ჯგუფში დაისვა კითხვა თუ რა დატვირთვა აქვს სელფებს, რატომ ვიღებთ მათ.
თვითონ თქვენვე გაეცით ძალიან საინტერესო ვერსიები პასუხებისა.
მე ვეთნხმები ყველა ვარიანტს, შეიძლება ითქვას ამომწურავად გაეცა პასუხი ამ კითხვას, განსაკუთრებით ნინოს და მაიკოს კომენტარის შემდეგ და დავამატებ ჩემს პირად ხედვას, რომლის ახსნაც კომენტარის ფორმატში ვერ ჯდებოდა და ამიტომ გადავწყვიტე ცალკე პოსტად დამედო.
დავიწყებ იმით, რომ სელფების დათვალიერება ჩემთვის არის საოცარი მოგზაურობა ადამიანის სულიერ სამყაროში. მგონი ტურგენევის სიტყვებია ხშირად ერთი ადამიანის სულის ისტორია ბევრად უფრო ღრმა და მრავლისმომცველია ვიდრე მთელი ერების ისტორიაო.
როცა თქვენს სელფებს ვათვალიერებ მე იქ ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თვალებს გაუსწორეს თვალი. ჩვენ შეიძლება ვიპოზიოროთ, შეიძლება ათასნაირი სახის გამომეტყვლება მივიღოთ ხელოვნურად, მაგრამ როცა საკუთარ თვალებს თვალებში ჩავხედავთ, არის წამი, როცა ამ თვალებში აირეკლება მთელი ჩვენი სულის ისტორია, შეულამაზებელი, ნამდვილი და გულწრფელი.
როცა სელფებს ვათვალიერებ, მე ვცდილობ წავიკითხო ეს ისტორია. ვცდილობ გავუგო ამ ადამიანს. ვხვდები რომ სელფის გადაღების მომენტში ამ კამერის მიღმა იდგა ადამიანი, რომელსაც ვინ იცის, იმ წამში, როცა საკუთარ თვალებს ჩახედა კამერაში, რამდენმა ემოციამ, გრძნობამ და განცდამ გაუარა სულში.
უყურებ პირდაპირ თვალებში და თითქოს ცხადად გრძნობ იმ ტკივილს, რაც ოდესმე განუცდია, იმ სიხარულს, რომელსაც მისთვის ფრთები გამოუსხია, სასოწარკვეთასაც რომელსაც შეიძლება ხშირად არ იმჩნევდა და იმ იმედსაც რომლითაც მომავალს შესცქეროდა ყოველი იმ სასოწარკვეთილების ჟამს, იმ გაუკვეველ მოლოდინს, რომლითაც შეიძლება თუნდაც იმ წამს კამერას უყურებდა...
როცა თქვენს სურათებს ვუყურებ, ვცდილობ გამოვიცნო რას ფიქრობდით იმ დროს, რა იმალება იმ უამრავი ემოციით, გრძნობებით და მოლოდინით სავსე თვალების უკან, სულის სიღრმეში. ვფიქრობ გამოვიცნო რა გაწუხებთ, რა გიხარიათ, რა გტკივათ და რა გაბედნიერებთ, რას ელოდებით და რისკენ მიილტვით და ასეთ დროს კიდევ ერთხელ ცხადად ვგრძნობ, რომ არსებობს იმდენი სამყარო რამდენი ადამიანიცაა და რომ თითოეული ეს სამყარო არის ზღაპრული, საოცარი და განუმეორებელი, მთავარია ჩვენ შევძლოთ ამის დანახვა, შევძლოთ ამ სიღრმის და სიდიადის შეგრძნება.
როცა თქვენს სურათებს ვუყურებ, თითქოსდა თითოეული თქვენთაგანი უხმოდ, უსიტყვოდ მესაუბრება და ვგრძნობ როგორ მევსება გული სითბოთი, სიყვარულით, ვგრძნობ რომ ჩვენ რაღაც ჩვენზე ბევრად უფრო დიდის და დიადის განუყოფელი ნაწილები ვართ, ერთმანეთზე უხილავად გადაჯაჭვულები და რომ თითოეული ჩვენთაგანი აქ ვართ იმიტომ რომ ჩვენშიც არის რაღაც განსაკუთრებული და დიადი, რისთვისაც სამყაროს სჭირდება ჩვენი აქ ყოფნა და იმისთვის რომ შევძლოთ აღსრულება იმისი, რისთვისაც აქ ვართ საჭიროა ვენდოთ ერთმანეთს, ვიპოვოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები, შევიყვაროთ ერთმანეთი.
ასე რომ ჩემო უძვირფასესო მეგობრებო, ჩემო დებო და ძმებო, ჩემო გენიოსებო, ჩემო ვარსკვლავებო, ძალიან გთხოვთ, ნუ ფიქრობთ სელფის დროს იმაზე თუ რა საჭიროა ამის გაკეთება. მიუდექით ამ თემას შემოქმედებითად. თქვენ ხომ წერთ პოსტებს, რომლითაც გადმოსცემთ საკუთარ მოსაზრებებს, შეგრძნებებს, ხოდა ესეც პოსტებია, ოღონდ უსიტყვო, თვალებით, წამის მეასედში დაფიქსირებული მზერით გადმოცემული, ყოველდღე განსხვავებული ემოციებით დატვირთული განუმეორებელი ისტორიები, რომელთა „წაკითხვის“ დროს ყველაზე მეტად უახლოვდბა ჩვენი გულები ერთმანეთს და ამიტომ მოდით, ვისწავლოთ ასეთი ისტორიების „დაწერაც“ და „წაკითხვაც“.
სიყვარულით და მადლიერებით, მუდამ თქვენი ხვიჩა
კარგი ხვიჩა გავიგე ყველაფერიი . ..
ხვიჩა რა ძალიან საყვარელი და გენიალური «ადამიანი «ხარ. თუმცა შენში ეს თვისება ადრევე შევამჩნიე, როცა პირველად გაგიცანი ჯგუფში.
მეამაყება რომ ასეთი ლამაზი სული გაქვს. გული ამიჩუყდა და ცრემლები წამომივიდა რომ წავიკითხე ეს პოსტი. თვალები ,მართლაც ადამიანის სულის სარკეა. შეიძლება ადამიანმა დამალოს ღიმილში თავისი შინაგანი მდგომარეობა და თვალებში კი ეს შეუძლებელია .
<3<3<3
ბატონო ხვიჩა, პოსტის გაცნობის შემდეგ, ვიგრძენი და დავინახე, რომ უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფები, ვიდრე მე და განსხვავებული სულიერი ხედვა გაქვს, რომელიც მე არ მაქვს და ძალიან მინდა, რომ მქონდეს! 🙂
ანა, ჩემო კეთილო მეგობარო, ჩვენ ყველანი განუმეორებლები და განსხვავებულები ვართ… თქვენ უკვე გაქვთ საოცრად ფაქიზი სულიერი ხედვა. სხვა შემთხვევაში მსგავსი რამეები თქვენს გულს არ შეეხებოდა <3