დეტალური ინფორმააცია >> https://akademia.mebonia.com/superefeqturoba-6
მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო და თანამოაზრეებო, გენიოსებო, ჩემპიონებო, გამარჯვებულებო, ვარსკვლავებო!
აი მიუახლოვდა დასასრულს პირველი კვირა ჩვენი ერთად ყოფნისა სუპერთანამედროვე ხომალდით „სუპერეფექტურობის ბორტზე“. ერთი კვირა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბედნიერი, წარმატებული ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია ვისწავლოთ სიამოვნების მიღება ყოველდღიური განვითარებისგან.
ამისთვის კი საჭიროა განვავითაროთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო ჩვევა:
1. ყოველდღე ვიაროთ პიროვნული განვითარების გზით, ყოველდღე გავაუმჯობესოთ საკუთარი თავი.
მაგალითად დღეს, ერთი ღმილით მეტი გავიღიმეთ, როცა გვტკიოდა, გვწყინდა და ა.შ. – ეს უკვე გამარჯვებაა! დიახ, გამარჯვება, რადგან ჩვენ გავხდით უფრო ძლიერი, უფრო გაცნობიერებული, უფრო გავიზარდეთ.
ჩვენ ვერ ავხტებით უცებ მეათე სართულზე, ვერცერთი ადამიანი, რაც არ უნდა ნავარჯიშევი იყოს, ვერ ახტება უცებ მეათე სართულზე, მაგრამ თუ ჩვენ ყოველდღე, სიხარულით და სიამოვნებით გავივლით თანმიმდევრობით საფეხურებს, ვერც ვიგრძნობთ ისე შეგვიძლია ავიდეთ მეათე სართულზეც და მეასეზეც.
2. და რაც ყველაზე მთავარია მივიღოთ სიამოვნდება ამ პროცესისგან. მივიღოთ სიამოვნება კითხვისგან, ფიქრისგან, სავარჯიშოების და დავალებების შესრულებისგან.
მერწმუნეთ, არ არსებობს იმაზე უფრო სასიხარულო გრძნობა ადამიანისთვის, ვიდრე სიხარული, რომელსაც ვღებულობთ ჩვენი შინაგანი სულიერი, ინტელექტუალური, ემოციონალური, ენერგეტიკული ზრდისგან.
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მხოლოდ ის, რაც გვესმის, რასაც ვაკვირდებით, ვაკონტროლებთ და ვზომავთ. ჩვენი ცხოვრება შეიცვლება ერთხელ და სამუდამოდ იმ მომენტში, როცა გავაკონტროლებთ ჩვენს აზრებს, გრძნობებს, ემოციებს და სხეულს.
ამის მიღწევა კი შეიძლება მხოლოდ ჩვენი სულის, ჩვენი სხეულის, ჩვენი გონების მუდმივი და დაუღალავი წვრთნით.
სწორედ ესაა დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა, იმიტომ რომ მატერიალური სიმდიდრე, დიდება, ძალაუფლება, კარგი მეგობრები, ძლიერი, ბედნიერი ოჯახი-ეს არის უკვე შედეგი, ეს ყველაფერი თან ერთვის ჩვენს შინაგან განვითარებას. ჩვენი შინაგანი ზრდა, სულის, ინტელექტის და სხეულის სრულყოფილება, ესაა ძლიერი ლოკომოტივი, ბედნიერი და მდიდარი ცხოვრების წარმმართველი და მამოძრავებელი ძალა, სავსე სიყვარულით, სიხარულით და წარმატებით.
უღრმესი მადლობა, რომ ეს ერთი კვირა ჩვენთან იყავით ამ შესანიშნავი ხომალდის ბორტზე, მაგრამ თუ თქვენ გინდათ რომ იყოთ მასზე მაშინაც, როცა ის სტარსტ აიღებს უკვე ნამდვილ მოგზაურობაში, მაშინ გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და გაეცანით დეტალურ ინფორმაციასამ მოგზაურების შესახებ:
დეტალური ინფორმააცია >> https://akademia.mebonia.com/superefeqturoba-6
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
პირადად დიდი სიამოვნებით გაგიცნობდით გენიოსებო.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. მიუხედავად იმისა რომ ძალიან არ მიაქტიურია. ყინული გალღვა და გული მწყდება რომ დამთავრდა. მაგრამ დამთავრდა თუ ახლა იწყებაა.. მომენატრებით.
დიდი მადლობა კეთილო და სუპერ ადამიანებო! <3 <3 ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად ყოფნა, დავიმუხტე ბევრი პოზიტივით, სითბოთი და შემეცნებით.
Batono xvicha didi madloba yvelafristvis. Didi madloba yvela monawiles. Tvitoeuli dge, wuti , wami dzalian dvirfasi iyo chemtvis.
Bno khvicha .kidev ertxel madloba yvela dgistvis.axali ouribebs linkingar ixsneba
შესანიშნავი ერთი კვირა გავატარე ხომალდის ბორტზე არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად…საკუთარი თავი სხვისი თვალით დავინახე…ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა,ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია.ამ ქვეყნად მოვლენის მისიის შეცნობა ბუნდოვანია,მანამ,სანამ გონების წვრთნაში მყოფებს არ შეგვაშინებს საკუთარი თავის ბოლომდე შეცნობის დაუოკებელი სურვილი და რეალური სიმართლის აღიარება…ჩვენ ხომ სიკეთისა და სიყვარულისთვის შეგვქმნა უფალმა,თავის მსგავსად და დარად.როგორი ძნელია ადამიანად ყოფნა…რთულია ადამიანში ადამიანის აღმოჩენა…პიროვნული ზრდა და განვითარება მიიოლებს ცხოვრების ბარიერებთან ბრძოლაში საკუთარი თავის აღმოჩენასა და მისიის შეცნობას…რა მნიშვნელობა აქვს ბორტზე ყოფნას,მოგზაურობის სურვილის გარეშე…მოგყვებით ერთ თვიან მოგზაურობაში…
შევხვდებით მწვერვალზე !!!
სიყვარულით და პატივისცენმით,მარინე ტაბატაძე.
დიახ, ქალბატონო მარინე, სრუალიად გეთანხმებით — ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია. მიხარია რომ ერთად გავაგრძელებთ მოგზაურობას <3
-<3უღრმესი მადლობა თქვენ,ბატონო ხვიჩა და ყველას,ყველას!<3დიახ!-ჩვენ უკვე ვართ მწვერვალზე და ახლა აქედან მოსჩანს უფრო მაღალი მწვერვალი,რომელიც მხოლოდ ჩვენია!და მე მჯერა, ყველა გავაგრძელებთ გზას იმ ცათამბჯენისკენ,რომელსაც ჰქვია სიკეთის,სილაღის,სიწრფოების,სიხარულის,თანაგრძნობის,შრომის,ოცნების,შინაგანი რწმენის,მადლიერების,პატიების და ყველა სათნოების დედის—სიყვარულის გზა!<3-გზა მარადიული უკვდავებისა!<3მიყვარხართ!<3
იცოცხლე ეკა, მადლობა თქვენ თითოეულ მონაწილეს რადგან ეს სიყვარულის ატმოსფერო აქ სწორედ თქვენი დახმარებით შეიქმნა. მე მარტო ვერაფერს ვიზამდი. ჩვენ ერთად ვაკეთებთ ამ ყველაფერს <3