ეს მეთოდი განკუთვნილია იდეების სწრაფი გენერაციისთვის. ის ემსახურება თქვენი შესაძლებლობების გამოვლენას. ის გვეხმარება მოვხსნათ იმ სტერეოტიპების ბარიერი, რომელიც კეტავს ჩვენს შემოქმედებით აქტივობას და არ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ რაღაც ახალი.

ეს მეთოდი მოგცემთ საშუალებას სწრაფად დაიწყოთ მოქმედება როცა დაგჭირდებათ სასწრაფოდ რაიმე ახალი იდეის მოფიქრება და მოახდინოთ ათობით და ხანდახან ასობით იდეის გენერირება, რომელთაგან შემდგომში შეძლებთ შეარჩიოთ შედარებით ფასეული რამოდენიმე.

ამ მეთოდის საერთო აზრი იმაში მდგომარობს, რომ დაჯდეთ, მოდუნდეთ და დაიწყოთ იდეების ჩამოწერა. რაც შეიძლება ბევრი იდეის. იმდენად ბევრის, რომ ხშირად შეიძლება მათი ჩაწერა ვერც მოასწროთ. სხვათაშორის ასეთ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ დიქტოფონი. 

მეთოდი შედგება შემდეგი 4 ეტაპისგან:

კომბინირება

მოსინჯვა

შეფასება

რეცეპტი

რას ნიშნავს თითოეული მათგანი?

 

ნაბიჯი 1. კომბინირება

 

როგორც კი თქვენ დაჯდებით საწერ მაგიდასთან, პირველი რასც აკეთებთ - ეს არის შემდეგი: იღებთ ნებისმიერ ორ ელემენტს და აკეთებთ მათ კომბინირებას.

დავუშვათ თქვენ ხართ მწერალი და გყავთ ორი ნაცნობი. ერთი მსუქანი ლუდის მოყვარული კაცი და მეორე წუწუნა და უჟმური ააყლაყუდა. მოახდინეთ მათი კომბინირება ერთ პერსონაჟში რომელიც სისტემატიურად სვამს ლუდს და მუდმივად იბღვირება და წუწუნებს: „აი ლუდი ის იყო ჩემს ახალგაზრდობაში რომ იყიდებოდა, აბა ეს რა ლუდია... ცხოვრება წახდა, ხალხი გაფუჭდა“... „ შემდგომში ამ პერსონაჟს შეგიძლიათ მიაწეროთ ხან თქვენი ერთი ნაცნობის ხასიათი, ხან მეორის, ხან მესამის და ა.შ. მიღებული პერრსონაჟი იქნება ძალიან უცნაური და სახალისო.

 

 

დეტალურად:

ელემენტი 1 - ლუდის მოყვარული მსუქანა

ელემენტი 2 - ბუზღუნა, წუწუნა აყლაყუდა

+კომბინირება - ლუდისმოყვარული ბუზღუნა კაცი

თემის განვრცობა შეიძლება სანამდეც გნებავთ. შემდგომ პერსონაჟს შეგიძლიათ მისცეთ ერთდროულა თქვენი ნაცნობი ქალის და მამაკაცის მახასიათებლები.

მაგალითად, ბიზნესმემი კაცი რომელსაც უყვარს მოდურად ჩაცმა.

დეტალურად:

ელემენტი 1 „ მამაკაცი - ბიზნესმენი“

ელემენტი 2 „ქალი - მოდელი“

+კომბინირება - „მოდის მიმდევარი ბიზნესმენი“

დავუშვათ თქვენ ხართ მხატვარი. აიღეთ და დახატეთ ძაღლი საჭესთან. ხატეთ და იფიქრეთ რამდენად კარგად ატარებს ის მანქანას, როგორ რეაგირებს სხვა მძღოლებზე.

დეტალურად:

ელემენტი 1 – „ავი ძაღლი“

ელემენტი 2 – „ნერვიული მძღოლი“

+კომბინირება - „ძაღლი - მძღოლი“

გააკეთეთ კომბინირება რისიც გინდათ რასთანაც გინდათ. ოღონდ ნუ მოიფიქრებთ ამას თქვენი თვითონ. აიღეთ რეალური ადამიანები და შემთხვევები, მოვლენები დ საგნები თქვენი ცხოვრებიდნ, გარემოცვიდან.

როგორც ერთ ერთი ვარიანტი შეიძლიათ აიღოთ ორი სხვადასხვა წიგნი ერთ თემაზე. გადაშალოთ ორივე ნებისმიერ გვერდზე და აიღოთ პირველივე წინადადებები და მოახდინოთ მათი კომბინირება.

მაგალითად მე სპეციალურად გავაკეთე ახლა ეს სავარჯიშო შემდეგ ორ წინადადებაზე:

„იცოდე ჭეშმარიტება - ნიშნავს ჰარმონიაში იყო უსასრულო ყოვლისშემძლე ძალასთან.“ ჩარლზ ენელი „სურვილების ასრულების მასტერ გასაღები“

„ადამიანის უმაღლესი მე-ს დაბადება ქრისტეს ცნობირებაა, რითაც ის თავად ხდება ღვთიური“ - თამარ არაგველი „სიყვარული და ყოველდღიური მაგია“

ამ  წინადადებების კობინირებით მივიღე შემდეგი:

ჭეშმარიტი დაბადება ნიშნავს ადამიანის ღვთიური მე-ს ჰარმონიაში მოსვლას ქრისტეს ცნობიერებასთან, როგორც უსასრულო ყოვლისშემძლე ძალასთან“

როგორც კი იპოვით მეტნაკლებად მისაღებ კომბინაციას, ჩაიწერეთ და გადადით შემდეგზე. ნუ დაიწყებთ ფიქრს რამდენად წარმატებული და ადეკვატური გამოვიდა ეს კომბინაცია. ნუ დაიწყებთ შეფასებებს. უბრალოდ გააგრძელეთ სხვადასხვა ვარიანტების კომბნირება.

მთავარი აქ ის არის, რომ თქვენ ამ პროცესისგან მიიღოთ სიამოვნება. დაე თქვენი კომბნაციები იყოს სასაცილო და თუნდაც სულელური - ეს მშვენიერია! ეს გახდის პროცესს საინტერესოს და მხიარულს. თუ იდეები იქნება საკმაოდ თამამი, ნუ შეგაშინებთ. ესეც დიდებულია.

იგრძენით თავი იმ ბავშვად, რომელიც თამაშობს მხიარულ სათამაშოს. ეს გაამძაფრებს თქვენს წარმოსახვას, თუნდაც თქვენ განიხილავდეთ სერიოზულ ბიზნეს იდეებს.

ხოლო თუ თქვენ თავში მოგივიდათ მნიშვნელოვანი, სერიოზული იდეა, მაშინ არ არის საჭირო გაჩერდეთ და ღრმად ჩაუფიქრდეთ. ჩაიწერეთ ის, შემდეგ ენა გამოუყავით და გადადით შემდგომზე. J

ყველაზე მთავარი ის არის რომ ეს კომბინაციები, იყოს მნიშვნელოვანი და საინტერესო თქვენთვის. ასეთ შემთხვევაში ისინი იქნებიან არა უბრალოდ ახალი შეხედულებები, არამედ თქვენი შეხედულებები, უნიკალური და განუმეორებელი.

შეიძლება ითქვას რომ წარმატებული კომბინაციები - ეს არის თქვენი ტალანტის კუბიკები. ამ კუბიკებთან თამაშით კი თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რაღაც ახალი, თქვენი საკუთარი, ორიგინალური. რაც უფრო მეტი გექნებათ ასეთი კუბიკები, მით უფრო მეტი ქმნილება შეგიძლიათ შექმნათ.

ეს მნიშვნელოვანია!

სანამ დავალების შესრულებას დაიწყებთ, აუცილებლად გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას:

 

ადამიანთა ჩვეულ ქცევებს საფუძვლად უდევს სტერეოტიპები და არა შემოქმედება. ათასობით ექსპერიმენტით არის დამტკიცებული რომ ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს ჩვეული და ძალზე მარტივი სქემებით. ჩვეულებრივი მოკვდავის აზრების გაგება არც თუ ისე რთულია - ისინი ძალზე პრიმიტიულები და სწორხაზოვანია და არა აქვს მნიშვნელობა სწორია თუ არა ეს აზრები. წლიდან წლამდე ეს აზრები მუმივად მეორდება. თუნდაც ცხოვრებაში არ მტკიცდებოდეს ასეთი აზროვნების ეფექტურობა, თუნდაც ადამიანი ღებულობდეს ზიანს მათგან, ის უმეტეს შემთხვევაში არჩევს იტანჯოს ვიდრე ეჭვი შეიტანოს საკუთარ აზრებში.

აი სწორედ აქ დევს მთავარი პროგრამა შემოქმედებითი ძალისხმევისა. არ არის საჭირო ეგრევე გავიქცეთ ტონა თიხის საყიდლად რომ გამოვძერწოთ ვენერას სკულპტურა. თიხა არსად არ გაგვექცევა. უნდა დავიწყოთ მცირედით.

პირველი რიგში ისწავლეთ იმ ცხოვრებაში  სიახლის შეტანა, რომელიც ახლა გაქვთ. დაიწყეთ იმის კომბინირებით რაც დღეს გაქვთ, რასც ყოველდღიურად აკეთებთ.

დღეიდან ჩვენ გავეცნობთ მეთოდს, როგორ გავაკეთოთ ეს. მაგრამ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ არ არის საჭირო დაიწყოთ ამ სავარჯიშოს შესრულება იმით, რაც არასდროს არ გაგიკეთებიათ.  თუ თქვენ არასდროს არაფერი არ დაგიხატავთ, მაშინ ნუ დაიწყებთ ამის გამოყენებას ამ სფეროში. მაგრამ თუ რაღაც პრაქტიკა ამ მიმართულებით უკვე გაქვთ, მაშინ ეს სავარჯიშო გაჩვენებთ გზას, თუ როგორ უნდა ხატოთ შემოქმედებითად.

დაიწყეთ თქვენი ცხოვრების გაცნობა ახლებურად, დააკვირდით მას სხვა თვალით. თქვენი ჩვეული ცხოვრების ნებისმიერ წუთს გაჩერდით და დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: „რას ვაკეთებ ახლა?“ - და ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას მაქსიმალურად კონცენტრირდით, ეცადეთ ცხადად დაინახოთ მთლიანი სურათი. რას აკეთებთ და რისთვის? როგორ აკეთებთ ამას და რატომ აკეთებთ ასე? როგორ ინსტრუმენტებს იყენებთ? რატომ აირჩიეთ ისინი?

ამ კითხვებზე პასუხების გაცემისას ეცადეთ დააკვირდეთ საკუთარ თავს გვერდიდან და თანდათანობით გადადით მთავარ კითხვაზეა: რა შეიძლება შეიცვალოს?

და აი აქ უკვე გამოიყენეთ ეს 4 ნაბიჯიანი სისტემა. და რაც უფრო გულდასმით არის მოსამზადებელი ეტაპი გავლილი, რაც უფრო მკაფიოდ გაქვთ წარმოდგენილი თქვენი სიტუაცია. მით უფრო კარგად იმუშავებს მეთოდი.

ეს შეიძლება შევადაროთ მოთელვას სპორტული აქტივობის წინ: რაც უფრო კარგა გაახურებთ კუნთებს, მით უფრო ეფექტური და უსაფრთხო იქნება თავად შემდგომი ფიზიკური აქტივობა.

ამ სისტემის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ სფეროში. თუნდაც სამსახურის ძალზე მოსაწყენი ანგარიშები გქონდეთ შესადგენი - გააკეთეთ ისინი უფრო საინტერესოდ. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების. თუ რამე შეგეშლებათ უბრალოდ გაასწორებთ შეცდომას და მორჩა. ეს არის და ეს.

სხვათაშორის, თუ რომელიმე თქვენი იდეა მოგეჩვენებათ ძალიან თამამი, დააკვირდით მას განსაკუთრებით. ხშირად ისე ხდება რომ სწორედ ყველაზე თამამი იდეაა ყველაზე მოკლე გზა მიზნამდე.

ყოფილა შემთხვევები, როცა შემოქმედი ადამიანები ძალზე დიდხანს ექცეოდნენ ჩრდილში. მართალია ისინი რაღაცას აკეთებდნენ, შეიძლება ჰყავდათ კიდევაც ნიჭის თაყვანისმცემლები, მაგრამ ეს ყველაფერი არ სცდებოდა გარკვეული ვიწრო წრის ფარგლებს.

და მოულოდნელად მკვეთრი გამონათება. რატომ. იმიტომ რომ შემოქმედი იღებდა გარკვეულ გადაწყვეტილებას, ისეთ თამამს, რომ სწორედ ეს სითამამე გადაეცემოდა ნებისმიერს ვისაც მასთან ჰქონდა შეხება.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია