1. კვირის გუნდური მისია 3 - ვიდეო ცნობილ ადამიანთან - 50 ქულა
გაიცანით ან თუ უკვე იცნობთ, დაუკავშირდით რომელიმე ცნობილ ადამიანს და ჩაწერეთ მასთან ვიდეო იმ თემაზე, რა სფეროშიც ეს ადამიანი მოღვაწეობს.
მაგალითად:
- თუ ის მომღერალია - იმღერეთ მასთან ერთად;
- თუ მოცეკვავე - იცეკვეთ;
- თუ სპორტსმენია, მაგალითად მოჭიდავე - ეჭიდავეთ;
- თუ მსახიობია - გაითამაშეთ რაიმე სცენა;
- თუ პოლიტიკოსია - შეგიძლიათ ჩამოართვათ ინტერვიუ, ან გამართოთ დებატები
- თუ ჟურნალისტია - შეგიძლიათ მისცეთ ინტერვიუ...
და ასე შემდეგ... როგორც ხედავთ, არსებობს ძალზე მრავალფეროვანი არჩევანი და სრული თავისუფლება.
აუცილებელია მხოლოდ შემდეგი პუქტები:
- ადამიანი უნდა იყოს იმ სფეროში ცნობადი სახე. ცნობადობაში იგულისხმება ის რომ ეს ადამიანი თავისი სახელით და გვარით მინიმუმ უნდა იძებნებოდეს ინტერნეტში. ანუ თქვენს მიერ არჩეული პიროვნებების სახელს და გვარს გუგლის საძიებო სისტემაში რომ შევიყვანთ, უნდა ამოგვიგდოს მინიმუმ ერთი რესურსი მაინც (გარდა საკუთარი პირადი პროფილისა სოციალურ ქსელებში), სადაც ეს ადამიანი და მისი საქმიანობა იქნება მოხსენიებული და სადაც საკუთარი ოჯახის წევრების გარდა იქნება სხვა ადამიანების (მისი მსმენელების, მკითხველების, გულშემატკივრების, ფანების ...) კომენტარები, გამოხმაურებები.
- არ მიიღება ცნობილ ადამიანის ამპლუაში ამ პროგრამის რომელიმე მონაწილის, ტრენერების ან/და ავტორების გამოყენება;
- ვიდეოში აუცილებლად უნდა ჩანდეთ თქვენ და ის პიროვნება ისეთნაირად, რომ ადვილი იყოს თქვენი ვინაობის გარკვევა (შეგიძლით სხვებიც გამოაჩინოთ)
- ვიდეო უნდა იყოს მინიმუმ 30 წამიანი
- მისია უნდა შესრულდეს და ვიდეო უნდა აიტვირთოს დახურულ ჯგუფში მაქსიმუმ შაბათს 23 სექტემბრის საღამოს 23:00 საათამდე, ადგილობრივი დროით.
ამ მისიის შესრულებისთვის თითოეული მონაწილე მიიღებს 50 ქულას.
ქულები გამოაგზავნეთ იმ დღის ქულებთან ერთად, რომელ დღესაც ატვირთავთ ამ მისიის შესრულების ვიდეოს და ანგარიშს დახურულ ჯგუფში
2. ვიდეოების კონკურსი - მაქსიმუმ 50 ქულა
თითოეულმა გუნდმა, თავისი წევრების ვიდეოებიდან შეარჩიოს ერთი ვიდეო, რომელიც ასევე კვირას, 24 სექტემბრის 23:00 საათამდე თბილისის დროით, გამოქვეყნდება გუნდის რომელიმე წევრის Youtube არხზე და მიიღებს მონაწილეობას კონკურსში.
ნახვების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე გასული ვიდეოს გუნდი მიიღებს 50 ქულას, ყოველი მომდევნო 10 ქულით ნაკლებს.
ამ ამოცანის ფარგლებში ფოტოები და ანგარიშები ატვირთეთ ხარულით #გუნდი3