ონლაინ ტრენინგი ტრანსფორმაცია 2.0"

6 მაისი - 3 ივნისი

ორგანიზაციული საკითხები

 

 

ტექნიკური ნაწილი

 

ტრენინგს გაივლით სპეციალური საიტზე ონლაინ კაბინეტის მეშვეობით.

ტრენინგის ონლიან კაბინეტში შესასვლელი ბმული: https://mebonia.com/onlineacademy/wpm-category/transformacia/

თეორიული ნაწილი:

1. ვებინარი - "როგორ დავაღწიოთ თავი ნეგატიური გამოცდილების ჩაკეტილ წრეს

 ჩატარების თარიღი - 6 მაისი, კვირა, დასაწყისი 22:00 საათი თბილისის დროით

2. ვებინარი - "არსებული სიტუაციის ანალიზი, ანუ როგორ განვსაზღვროთ A წერტილი"

 ჩატარების თარიღი - 14 მაისი, ორშაბათი, დასაწყისი 6:00 საათი თბილისის დროით

3. ვებინარი - "როგორ განვსაზღვროთ ეფექტურად მიზნები"

 ჩატარების თარიღი - 21 მაისი, ორშაბათი დასაწყისი 6:00 საათი თბილისის დროით

4. ვებინარი - "როგორ განვსაზღვროთ მიზნისკენ მიმავალი ოპტიმალური მარშრუტი"

 ჩატარების თარიღი - 28 მაისი, ორშაბათი დასაწყისი 6:00 საათი თბილისის დროით

5. დასკვნითი ვებინარი - შედეგების შეჯამება

 ჩატარების თარიღი - 3 ივნისი, კვირა, დასაწყისი 22:00 საათი თბილისის დროით

 

ვებინარები ჩატარდება სპეციალური სერვისის მეშვეობით, რომელზეც ბმული იქნება მონაწილის ონლიან კაბინეტში რუბრიკაში "ვებინარები". სტანდარტული და ვიპ პაკეტების მფლობელები შეხსენებას და ბმულებს დამატებით მიიღებენ მესენჯერში. 

 

პრაქტიკული ნაწილი:

 

24 მისია საშინაო დავალების სახით.

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით პირად კაბინეტში (პარალელურად ჯგუფშიც) დაიდება ახალი საშინაო დავალება "მისიები"-ს სახელწოდებით. მათი შესრულება მონაწილეს შეუძლია მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს, მაგრამ ქულებს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეასრულებს იმ დღის ბოლომდე 23:00 საათამდე ადგილობრივი დროით.

სატურნირო ცხრილი და პრიზები

თითოეული მისიის შესრულებაზე დაიწერება შესაბამისი ქულა რაც აისახება ე.წ. სატურნირო ცხრილში. ის მონაწილეები, რომლებიც გამომუშავებული ქულების რაოდენობის მიხედვით მოხვდებიან პირველ ხუთეულში, მიიღებენ დამატებით საჩუქარს პრიზის სახით.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია