1. კვირის გუნდური მისია 4 - იუმორინა - 50 ქულა
კვირის განმავლობაში გაიხსენეთ, მოიგონეთ ან/და შექმენით რაიმე სახალისო, იუმორისტული, კურიოზული ისტორია და ჩაწერეთ ვიდეოფორმატში. ასევე შეგიძლიათ დადგა რაიმე სცენა, თუნდაც უხმოდ. მთავარია რომ ვიდეო იყოს სახალისო. კვირის ბოლომდე (კვირა საღამოს 23:00 საათამდე) ატვირთეთ ვიდეო დახურულ ჯგუფში.
ამ მისიის შესრულებისთვის თითოეული მონაწილე მიიღებს 50 ქულას.
ქულები გამოაგზავნეთ იმ დღის ქულებთან ერთად, რომელ დღესაც ატვირთავთ ამ მისიის შესრულების ვიდეოს და ანგარიშს დახურულ ჯგუფში
2. ვიდეოების კონკურსი - მაქსიმუმ 50 ქულა
თითოეულმა გუნდმა, თავისი წევრების ვიდეოებიდან შეარჩიოს ერთი ვიდეო, რომელიც ასევე კვირას, 1 ოქტომბრის 23:00 საათამდე თბილისის დროით, გამოქვეყნდება გუნდის რომელიმე წევრის Youtube არხზე მიიღებს მონაწილეობას კონკურსში მომდევნო 1 კვირის განმავლობაში.
ნახვების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე გასული ვიდეოს გუნდი მიიღებს 50 ქულას, ყოველი მომდევნო 10 ქულით ნაკლებს.
ამ ამოცანის ფარგლებში ფოტოები და ანგარიშები ატვირთეთ ხარულით #გუნდი4
20
4-ე კვირა რომ დაიწყო,მაინც #გუნდი3-თ,უნდა აიტვირთოს ანაგრიშები?—-ალბათ ამ უკანასნელზე არაა დამოკიდებული…—სცენას ვუახლოვდებით…:)
ეკა მადლობა შეხსენებისთვის. ეს შეცდომა იყო, #გუნდი4 არის სწორი ხარული. ახლავე ჩავასწორებ.