ტექნიკა "ჟანგბადის შიმშილობა"

 

ეს მეთოდი გამოიყენება პანიკური შეტევის დროს. არ არის საჭირო მისი გამოყენება ჩვეულებრივი შიშების დროს. მეთოდს ეწოდება „ჯანგბადის შიმშილობა“. როგორ კეთდება ის? 

ამ მეთოდის კარგად გასაცნობიერებლად მოდი, ჯერ განვიხილოთ რა ხდება პანიკის დროს ფიზიოლოგიურ დონეზე?

თუ ტვინი ხედავს რომ საშიში სიტუაცია იქმნება, ორგანიზმი გადაირთვება პანიკის მდგომარეობაში იმისთვის, რომ თქვენ გაიქცეთ და ამით გაერიდოთ საფრთხეს. იმისთვის რომ რაც შეიძლება ჩქარა გაიქცეთ, საჭიროა რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი მიეწოდოს სისხლს, კუნთებს. ესე იგი იმისთვის, რომ ორგანიზმი გადაერთოს პანიკურ მდგომარეობაში, უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით ჟანგბადი. სწორედ ამიტომ  იწყებს შეშინებული ადამიანი ჩქარა სუნთქვას. ამით ორგანიზმი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს ბევრი ჟანგბადი სისხლს, კანს, კუნთებს.

შესაბამისად, თუ ჩვენ შევძლებთ ხელი შევუშალოთ ორგანიზმს ჟანგბადის მეტი დოზის მიღებაში, ის ვე შეძლებს პანიკური მდგომარეობის ჩართვას, ან თუ უკვე ჩრთულია მაინც გამოირთვება რადგან შეუწყდება "საწვავი".

სწორედ ამ პროცესს უწყობს ხელს ტექნიკა „ჟანგბადის შიმშილობა“

როგორ კეთდება ის?

როგოც კი გავაცნობიერებთ რომ პანიკაში ვვარდებით, ან უკვე ჩავვარდით, საჭიროა თავს ძალა დავატანოთ დავიწყოთ სუნთქვა ნელა და ღრმად. რაც შეიძლება ნელა და რაც შეილება ღრმად.

ამ შემთხვევაში ორგანიზმს არ ექნება პანიკური მდგომარეობისთვის საკმარისი ჟანგბადი და ეს მდგომარეობაც გამოირთვება. ეს დაახლოებით შემდეგ რამეს ჰგავს: ძრავას რომ საწვავის მიწოდება შევუწყვიტოთ, ძრავა გამოირთვება.

ამ ილეთის სწორად გამოყენების შემთხვევაში თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ერთგვარ აპათიაში. ბევრს ეშინია აპათიის, როცა ვარდები ისეთ მდგომარეობაში, რომ შენთვის ყველაფერი სულერთია. მაგრამ სინამდვილეში, საშიში არაფერია. პირიქით, თუ თქვენ შეძელით გესუნთქათ ისე ნელა რომ ჩავარდით აპათიაში, ესე იგი თქვენ გაუმკლავდით უმართავ, პანიკურ შიშს. თავად აპათიური მდგომარეობიდან გამოსვლა კი ბევრად უფრო მარტივია ვიდრე პანიკურიდან.

და როგორ გამოვიდეთ აპათიიდან?

ძალიან მარტივად. ასეთ დროს ყურადღება გადაიტანეთ რაიმე საინტერესო ან სახალისო სიტუაციაზე. მაგალითად თუ უფროსი ყვირის, წარმოიდგინეთ როგორ სასაცილოდ ჟესტიკულირებს ან მოძრაობს. შეიძლება ასეთ დროს წარმოსახვაში მას რაიმე კლოუნის ქუდიც დაახუროთ თავზე და ასე შემდეგ.

მოკლედ სიტუაცია შეგიძლიათ აქციოთ სასაცილოდ და თუ ეს მოხდა ესე იგი თქვენ უკვე გაუმკლავდით შიშს საბოლოოდ, ვინაიდან სიცილი ხომ ერთგვარი ბუნებრივი მექანიზმია, რომელიც სრულიად აქრობს შიშს. ასეთი გამოთქმაც კი არსებობს: „თუ გინდათ რამის არ გეშინოდეთ, მაშინ გაიცინეთ მასზე“.

ოღონდ გახსოვდეთ სიცილი  შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ რაც პანიკური მდგომარეობა გამოირთვება....

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია