როგორ მოვხვდეთ არსებული A წერტილიდან სასურველ B წერტილში.
3 მოდულიანი ონლაინ ტრენინგი
ნებისმიერ წიგნს თუ ტრენინგს მიზნების დასახვის და ტაიმმენეჯმენტის შესახებ, წითელ ხაზად გასდევს წარმატებული პროდუქტიული ადამიანის ხატსახე. ეს არის დისციპლინირებული პროფესიონალი, რომელიც აკონტროლებს საკუთარ დროს და აღწევს ყველა დასახულ მიზანს, დასახულ დროში. ის პუნქტუალურია და ზუსტად მიჰყვება წინასწარ მკაცრად გაწერილ გეგმას.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს მიზნების დასახვა, დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, დელეგირება, რისკების მართვა და ვადების კონტროლი არის ერთადერთი სწორი მიდგომა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს წარმატების მიღწევა.
მაგრამ შეესაბამება კი ეს ყველაფერი სინამდვილეს? აღმოჩნდა, რომ პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის, ასეთი ცხოვრების წესი არის საკუთარი ბუნების წინააღმდეგ წასვლა და შესაბამისად შეუძლებელია მოუტანოს წარმატება და ბედნიერება.
მათთვის ტაიმენეჯმენტის კლასიკური ინსტრუმენტების გამოყენებით მიზნების დასახვა და ცხოვრების დაგეგმვა დაახლოებით იმის მსგავსია თევზებს რომ ხმელეთზე სიარულის მიჩვევა აიძულო.
რატომ?
ფსიქოლოგიაში, სოციონიკაში, ფიზიოლოგიაში, ეზოთერიკაში, ასტროლოგიაში და ნუმეროლოგიაში არსებობს ადამიანთა უამრავი ტიპი და ქვეტიპი. მაგრამ ყველა ისინი შეიძლება დავყოთ ორ ძირითად კატეგორიად: პირველს ვუწოდოთ რაციონალები, მეორეს - ირაციონალები.
რაციონალები - არიან თანმიმდევრული, სისტემური, გაწონასწორებული, ორგანიზებული ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი გააზრებული აქვთ წინასწარ.
ირაციონალები - არიან სპონტანური, იმპულსური, მოულოდნელი არასტანდარტულ სიტუაციებში მოქნილი და იმპროვიზაციის უნარის მქონე ადამიანები.
100% რომელიმე ამ ტიპის მახასიათებლის მქონე ადამიანი იშვიათობაა. როგორც წესი თითოეულ ჩვენთაგანში გარკვეული დოზით ორივე ტიპის მახასიათებელია, მაგრამ იმის და მიხედვით თუ რომელი სჭარბობს, შეგვიძლია განვსაზღვროთ თუ რომელ კატეგორიას მივეკუთვნებით. და შემდეგ კი მიზნების განსაზღვრის და დაგეგმვის მეთოდები უნდა შეირჩეს სწორედ ამ მახასიათებლის გათვალისწინებით.
3 კვირიანი ონლაინ ტრენინგი „მიზნების დასახვის და ეფექტური დაგეგმვის საიდუმლო“ აგებულია იმდაგვარად რომ თითეული მონაწილე ტრენინგის პროცესშივე გაიგებს თუ რომელ ფსიქოტიპს მიეკუთვნება ის რაციონალებს თუ ირაციონალებს და სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გათვალისწინებით შეარჩევს ტრენინგზევე შემოთავაზებული დაგეგმვის ორიგინალური სტრატეგიებიდან რომელიმეს ან რამდენიმეს კომბინირებულ ვარიანტს.
რეგისტრაცია ტრენინგზე: https://m.me/meboniakhvicha?ref=w2453013
1. მოდული - იდენტიფიკაცია | ჩატარების თარიღი: 1 ივლისი -7 ივლისი
ვებინარი - "როგორ მოვახდინოთ არსებული სიტუაციის ანალიზი და საწყისი A წერტილის განსაზღვრა"
- რატომ არის მნიშვნელოვანი არსებული სიტუაციის ანალიზი მიზნის ეფექტურად განსაზღვრისთვის?
- რა არის "იკიგაი" და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენი მიმდინარე საქმიანობის ეფექტურობის ტესტირებისთვის?
- როგორ მოვახდინოთ საკუთარი მდგომარეობის ანალიზი ცხოვრების ყველა ძირითადი სფეროს მიხედვით?
- როგორ განვსაზღვროთ ჩვენი დღევანდელი მოტივაციის დონე?
- ტექნიკა - "იკიგაის სკანერი"
- ტექნიკა - "ცხოვრების ბორბალი"
- ტესტი - "მოტივაციის დონე"
2. მოდული - მიზნის განსაზღვრა | 15 - 22 ივლისი
ვებინარი - "როგორ განვსაზღვროთ ზუსტად B წერტილი, ის ადგილი სადაც გვინდა რომ მივიდეთ"
- რისგან შედგება მიზნის სტრუქტურა?
- რა არის ძირითადი ადამიანური მოთხოვნილებები, რომლებიც უდევს საფუძვლად მიზნების ფორმირებისთვის საჭირო სურვილების წარმოშობას?
- რა ნიშნავს "რუხი კარდინალები" და რა ზეგავლენას ახდენენ ისინი მიზნის ფორმირების პროცესზე?
- ტექნიკა - "ნავიგატორი"
- ტექნიკა - "აუტოპორტრეტი"
- ტესტი - "მიზნის ლეგიტიმურობა"
3. მოდული - დაგეგმვა | 23 - 31 ივლისი
ვებინარი - "როგორ განვსაზღვროთ მარშრუტი, გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ A წერტილიდან B წერტილისაკენ"
- რას გულისხმობს ადამიანთა დაყოფა ორ ძირითად კატეგორიად რაციონალებად და ირაციონალებად?
- როგორ გავიგოთ რომელ კატეგორიას მივეკუთვნებით ჩვენ თვითონ?
- როგორ შევარჩიოთ ჩვენი ფსიქოტიპისთვის შესაფერისი დაგეგმვის სტრატეგია?
- როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია გრძელვადიან დისტანციაზე?
- ტექნიკა - "სტრატეგიული დაგეგმვა"
- ტექნიკა - "ტაქტიკური დაგეგმვა"
- ტექნიკა - "სპონტანური დაგეგმვა"
რეგისტრაცია ტრენინგზე: https://m.me/meboniakhvicha?ref=w2453013
ბონუსი 1- ვებინარი "როგორ დავძლიოთ წარუმატებლობის შიში და დავიწყოთ რეალურად მოქმედება" + 6 პრაქტიკული ტექნიკა სავარჯიშო.
- როგორია შიშის ბუნება და შიშის სახეები
- რა არის ორი მთავარი შეცდომა, რომლებსაც უშვებს ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა შიშთან მიმართებაში და მათი გამოსწორების მეთოდები
- რაში დევს წარუმატებლობის შიშის გასაღები.
- რაში მდგომარებოს შიშის დროს მოქმედების ძირითადი სტრატეგია
- ტექნიკა „მანგუსტის ნახტომი“
- ტექნიკა "შიშის მტრიდან მოკავშირედ ქცევის სამნაბიჯიანი სისტემა"
ბონუსი 2 - ვებინარი "როგორ გავანეიტრალოთ შინაგანი წინააღმდეგობები და როგორ გადავანაწილოთ ენერგია და დრო მიზნისკენ სავალ გზაზე
- რა არის ქვეცნობიერის ფილტრები
- როგორ ფორმირდება რწმუნებულებები
- როგორ იქმნება ნეგატიური გამოცდილების ჩაკეტილი წრე და როგორ დავაღწიოთ მას თავი
- რა არის და როგორ მოქმედებენ ტვინის ანტივირუსები
- როგორ გავანეიტრალოთ შინაგანი ბარიერები
- ტექნიკა "სკეიპინგი"
- ტექნიკა - "მონიტორინგი"
- ტექნიკა - "დროის ბანკი"
ბონუსი 3 - PDF წიგნი "იფიქრე, როგორც მდიდარმა"
წიგნი წარმოადგენს ცნობილი გერმანელი მულტიმილიონერის, ფინანსური კონსულტანტის და პირადი ფინანსების თემაზე შექმნილი მრავალი ბესტსელერის ავტორის, ფინანსების მოცარტად წოდებული ბოდო შეფერის საკონსულტაციო წერილების ნაკრებს (24 წერილი) | ქართულ ენაზე
ბონუსი 4 - PDF წიგნი "წარმატებული ბიზნესმენის 100 კრედო"
წიგნში მოცემულია 100 რწმუნებულება, რომლებიც საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე შეადგინა ამერიკელი მეცნიერმა, ფინანსისტმა და ინვესტორმა, კორპორაცია "Maximum Life Foundation" – ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა დეივ კეკიშმა | ქართულ ენაზე
ამ რწმუნებულებების ქვეცნობიერში გადატანა (მათი რეგულარული კითხვის გზით) დაგეხმარებათ განავითაროთ საგნებში და მოვლენებში ღრმად წვდომის უნარი, შეიტანოთ სიცხადე საკუთარ მიზნებში, ასევე ის მოგიტანთ სასიკეთო ცვლილებებს ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის როგორც ბიზნესში ისევე პირად ცხოვრებაში.
რეგისტრაცია ტრენინგზე: https://m.me/meboniakhvicha?ref=w2453013
ამ ონლაინ ტრენინგიში მონაწილეობით თქვენ:
რეგისტრაცია ტრენინგზე: https://m.me/meboniakhvicha?ref=w2453013
ტრენინგის ფორმატი და ჩატარების თარიღი
ტრენინგი ჩტარდება ონლაინ რეჟიმში, სპეციალური ინტერნეტპლატფორმის მეშვეობით სადაც ყველა მონაწილს ექნება საკკუთარი ონლიან კაბინეტი.
ტრენინგი არის 3 კვირიანი და შედგება 3 ვებინარის და 18 პრაქტიკული სავარჯიშოსგან.
ყოველი ვებინარი გაიართება კვირის დასაწყისში და შემდეგ მომდევნო 6 დღის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ დღეში თითო პრაქტიკულ სავარჯიშოს საშინაო დავალების სახით, რომელიც უნდა შესრულდეს იმ დღის ბოლომდე.
სავარჯიშეობის შესრულებაში მონაწილეები მიიღებენ გარკვეულ ქულებს, რომელიც შეიტანება სპეციალურ ცხრილში და ტრენინგის ბოლოს ქულათა ჯამის მიხედვით სამი საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე მიიღებს წამახალისებელ პრიზებს.
ტრენინგის ავტორი და სპიკერი
![]() |
ინტელექტ-ტრენერი და სამოტივაციო სპიკერი; პიროვნული განვითარების ცენტრ "იკიგაი"-ს დამფუძნებელი 12 საგანმანათლებლო პროექტი (7 ოფლაინ და 5 ონლაინ პროექტი) 100 -ზე მეტი ჩატერებული ტრენინგი, სემინარი, ვებინარი, მასტერკლასი პირვნული განვითარების თემაზე 3 საკუთარი და 5 ნათარგმნი წიგნი ავტორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული საიტისა პიროვნული განვითარების თემაზე http://mebonia.com - "პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება" (200-ზე მეტი პოსტი- საავტორო და ნათარმგნი სტატიები, იგავები, ისტორიები, სავარჯიშოები, ტექნიკები, ტესტები, კონკურსები პიროვნული განვითარების თემაზე) |
რეგისტრაცია ტრენინგზე: https://m.me/meboniakhvicha?ref=w2453013
ტრენინგში მონაწილეობის ფასი
ტრენინგიდან შემოსული თანხების ნაწილი გადაირიცხება
ბექა ფიფიას ფონდის ანგარიშზე
ეკონომ პაკეტი - 45 ლარი გადახდის ბოლო ვადა 12 ივლისი
1. 3 ვებინარი 2. 18 სავარჯიშო 3. FB დახურული ჯგუფი 4. სატურნირო ცხრილი, პრიზები
|
ძირითადი პაკეტი - 125 ლარი გადახდის ბოლო ვადა 12 ივლისი
1. 3 ვებინარი 2. 18 სავარჯიშო 3. FB დახურული ჯგუფი 4. სატურნირო ცხრილი, პრიზები 5. ბონუს ვებინარი "როგორ დავძლიოთ წარუმატებლობის შიში და დავიწყოთ მოქმედება" 6. ბონუს ვებინარი "როგორ დავძლიოთ შინაგანი წინააღმდეგობები და როგორ გადავანაწილოთ ენერგია და დრო მიზნისკენ მიმავალ გზაზე" 7. PDF წიგნი "იფიქრე, როგორც მდიდარმა" - ავტორი ბ. შეფერი | ქართულ ენაზე 8. PDF წიგნი "წარმატებული ბიზნესმენის 100 კრედო" - ავტორი დ. კეკიში | ქართულ ენაზე
|
თავისუფალი პაკეტი - & ლარი გადახდის ბოლო ვადა 12 ივლისი
1. 3 ძირითადი ვებინარის ჩანაწერი ონლაინ ტრენინგის 3-ვე მოდულის ვებინარების ჩანაწერი დამოუკიდებლად მუშაობისთვის. |
არ მინდა ტრენინგი, მაგრამ მინდა დავეხმარო ბექას
დააწკაუნეთ სურათზე და გადახვალთ ბექას ფონდის ოფიციალურ საიტზე
|
რეგისტრაცია ტრენინგზე: https://m.me/meboniakhvicha?ref=w2453013
არასდროს არ არის გვიან ახალი ცხოვრების დაწყება, არასდროს არ არის გვიან შეუდგეთ თქვენი ზეშესაძლებლობების გამოვლენა განვითარებას და არა აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ ახლა და რას საქმიანობთ. მუშა ხართ, დარაჯი თუ ჭურჭლის მრეცხავი. ეს არ არის სირცხვილი.
სირცხვილია გაიგო რომ ზეშესაძლებლობებს ფლობ და არ ეცადო გახსნა ისინი..
სირცხვილია მთელი ცხოვრება მიწაზე ხოხვაში გაატარო როცა ზურგზე დაბადებიდანვე ფრთები გაქვს.
სირცხვილია არ ეცადო მისწვდე ვარსკვალევბს, არ ეცადო ისწავლო ფრენა, როცა ღმერთმა ამ ყველფრის ნიჭი და უნარი დაბადებიდანვე დაგანათლა.
სირცხვილია ღვთისგან ბოძებული უნიკალური სიცოცხლე მიუძღვნა მხოლოდ სხეულზე ზრუნვას, იმაზე ფიქრს თუ რა ჭამო, რა ჩაიცვა და დაივიწყო ღვთიური სული, გენიალურობა და ტალატები — აი ეს არის სირცხვილიც და ტრაგედიაც.
და თუ თქვენ კიდევ ყოყმანობთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ადამიანის წინაშე ყოველთვის არის 3 არჩევანი:
- გადადგას ნაბიჯი წინ
- დარჩეს ადგილზე
- ან გადაგას ნაბიჯი უკან
და წაგებული გამოდის ყოველთვის ის, ვინც რჩება ადგილზე.
თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ ადგილზე და გააგრძელოთ ცხოვრება ძველებურად, მაგრამ,
თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ შეგიძლიათ უფრო მეტი,
თუ თქვენ მზად ხართ პოზიტიური ცვლილებებისთვის,
თუ თქვენ გრძნობთ, რომ მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრება არ არის სათქვენო,
ესე იგი, მოვიდა დრო, აირჩიოთ ახალი გზა, აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები და გახადოთ თქვენი ცხოვრება უფრო ნათელი, უფრო ეფექტური, უფრო ბედნიერი.
ამიტომ, ნუ დარჩებით ადგილზე, ნუ მისცემთ შიშს უფლებას შეგბოჭოთ. ნუ ელოდებით ნურაფერს, შეუტიეთ ცხოვრებას. ნუ გეგმავთ სიცოცხლის ბოლომდე და ნუ ითხოვთ ნებართვას. დაიწყეთ მოქმედება ახლავე, შეუკვეთეთ პროგრამაში მონაწილეობა და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მწვერვალზე!
რეგისტრაცია ტრენინგზე: https://m.me/meboniakhvicha?ref=w2453013
ელ-ფოსტა: info@mebonia.com
ტელ: +(995) 599 85 71 80