასწარ.

ირაციონალები - არიან სპონტანური, იმპულსური, მოულოდნელი არასტანდარტულ სიტუაციებში  მოქნილი და იმპროვიზაციის უნარის მქონე ადამიანები.

100% რომელიმე ამ ტიპის მახასიათებლის მქონე ადამიანი იშვიათობაა. როგორც წესი თითოეულ ჩვენთაგანში გარკვეული დოზით ორივე ტიპის მახასიათებელია, მაგრამ იმის და მიხედვით თუ რომელი სჭარბობს, შეგვიძლია განვსაზღვროთ თუ რომელ კატეგორიას მივეკუთვნებით. და შემდეგ კი მიზნების განსაზღვრის და დაგეგმვის მეთოდები უნდა შეირჩეს სწორედ ამ მახასიათებლის გათვალისწინებით.

3 კვირიანი ონლაინ ტრენინგი „მიზნების დასახვის და ეფექტური დაგეგმვის საიდუმლო“ აგებულია იმდაგვარად რომ თითეული მონაწილე ტრენინგის პროცესშივე გაიგებს თუ რომელ ფსიქოტიპს მიეკუთვნება ის რაციონალებს თუ ირაციონალებს და სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გათვალისწინებით შეარჩევს ტრენინგზევე შემოთავაზებული დაგეგმვის ორიგინალური სტრატეგიებიდან რომელიმეს ან რამდენიმეს კომბინირებულ ვარიანტს.

 

 

 

ტრენინგის პროგრამა

 

 

1. მოდული - იდენტიფიკაცია 

ვებინარი - "როგორ მოვახდინოთ არსებული სიტუაციის ანალიზი და საწყისი A წერტილის განსაზღვრა"

- რატომ არის მნიშვნელოვანი არსებული სიტუაციის ანალიზი მიზნის ეფექტურად განსაზღვრისთვის?
- რა არის "იკიგაი" და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენი მიმდინარე საქმიანობის ეფექტურობის ტესტირებისთვის?
- როგორ მოვახდინოთ საკუთარი მდგომარეობის ანალიზი ცხოვრების ყველა ძირითადი სფეროს მიხედვით?
- როგორ განვსაზღვროთ ჩვენი დღევანდელი მოტივაციის დონე?
- ტექნიკა - "იკიგაის სკანერი"
- ტექნიკა - "ცხოვრების ბორბალი"
- ტესტი - "მოტივაციის დონე"

 

2. მოდული - მიზნის განსაზღვრა 

ვებინარი - "როგორ განვსაზღვროთ ზუსტად B წერტილი, ის ადგილი სადაც გვინდა რომ მივიდეთ"

- რისგან შედგება მიზნის სტრუქტურა?
- რა არის ძირითადი ადამიანური მოთხოვნილებები, რომლებიც უდევს საფუძვლად მიზნების ფორმირებისთვის საჭირო სურვილების წარმოშობას?
- რა ნიშნავს "რუხი კარდინალები" და რა ზეგავლენას ახდენენ ისინი მიზნის ფორმირების პროცესზე?
- ტექნიკა - "ნავიგატორი"
- ტექნიკა - "აუტოპორტრეტი"
- ტესტი - "მიზნის ლეგიტიმურობა"

 

3. მოდული - დაგეგმვა 

ვებინარი - "როგორ განვსაზღვროთ მარშრუტი, გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ A წერტილიდან B წერტილისაკენ"

- რას გულისხმობს ადამიანთა დაყოფა ორ ძირითად კატეგორიად რაციონალებად და ირაციონალებად?
- როგორ გავიგოთ რომელ კატეგორიას მივეკუთვნებით ჩვენ თვითონ?
- როგორ შევარჩიოთ ჩვენი ფსიქოტიპისთვის შესაფერისი დაგეგმვის სტრატეგია?
- როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია გრძელვადიან დისტანციაზე?
- ტექნიკა - "სტრატეგიული დაგეგმვა"
- ტექნიკა - "ტაქტიკური დაგეგმვა"
- ტექნიკა - "სპონტანური დაგეგმვა

 

 

 

რას მიიღებთ ტრენინგისგან

 

ამ ონლაინ ტრენინგიში მონაწილეობით თქვენ:

  • მოახდენთ თქვენი დღევანდელი სიტუაციის ანალიზს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სპეციალური ტექნიკების დახმარებით და გაარკვევთ თუ რა გიშლით ხელს საკუთარი თავის სრულად რეალიზებაში;
  • გაერკვევით მიზნის სტრუქტურაში, თუ როგორ წარმოიშობა სურვილები, როგორ ფორმირდება მათგან მიზნები და როგორ უნდა მოვახდინოთ ნამდვილად ჩვენი, ჭეშმარიტი მიზნის გარჩევა სოციუმის მიერთ თავსმოხვეული ცრუმიზნებისგან;
  • გაეცნობით დაგეგმვის რამოდენიმე ეფექტურ სტრატეგიას;
  • გაერკვევით როგორი ფსიქოტიპი არის თქვენში წამყვავნი "რაციონალი" თუ "ირაციონალი" და სწორედ თქვენი ინდივიდუალურობის გათვალისწინებით შეარჩევთ დაგეგმვის სტრტეგიებიდან თქვენთვის ყველაზე ოპტიმალურს;
  • გამოავლენთ იმ შინაგან ბარიერებს, არაეფექტურ რწმუნებულებებს, რომელთა გამოც ვერ ახერხებთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების სათანადოდ რეალიზებას;
  • ისწავლით ამ შინაგანი ბარიერების და არაეფექტური რწმუნებულებების განეიტრალების და ეფექტური პროგრამებით ჩანაცვლების ტექნიკებს.
  • გაიგებთ თუ როგორ უნდა გაწვრთნათ თქვენი სულიერი, გონებრივი, ემოციური და ფიზიკური ენერგიები და როგორ უნდა გადაანაწილოთ ისინი დროში ეფექტურად რომ შეძლოთ შეუფერხებლად სვლა საკუთარი მიზნისკენ.

