მისია 4 - ცხოვრების ბორბალი - 70 ქულა
საშინაო დავალება:
1) გააკეთეთ თქვენდი დღევანდელი ცხოვრების ანალიზი უნიკალური სავარჯიშოს "ცხოვრების ბორბალი"-ს მეშვეობით - 30 ქულა
ეს სავარჯიშო, რომლის ავტორიც გახლავთ რუსი ფსიქოლოგი, პრაქტიკული ფსიქოლოგიის უნივერსიტეტის რექტორი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნიკოლაი კოზლოვი, შედის მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ფსიქოლოგისა და პიროვნული განვითარების ტრენერის სასწავლო პროგრამაში.
სავარჯიშოს დეტალური ინსტრუქცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://drive.google.com/file/d/1Yi1ILnJdKnRiNFKCmwzGSoLll49vxFVY/view?usp=sharing
2) მას შემდეგ, რაც მიიღებთ თქვენს ვარიანტს ცხოვრების ბორბლისა, გააკეთეთ ანალიზი: თქვენი აზრით რა უნდა შეცვალოთ რომ ბორბალი გახდეს უფრო მრგვალი და ჰარმონიული. უნდა გაიზარდოს რადიუსები იმ სფეროებში, სადაც "ჩამორჩენაა", თუ პირიქით - უნდა შემოკლდეს იქ სადაც წინ არის წაწეული? ან იქნებ ზოგან ცოტა გაიზარდოს, ზოგან ცოტა შემოკლდეს და ასე გაათანაბროთ? - 40 ქულა
გადაუღეთ ფოტო თქვენს მიერ მიღებულ ცხოვრების ბორბალს და ანალიზთან ერთად ატვირთეთ ფბ-ს დახურულ ჯგუფში
სულ დღეს თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშავოთ მაქსიმუმ 70 ქულა.
ყველა ანგარიში (ტექსტური, ფოტო, ვიდეო მასალა) ატვირთეთ ფეისბუკის დახურულ ჯგუფში
ამის შემდეგ კი აქვე, კომენტარებში, დაწერეთ თუ რამდენი ქულა გამოიმუშავეთ დღეს.
გაითვალისწინეთ - სატურნირო ცხრილში შევა მხოლოდ იმ მონაწილეთა მონაცები, რომლებიც შეასრულებენ ორივე ქმედებას: ატვირთავენ ანგარიშს დახურულ ჯგუფშიც და დაწერენ ქულების რაოდენობას ამ პოსტის ქვემოთ კომენტარებში.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
70 ქულა