1. მილიონი ერთ კვირაში
„შემდეგი ისტორია ამტკიცებს ძველი სიბრძნის სამართლიანობას: „ვინც მხნეა, ის მდიდარია“, ეს ამბავი მომიყვა განათლებულმა მოძღვარმა აწ განსვენებულმა ფრენკ უ.განსოლესმა.
ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას დოქტორმა განსოლესმა ყურადღება მიაქცია საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებს, რომელთა თავიდან აცილებას იგი შეძლებდა, თუ კოლეჯს ჩაუდგებოდა სათავეში და მან გადაწყვიტა საკუთარი იდეების რეალიზების მიზნით დაეარსებინა სასწავლო დაწესებულება. მაგრამ ამისათვის საჭირო იყო 1 000 000 დოლარი.
სად უნდა ეშოვა მას ამდენი თანხა? ეს აზრი დიდხანს არ ასვენებდა ახალგაზრდა, პატივმოყვარე მღვდელს, ფულზე ფიქრი არ შორდებოდა არასდროს, არც ძილში, არც ლოცვისა და არც ყოველდღიური საქმიანობის დროს.
დოქტორ გონსალესს ესმოდა, როგორც განსაზღვრული მიზნის, ასევე მწველი სურვილის აუცილებლობა, მიუხედავად ამისა, ვერაფრით ვერ გამოეძებნა აღნიშნული მილიონის მიღების საშუალება. მის ადგილზე ნებისმიერი სხვა იტყოდა : “კეთილი მეგობარო, შენი იდეა კარგია, მაგრამ შენ ვერასოდეს ვერ შეკრიბავ ამ წყეულ მილიონს“, მაგრამ დოქტორი განსოლესი ფიქრობდა და იქცეოდა სხვანაირად.
- „ერთ მშვენიერ დღეს ვიჯექი სახლში და ვფიქრობდი ისევ იმაზე, რაც უკვე 2 წელია არ მასვენებდა-როგორ მეშოვა ფული ჩემი იდეის განსახორციელებლად. იმ დღეს ვთქვი-საკმარისია მხოლოდ ფიქრი, ერთ კვირაში მექნება მილიონი. უნდა გამოგიტყდეთ!იმ მომენტში როცა გადაწყვეტილება მივიღე, სული რწმენით ამევსო, თითქოს რაღაცა ჩამძახოდა-რატომ ადრე არ გააკეთე ეს ყველაფერი?ამდენი ხნის განმავლობაში ფული სულ შენ გელოდებოდა“
მოვლენებმა დაიწყეს თავბრუდამხვევი ტემპით განვითარება, შევკრიბე ჟურნალისტები და განვუცხადე, რომ ხვალ დილას ვაპირებ ქადაგებას თემაზე: “რას გავაკეთებ თუ მექნება 1 000 000 დოლარი? “მე დაუყოვნებლივ შევუდექი მის შედგენას, არ გამძნელებია, რადგან ქადაგება ჩემში 2 წელიწადი მწიფდებოდა.
იმ საღამოს დავწექი დასაძინებლად. უკვე თვალნათლივ ვხედავდი მილიონს ჩემ ჯიბეში. მეორე დღეს ცოტა ადრე ავდექი, გადავიკითხე ტექსტი და მუხლები მოვიკეცე სალოცავად. ღმერთს შევთხოვდი რომ ჩემი ქადაგება გაეგო იმას, ვისაც შეეძლო ამ თანხის მოცემა. . .
ისეთი აღელვებული ვიყავი, რომ სახლიდან გამოსვლისას დამავიწყდა ქადაგების ტექსტის წაღება. როცა კათედრაზე ავედი დავიწყე ლაპარაკი, ლაპარაკობდა ჩემი გული და სული, ლაპარაკობდა ჩემი ოცნებები, მივმართავდი არა მარტო მრევლს, არამედ თვით უფალსაც. მოვყევი თუ რას ვუზამდი 1 000 000 დოლარს თუ ის აღმოჩნდებოდა ჩემს ხელში, აღვწერე მშვენიერი სასწავლო დაწესებულების ორგანიზაციის გეგმა, რომელშიც ახალგაზრდა ადამიანები შეძლებდნენ დაუფლებოდნენ ყველაფერს, რაც აუცილებელია პრაქტიკაში და ერთდროულად განივითარებდნენ გონებას. როცა დავამთავრე და დავჯექი მესამე რიგიდან მაშინვე წამოდგა ადამიანი და გამოემართა კათედრისკენ, ვერ წარმოვიდგენდი თუ რას აპირებდა იგი, ეს ადამიანი ავიდა კათედრაზე აღმართა ხელი და თქვა:
ღრმად პატივცემულო, მე მომეწონა თქვენი ქადაგება, მწამს რომ თქვენ შეძლებთ გააკეთოთ ყველაფერი რაზეც აქ ილაპარაკეთ. მე მინდა დავამტკიცო, რომ მჯერა თქვენი და თქვენი ქადაგების და ამიტომ მოგცემთ 1 000 000 დოლარს, მობრძანდით ხვალ ჩემს ოფისში, ჩემი სახელია ფილიპ დ. არმური“
ბატონმა არმურმა აჩუქა დოქტორ განსოლესს შეპირებული თანხა. ამ თანხით დაფუძნდა არმურის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც ამჟამად ცნობილია ილიონისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სახელით.
მიაქციეთ ყურადღება განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვან დეტალს: დოქტორმა განსოლესმა ფული მიიღო 36 საათის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მიიღო განსაზღვრული გადაწყვეტილება და შეადგინა მისი შესრულების გეგმა.
კანონები, რომელთა მეშვეობითაც დოქტორმა გონსალესმა თავისას მიაღწია, დღესაც მუშაობენ, როგორც იმ დღეს, როცა ახალგაზრდა მოძღვარმა გამოიყენა ისინი ასე წარმატებულად და ისინი ხელმისაწვდომია თქვენთვისაც
ნაპოლეონ ჰილი -ნაწყვეტი წიგნიდან „იფიქრე და გამდიდრდი“
2. ფანტაზია
ფანტაზია ის სახელოსნოა,რომელშიც იჭედება ჩვენი გეგმები და სურვილები, იმპულსი და სწრაფვა კონკრეტულ ფორმებს იძენენ და მოძრაობაში მოდიან ჩვენი ცნობიერების წარმოსახვის ფუნქციის მეშვეობით. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ ადამიანს შეუძლია ყველაფრის შექმნა, რისი წარმოდგენის უნარიც მას გააჩნია.
უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ადამიანის ფანტაზიამ აღმოაჩინა და მოათვინიერა გაცილებით მეტი ბუნებრივი ძალა, ვიდრე ისტორიის წინა პერიოდში, ადამიანმა ისე „მჭიდროდ“ დაიპყრო ჰაერი, რომ ზოგჯერ მის ფრენას ჩიტები უშლიან ხელს. მილიონობით მილის მანძილიდან მან შეისწავლა მზე, განსაზღვრა მისი შემადგენლობა და მასა და ეს ყველაფერი მან შეძლო ფანტაზიის დახმარებით. მან ისე გაზარდა გადაადგილების სიჩქარე, რომ ახლა შეუძლია ბგერაზე მაღალი სიჩქარით მგზავრობა.
მიუხედავად ყველაფრისა, ფანტაზიის შესაძლებლობები ჯერ კიდევ უმნიშვნელოდ გამოიყენება. უფრო ზუსტად, ადამიანმა მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ მას ის გააჩნია და გადადგა ელემენტარული ნაბიჯები.
ნაპოლეონ ჰილი-„იფიქრე და გამდიდრდი“
3. ციტატები
* „თქვენი შესაძლებლობები თქვენსავე ფანტაზიაშია, გონების ამ სახელოსნოში მას შეუძლია ინტელექტუალური ენერგია აქციოს ახდენილ ოცნებად, კეთილდღეობად.“
* „აიძულეთ რაც შიძლება ინტენსიურად იმუშაოს თქვენი ქვეცნობიერის სიღრმეებმა და თქვენ მიაღწევთ გასაოცარ შედეგებს. დაეხმარეთ ქვეცნობიერებას გრძნობებით. ეს შეთანხმება სასწაულთმოქმედია“
* „ოცნებები მაშინ ახდება, როცა სურვილი იქცევა მოქმედებად, მოითხოვეთ ცხოვრებისაგან ბევრი და ცხოვრება თქვენ ბევრს მოგცემთ“
* „აუცილებელია მიზნისკენ მიმავალ გზაზე არსებული ყველა სისუსტის შეცნობა და მათი თავიდან მოცილება, მაშინ შუპოვრობა გადაიზრდება რწმენაში, გამოცდილებასა და ძალაში.“
@ ნაპოლეონ ჰილი
4. ნახევრად ხუმრობით
ბიჭი ეზოს წინ, ხის ქვეშ იჯდა ჩაფიქრებული, როცა სახლიდან დედის ძახილი შემოესმა, რომელიც მას უხმობდა:
– ბატონო, –უპასუხა ბიჭმა
– რას აკეთებ გარეთ?
– არაფერს.
– ნუ იტყუები, მითხარი რას აკეთებ?
– მართლა არაფერს, დედა.
– გეყოფა, – დაიყვირა დედამ სახლიდან.– ახლავე მითხარი სიმართლე, რას აკეთებ?
ბიჭმა ამოიოხრა, აიღო ქვები და დაიწყო ქუჩაში რიგრიგობით გადაყრა:
– ქვებს ვისვრი! – გასძახა დედას!
– ასეც ვიცოდი! – გაისმა პასუხად, – ახლავე შეწყვიტე!