 

 

 

 

ტრენინგის ფორმატი და ჩატარების თარიღი

 

ტრენინგი ტარდება ონლაინ რეჟიმში, სპეციალური ინტერნეტპლატფორმის მეშვეობით სადაც ყველა მონაწილეს ექნება საკუთარი ონლაიან კაბინეტი.

ტრენინგი შედგება 3 ვიდეოლექციის (ვებინარის ჩანაწერი) და 18 პრაქტიკული სავარჯიშოსგან.

ყოველ მომდევნო სავარჯიშოზე წვდომა გაიხსნება წინა სავარჯიშოს შესრულების შემდეგ.

სავარჯიშოები შეგიძლიათ გაიაროთ ერთ დღეშიც, მაგრამ სასურველია გადაანაწილოთ სამ კვირაზე.

 

ტრენინგის ავტორი და სპიკერი

 

ინტელექტ-ტრენერი და სამოტივაციო სპიკერი; 

პიროვნული განვითარების ცენტრ "იგიკაი"-ს დამფუძნებელი

12 საგანმანათლებლო პროექტი (7 ოფლაინ და 5 ონლაინ პროექტი)

100 -ზე მეტი ჩატერებული ტრენინგი, სემინარი, ვებინარი, მასტერკლასი პირვნული განვითარების თემაზე

3 საკუთარი და 5 ნათარგმნი წიგნი

ავტორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული საიტისა პიროვნული განვითარების თემაზე http://mebonia.com - "პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება" (200-ზე მეტი პოსტი- საავტორო და ნათარმგნი სტატიები, იგავები, ისტორიები, სავარჯიშოები, ტექნიკები, ტესტები, კონკურსები პიროვნული განვითარების თემაზე)

 

 

 

 

 

ტრენინგში მონაწილეობის ფასი

 

 

სტანდარტული ფასი - 125 ლარი

 

1. 3 ვებინარი

2. 18 სავარჯიშო

იღბლიანი პარასკევის პაკეტის ფასი
აქციით - 65 ლარი

ეს ტრენინგი შედის იღბლიანი პარასკევის პაკეტში რომელზეც 85% - იანი ფასდაკლების აქცია მოქმედებს 2 დეკემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით.
 

 

 

არასდროს არ არის გვიან ახალი ცხოვრების დაწყება, არასდროს არ არის გვიან შეუდგეთ თქვენი ზეშესაძლებლობების გამოვლენა განვითარებას და არა აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ ახლა და რას საქმიანობთ. მუშა ხართ, დარაჯი თუ ჭურჭლის მრეცხავი. ეს არ არის სირცხვილი.

სირცხვილია გაიგო რომ ზეშესაძლებლობებს ფლობ და არ ეცადო გახსნა ისინი..

სირცხვილია მთელი ცხოვრება მიწაზე ხოხვაში გაატარო როცა ზურგზე დაბადებიდანვე ფრთები გაქვს.

სირცხვილია არ ეცადო მისწვდე ვარსკვალევბს, არ ეცადო ისწავლო ფრენა, როცა ღმერთმა ამ ყველფრის ნიჭი და უნარი დაბადებიდანვე დაგანათლა.

სირცხვილია ღვთისგან ბოძებული უნიკალური სიცოცხლე მიუძღვნა მხოლოდ სხეულზე ზრუნვას, იმაზე ფიქრს თუ რა ჭამო, რა ჩაიცვა და დაივიწყო ღვთიური სული, გენიალურობა და ტალატები — აი ეს არის სირცხვილიც და ტრაგედიაც.

და თუ თქვენ კიდევ ყოყმანობთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ადამიანის წინაშე ყოველთვის არის 3 არჩევანი:

- გადადგას ნაბიჯი წინ

- დარჩეს ადგილზე

- ან გადაგას ნაბიჯი უკან

და წაგებული გამოდის ყოველთვის ის, ვინც რჩება ადგილზე.

თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ ადგილზე და გააგრძელოთ ცხოვრება ძველებურად, მაგრამ,

თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ შეგიძლიათ უფრო მეტი,
თუ თქვენ მზად ხართ პოზიტიური ცვლილებებისთვის,
თუ თქვენ გრძნობთ, რომ მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრება არ არის სათქვენო,

ესე იგი, მოვიდა დრო, აირჩიოთ ახალი გზა, აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები და გახადოთ თქვენი ცხოვრება უფრო ნათელი, უფრო ეფექტური, უფრო ბედნიერი.

ამიტომ, ნუ დარჩებით ადგილზე, ნუ მისცემთ შიშს უფლებას შეგბოჭოთ. ნუ ელოდებით ნურაფერს, შეუტიეთ ცხოვრებას. ნუ გეგმავთ სიცოცხლის ბოლომდე და ნუ ითხოვთ ნებართვას. დაიწყეთ მოქმედება ახლავე, შეუკვეთეთ პროგრამაში მონაწილეობა და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მწვერვალზე!

 

 


 

 

ელ-ფოსტა: info@mebonia.com

ტელ: +(995) 599 85 71 80

 

Цена:
Описание:
Заполните форму