1. გენიოსები ხუმრობენ
აინშტაინის გენიალურობას ყველა აღიარებდა. ასევე თითქმის ყველას პირზე ეკერა ფარდობითობის თეორია, მაგრამ ვიწრო სამეცნიერო წრეების გარდა არავის ესმოდა მისი მნიშვნელობა. ერთხელ მას სთხოვეს განემარტა უბრალო გასაგებ ენაზე ფარდობითობის თეორია, რაზეც მეცნიერმა უპასუხა:
- თქვენ რომ დაგადებინონ ხელი ერთი წუთის განმავლობაში გავარვარრებულ ქურაზე, მოგეჩვენებათ რომ წუთი კი არა მთელი საათი გავიდა. მაგრამ თუ ერთ საათს გაატარებთ მშვენიერი ქალის კომპანიაში მოგეჩვენაბათ რომ ამ ერთმა საათმა, როგორც ერთი წუთი ისე გაიქროლა. აი ეს არის სწორედ ფარდობითობა.
ამ თემასთან დაკავშრებით არსებობს კიდევ ერთი ისტორია. ამბობენ რომ აინშტაინი აღფრთოვანებული იყო ჩარლი ჩაპლინის შემოქმედებით. ამ უკანსკნელის ერთ-ერთი ფილმის პრემიერის შემდეგ კი, სადაც მეცნიერი საპატიო სტუმრის რანგში იყო მოწვეული, აინშტაინს უთქვამს ჩაპლინისთვის:
- საოცარია, თქვენ არ ამბობთ არც ერთ სიტყვასაც კი მაგრამ თქვენი ესმის მთელ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ თქვენ დარჩებით ისტორიაში როგორც ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიადი ადამიანი.
- გამდლობთ, მე თქვენით უფრო მეტად ვარ აღფრთოვანებული, - უპასუხა თურმე ჩაპლინმა, - თქვენი არავის ესმის მსოფლიოში მაგრამ უკვე ხართ დიადი ადამიანი.
2. ციტატები
„არ არსებობს არანაირი წინასწარ განსაზღვრული ადამიანური ბუნება ან ბედი. ადამიანი მარტოა სამყაროში და არანაირი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. თუ რად იქცევა იგი, მხოლოდ და მხოლოდ მასზევეა დამოკიდებული, რადგან იგი აბსოლუტურად თავისუფალია არჩევანში, იგი „განწირულია თავისუფლებისთვის“. ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებს არჩევანს, რადგან – არჩევანის არ გაკეთებაც არჩევანია.“
@ ჟან პოლ სარტრი
***
„შეიცვალეთ! თქვენ უნდა იყოთ ის ცვლილება, რომლის დანახვაც გსურთ სამყაროში“
***
„ყურადღება მიაქციეთ თქვენს რწმენას, თქვენი რწმენა გახდება თქვენი სიტყვები, თქვენი სიტყვები გახდება თქვენი ქმედებები, თქვენი ქმედებები გახდება თქვენი ჩვევები. თქვენი ჩვევები გახდება თქვენი ფასეულობები, თქვენი ფასეულობები გახდება თქვენი ბედი.“
***
„არსებობს ქმედების იმპულსი - მოდი ვნახოთ რა გამოვა ახლა, თქვენ ერთი დიდი გეგმა შეგიძლიათ გაყოთ პატარა ნაწილებად და პირველი ნაბიჯი ახლავე გადადგათ“
@ მაჰატმა განდი
3. მოკლე იგავი ნამდვილ წარმატებაზე
ერთხელ ერთი ბიზნესმენი მოხვდა კუნძულზე და დაინახა მზის გულზე მშვიდად მწოლიარე აბორიგენი, რომელიც წვენს წრუპავდა
- რატომ წევხართ და არაფერს აკეთებთ?-მიმართა მას
- და რა უნდა ვაკეთო?
- გაიხედე, შენს გარშემო ბევრი ეგზოტიკური ხილია, შეგეძლო მოგეგროვებინა და გაგეყიდა. გარშემო მშვენიერი ზღვა და სანაპიროა, შეგეძლო აქ შესანიშნავი სასტუმროები აგეშენებინა და დიდი ფული გეშოვა, მილიარდების შოვნა შეგეძლო
- და რა მერე?
- მერე შეგეძლო მშვიდად წამოწოლილიყავი პლაჟზე, მზის გულზე და დაგელია წვენი
- და რას ვაკეთებ ახლა მე?
ყურადღება მიაქციეთ რა არის თქვენთვის ნამდვილი წარმატება.
4. ბერტრან რასელი: ცხოვრების დიდი ქვები
ფილოსოფიის ლექტორი ლექციას ატარებდა. მან მაგიდაზე დადგა მინის განიერყელიანი ჭურჭელი, დადო რამოდენიმე ქვა, პარკით მინის ფერადი ბურთულები და ქვიშა. . . ასევე ყავა რომელსაც იგი მიირთმევდა,
შემდეგ აუდიტორიას გადახედა და მინის ჭურჭელში რამოდენიმე დიდი ქვა ჩაალაგა. მიუბრუნდა სტუდენტებს სა ჰკითხა სავსე იყო თუ არა ჭურჭელი, სდუდენტებმა უპასუხეს რომ სავსე იყო.
მაშინ ლექტორმა მინის ფერადი ბურთულები აიღო და ამ ჭურჭელში ჩაყარა, ბურთულებმა ქვებს შორის არსებული ადგილები დაიკავეს. ლექტორმა ისევ ჰკითხა სტუდენტებს სავსე იყო თუ არა ჭურჭელი. სტუდენტებმა ამჯერად თავი შეიკავეს.
შემდეგ ლექტორმა აიღო ქვიშა და ჭურჭელში ჩაყარა, ქვიშამ ქვებსა და მინის ბურთულებს შორის დარჩენილი ადგილი გაავსო. ლექტორმა ისევ ჰკითხა სტუდენტებს სავსე იყო თუ არა ჭურჭელი. ამჯერად რამოდენიმე სტუდენტმა დარწმუნებით თქვა რომ იგი სავსე იყო.
ლექტორი მიუბრუნდა ჭურჭელს, აიღო თავისი ყავის ჭიქა და დარჩენილი ყავა შიგ ჩაასხა. შემდეგ კვლავ მიუბრუნდა სტუდენტებს და ჰკითხა რომელი მათგანი მიხვდა ამ ყველაფრის აზრს. არცერთმა სტუდენტმა ხმა არ ამოიღო.
მაშინ ლექტორმა განმარტა: მინის ჭურჭლი ეს ჩვენი ცხოვრებაა, დიდი ქვები, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებია ჩვენს ცხოვრებაში-ოჯახი, საყვარელი საქმე. . . მინის ბურთულები ესაა წვრილმანები, რომლებსაც სიამოვნება მოქვს ჩვენთვის და ცხოვრებას გვიხალისებს. . . ქვიშა ეს ათასი წვრილმანი პრობლემაა, მათთვის ყურადღების მიქცევაც არ ღირს.ლექტორი აქ გაჩუმდა და დაელოდა. . . სანამ ერთერთი სტუდენტი არ წამოდგა და იკითხა რას ნიშნავდა ყავა.
ლექტორმა განმარტა: რაც არ უნდა დაკავებულები და დატვირთულები ვიყოთ ჩვენს ცხოვრებაში, ყოველთვის მოიძებნება დრო მეგობრებთან ერთი ჭიქა ყავის დასალევად.