საშინაო დავალება:

უპასუხეთ შემდეგ კითხვებს და ჩამოწერეთ შესაბამისი სიები: 

1. რა გაკეთდა კარგად და რა მოხდა კარგი ჩემს ცხოვრებაში2018 წელს? - 10 ქულა

აქ ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც თქვენს მიერ გაკეთდა ან ზოგადად მოხდა თქვენს ცხოვრებაში ისეთი, რომლითაც კმაყოფილი ხართ, რომელსაც თვლით წარმატებად, განიჭებთ ბედნიერებას, სიამოვნებას...

2.  რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად? - 10 ქულა

აქ ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გააკეთეთ თქვენს ცხოვრებაში გასული წლის განმავლობაში, მაგრამ დღეს არ გაკმაყოფილებთ და თვლით რომ შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო.

3. რისი გაკეთება საერთოდ არ იყო საჭირო? - 10 ქულა

აქ ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გააკეთეთ გასული წლის განმავლობაში, მაგრამ ახლა თვლით რომ საერთოდ არ იყო ამის გაკეთება საჭირო.

4. რისი გაკეთება იყო საჭირო? - 10 ქულა

აქ ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც არ გაგიკეთებიათ, მაგრამ დღეს უკვე თვლით რომ კარგი იქნებოდა გაგეკეთებინათ და თავიდანვე რომ შეგეძლოთ გასული წლის დაწყება აუცილებლად გააკეთებდით.

 

დამხმარე კითხვები - გადმოწერეთ ეს ფაილი, მასში არის კითხვარები რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ მისიის შესრულების დროს.

 

გადაუღეთ ფოტო ოთხივე სიას, შემდეგ აიღეთ თითო პუნქი ოთხივე სიიდან და გამოაქვეყნეთ ფბ-ს დახურულ ჯგუფში სიების ფოტოებთან ერთად. 

 

სულ დღეს თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშავოთ მაქსიმუმ 40 ქულა.

 

ყველა ანგარიში (ტექსტური, ფოტო, ვიდეო მასალა) ატვირთეთ ფეისბუკის დახურულ ჯგუფში 

ამის შემდეგ კი აქვე, კომენტარებში, დაწერეთ თუ რამდენი ქულა გამოიმუშავეთ დღეს.

გაითვალისწინეთ - სატურნირო ცხრილში შევა მხოლოდ იმ მონაწილეთა მონაცები, რომლებიც შეასრულებენ ორივე ქმედებას: ატვირთავენ ანგარიშს დახურულ ჯგუფშიც და დაწერენ ქულების რაოდენობას ამ პოსტის ქვემოთ კომენტარებში.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

1
ყველა კომენტარი
  1. ნინო ნონიკაშვილი
    27.11.2018 19:27

    40 ქულა