ონლაინ ტრენინგი 

 "წარუმატებლობის შიშის გასაღები"

24 თებერვალი - 3 მარტი

ორგანიზაციული საკითხები

 

 

ტექნიკური ნაწილი

 

ტრენინგს გაივლით ამ საიტის და FB დახურული ჯგუფის მეშვეობით. 

FB დახურულ ჯგუფში შესასვლელი ბმული: https://www.facebook.com/groups/1027213114152370/

 

თეორიული ნაწილი:

1. შესავალი ვებინარი "წარუმატებლობის შიშის გასაღები"

 ჩატარების თარიღი - 24 თებერვალი, დასაწყისი 22:00 საათი თბილისის დროით

2. დასკვნითი შემაჯამებელი ვებინარი 

 ჩატარების თარიღი - 3მარტი, დასაწყისი 22:00 საათი თბილისის დროით

 

პრაქტიკული ნაწილი:

6 მისია საშინაო დავალების სახით.

ტრენინგის განმავლობაში ყოველდღე პირად კაბინეტში (პარალელურად ჯგუფშიც) დაიდება ახალი საშინაო დავალება "მისიები"-ს სახელწოდებით. მათი შესრულება მონაწილეს შეუძლია მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს, მაგრამ ქულებს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეასრულებს მომდევნო დავალების გამოქვეყნებამდე.

სატურნირო ცხრილი და პრიზები

თითოეული მისიის შესრულებაზე დაიწერება შესაბამისი ქულა რაც აისახება ე.წ. სატურნირო ცხრილში. ის მონაწილეები, რომლებიც გამომუშავებული ქულების რაოდენობის მიხედვით მოხვდებიან პირველ სამეულში, მიიღებენ დამატებით საჩუქარს პრიზის სახით.

თუ ქულების რაოდენობის მიხედვით პირველ, მეორე ან მესამე პოზიციაზე აღმოჩნდება ერთდროულად რამოდენიმე თანაბარქულიანი მონაწილე, მაშინ პრიზს მიიღებს თითოეული მათგანი.

 

პრიზი: 

1. PDF წიგნი - "წარმატებული ბიზნესმენის 100 კრედო" ავტორი: დეივ კეკიში | ქართული ენაზე 

 

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია