1. რეზერფორდი და ურჩი სტუდენტი
გამოჩენილი ბრიტანელი ფიზიკოსი, 1908 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ერნესტ რეზერფორდი მანჩესტერის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.
ერთ დღეს რეზერფორდს კოლეგამ მაღალი, ჩრდილოური გარეგნობის ახალგაზრდა მიუყვანა და გამწარებულმა სთხოვა, მათ შორის წარმოქმნილი დავა გადაეწყვიტა. აღმოჩნდა, რომ პროფესორი დაბალ ქულას უწერდა სტუდენტს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა ფიზიკაზე, ახალგაზრდა კი ირწმუნებოდა - ამოცანა სწორად ამოვხსენი და უმაღლეს შეფასებას ვიმსახურებო.
პროფესორს დაუსვამს კითხვა - როგორ შეიძლება ბარომეტრის საშუალებით გაიზომოს შენობის სიმაღლე? რაზეც სტუდენტს უპასუხია: უნდა ავიდეთშენობის სახურავზე, ბარომეტრს ჩავაბათ თოკი და დავუშვათ მიწამდე. შემდეგ გავზომოთ თოკის სიგრძე, რომელიც ზუსტად შენობის სიმაღლის ტოლი აღმოჩნდებაო.
ამოცანა მართლაც ამოხსნილი იყო, ვერ შეედავებოდი, მხოლოდ პასუხში ფიზიკის ცოდნა არ ჩანდა.
რეზერფორდი მოხიბლა ახალგაზრდის გონებამახვილობამ, ამიტომ მისთვის ჩვეული იუმორით შესთავაზა, ამოცანის ამოსახსნელად რამე სხვა ხერხი მოეფიქრებინა. პასუხმაც არ დააყოვნა.
- უნდა ავწონოთ ბარომეტრი, შემდეგ ავიდეთ შენობის სახურავზე და იქიდან გადმოვაგდოთ. დავინიშნოთ დრო, რომელიც ბარომეტრს მიწაზე დაცემამდე დასჭირდება და ფორმულის საშუალებით ვარდნის მანძილს, ანუ შენობის სიმაღლეს გავიგებთ, - განაცხადა სტუდენტმა.
პასუხი ამჯერადაც სწორი გამოდგა, თანაც ეს ხერხი უფრო ახლოს იყო ფიზიკასთან. ატომური ფიზიკის "მამა" აზარტში შევიდა და მესამე ხერხის მოფიქრება მოსთხოვა. ახალგაზრდას არც ამჯერად უფიქრია ბევრი:
- უნდა გავზომოთ ბარომეტრი, შემდეგ, მზიან ამინდში, ბარომეტრისა და შენობის ჩრდილების სიგრძე დავადგინოთ, შევადგინოთ მარტივი პროპორცია და შენობის სიმაღლესაც გავიგებთ.
ეს უკვე ნამდვილი ფიზიკა იყო! რეზერფორდი ხარხარებდა, სტუდენტი კი ჯიუტად არიდებდა თავს ამოცანის ამოხსნის სტანდარტულ მეთოდს, რომელიც მშვენივრად იცოდა, და ახალ-ახალ, "ალტერნატიულ" ხერხებს იგონებდა. ბოლოს განაცხადა: - ყველაზე მეტად ამ ამოცანის გადაჭრის ერთი ხერხი მომწონს. უნდა ავიღოთ ბარომეტრი, ვიპოვოთ შენობის მმართველი და ვუთხრათ: "პატივცემულო მმართველო, შესანიშნავი ბარომეტრი მაქვს და თუ ამ შენობის სიმაღლეს გამიმხელთ, მას თქვენ გაჩუქებთ".
ამ პასუხით სტუდენტმა საბოლოოდ მოიგო დიდი მეცნიერის გული, რომელიც დარწმუნდა, რომ მის წინაშე ნიჭიერი ახალგაზრდა იდგა და ჰკითხა:
- თავს რატომ ისულელებთ?
- თავი მომაბეზრეს პროფესორებმა, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილ კანონებს მეათასედ მიმეორებენ და თავში საკუთარ აზრებს მიტენიან, - გულწრფელად მიუგო მან.
ეს ნიჭიერი სტუდენტი ბრიტანეთში დანიიდან ჩასული ნილს ბორი გახლდათ, რომელსაც იმ დღიდან 14 წლის შემდეგ ნობელის პრემია მიანიჭეს და რომელმაც თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის სახელი დაიმკვიდრა.
2. ციტატები
„შენ უნდა იყო ის ვინც შეგიძლია რომ იყო,ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ჩვენ თვითრეალიზაცის ვეძახით“
„თუ გინდა რომ შეიცვალო,პირველ რიგში საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენები უნდა შეცვალო“
„შესაძლებლობა - ახერხებდე ცხოვრებას აწმყოში ,მენტალური სიჯანსაღის უმთავრესი კომპონენტია“
„შემიძლია ვიდარდო წარსულზე,მეშინოდეს მომავლის ,მაგრამ მოქმედებებს მხოლოდ აწმყოში ვახერხებ"
@ აბრაჰამ მასლოუ
3. ნახევრად ხუმრობით
წერილი მშობლებს
ძვირფასო დედა და მამა!
მას შემდეგ რაც კოლეჯში წავედი, იშვიათად გწერდით. მე ძალიან ვწუხვარ და ვნანობ რომ უყურადღებობას ვიჩენდი თქვენს მიმართ. ახლა შეგატყობინებთ ყველაფერს, რაც თავს გადამხდა ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ მანამ, სანამ კითხვას გააგრძელებთ, ძალიან გთხოვთ ჩამოჯექით. თქვენ არ გააგრძელებთ კითხვას სანამ არ ჩამოჯდებით, კარგი?
ახლა მე კარგად ვგრძნობ თავს. უკვე თითქმის სრულიად განვიკურნე თავის ქალის მოტეხილობისა და ტვინის შერყევისგან, რომელიც მივიღე კოლეჯის საერთო სახცოვრებელში ხანძრის გაჩენინას მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოხტომის შედეგად. მე ორი კვირა გავატარე საავადმყოფოში და ახლა უკვე თითქმის ნორმალურად ვხედავ და თავის ტკივილებიც იშვიათად მაქვს.
საბედნიეროდ ხანძარი და ჩემი გადმოხტომის ფაქტი დაუნახავს მორიგე ოპერატორს საერთო საცხოვრებლის პირდაპირ მდებარე გაზგასამართი სადგურიდან და მან გამოიძახა სახანძრო და სასაწრაფო დახმარების მანქანები. ის ასევე მოდიოდა ჩემს მოსანახულებლად საავადმყოფოში და რადგან მე არ ვიცოდი სად უნდა მეცხოვრა ხანძრის შემდეგ, მან შემომთავაზა დროებით მისი ოთახი გაგვეყო. ეს ოთახი სინამდვილეში ნახევრადსარდაფია, მაგრამ არა უშავს, საკმაოდ კომფორტულია…
ის არაჩვეულებრივია ბიჭია. ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი და დაქორწინებას ვაპირებთ. ქორწილის თარიღი ჯერ არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ მანამდე უნდა მოვასწროთ, სანამ ჩემი ფეხმძიმობა შესამჩნევი გახდება.
დიახ, დედა, მამა, მე ფეხმძიმედ ვარ. მე ვიცი რომ თქვენ ოცნებობთ გახდეთ ბებია და ბაბუა და რომ თქვენ გულთბილად მიიღებთ ჩემს ბავშვს და სიყვარულით აავსებთ მას და არ მოაკლებთ მზრუნველობას. ჩვენი ქორწინების შეფერხების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ჩემმა საქმრომ აიკიდა უმნიშვნელო ინფექცია, რომელიც ხელს გვიშლის სისხლის წინასაქორწილო ანალიზების ჩაბარებაში, თანაც მისგან ინფექცია მეც გადმომედო. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ გულთბილად მიიღებთ ჩემს საქმროსაც. ის ძალიან კეთილია. მართალია არც თუ ისე განათლებული, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან შრომისმოყვარეა.
ახლა კი, მას შემდეგ რაც გაცნობეთ ყველაფერი, რაც მოხდა, მინდა გითხრათ, რომ ხანძარი საერთო საცხორებელში არ ყოფილა, მე არ მქონია ტვინის შერყევა და თავის ქალის დაზიანება, მე არ ვყოფილვარ საავადმყოფოში, მე არ ვარ ფეხმძიმედ, არ ვარ დანიშნული, არ ვარ ინფიცირებული და არ მყავს მეგომარი ბიჭი. მაგრამ მე მაქვს დაბალი ქულები ამერიკის ისტორიაში და ძალიან ცუდი ნიშნები ქიმიაში და მინდა რომ თქვენ ეს ფაქტი მიიღოთ ბრძნულად და შემწყნარებლობით.
4. ეს საინტერესოა

პრისტონის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო გაზეთის ხელმძღავნელობამ უარით გაისტუმრა ერთ–ერთი სტუდენტი, რომელიც დაჟინებით ცდილობდა გაზეთის რედაქციაში მუშაობის დაწყებას:
– ბოლოს და ბოლოს დაგვანებეთ თავი ყმაწვილო ამ თქვენი უაზრო იდეებით. თქვენ საგამომცემლო საქმიანობის აზრზე არა ხართ და დროს ტყუილად ნუ კარგავთ, ჯობია რიმე სხვა საქმეს მოკიდოთ ხელი.
სტუდენტს ერქვა – მალკოლმ ფორბსი.
მშვენიერი
მომეწონა ახალი რუბრიკა 😉