ნებისმიერ წიგნს თუ ტრენინგს მიზნების დასახვის და ტაიმმენეჯმენტის შესახებ, წითელ ხაზად გასდევს წარმატებული პროდუქტიული ადამიანის ხატსახე. ეს არის დისციპლინირებული პროფესიონალი, რომელიც აკონტროლებს საკუთარ დროს და აღწევს ყველა დასახულ მიზანს, დასახულ დროში. ის პუნქტუალურია და ზუსტად მიჰყვება წინასწარ მკაცრად გაწერილ გეგმას.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს მიზნების დასახვა, დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, დელეგირება, რისკების მართვა და ვადების კონტროლი არის ერთადერთი სწორი მიდგომა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს წარმატების მიღწევა.
მაგრამ შეესაბამება კი ეს ყველაფერი სინამდვილეს? აღმოჩნდა, რომ პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის, ასეთი ცხოვრების წესი არის საკუთარი ბუნების წინააღმდეგ წასვლა და შესაბამისად შეუძლებელია მოუტანოს წარმატება და ბედნიერება.
მათთვის ტაიმენეჯმენტის კლასიკური ინსტრუმენტების გამოყენებით მიზნების დასახვა და ცხოვრების დაგეგმვა დაახლოებით იმის მსგავსია თევზებს რომ ხმელეთზე სიარულის მიჩვევა აიძულო.
რატომ?
ფსიქოლოგიაში, სოციონიკაში, ფიზიოლოგიაში, ეზოთერიკაში, ასტროლოგიაში და ნუმეროლოგიაში არსებობს ადამიანთა უამრავი ტიპი და ქვეტიპი. მაგრამ ყველა ისინი შეიძლება დავყოთ ორ ძირითად კატეგორიად: პირველს ვუწოდოთ რაციონალები, მეორეს - ირაციონალები.
რაციონალები - არიან თანმიმდევრული, სისტემური, გაწონასწორებული, ორგანიზებული ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი გააზრებული აქვთ წინასწარ.
ირაციონალები - არიან სპონტანური, იმპულსური, მოულოდნელი არასტანდარტულ სიტუაციებში მოქნილი და იმპროვიზაციის უნარის მქონე ადამიანები.
100% რომელიმე ამ ტიპის მახასიათებლის მქონე ადამიანი იშვიათობაა. როგორც წესი თითოეულ ჩვენთაგანში გარკვეული დოზით ორივე ტიპის მახასიათებელია, მაგრამ იმის და მიხედვით თუ რომელი სჭარბობს, შეგვიძლია განვსაზღვროთ თუ რომელ კატეგორიას მივეკუთვნებით. და შემდეგ კი მიზნების განსაზღვრის და დაგეგმვის მეთოდები უნდა შეირჩეს სწორედ ამ მახასიათებლის გათვალისწინებით.
9 დეკემბრის ტრენინგზე თითოეული მონაწილე გაიგებს, თუ რომელ ფსიქოტიპს მიეკუთვნება ის რაციონალებს თუ ირაციონალებს და სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გათვალისწინებით შეარჩევს ტრენინგზევე შემოთავაზებული დაგეგმვის ორიგინალური სტრატეგიებიდან რომელიმეს ან რამდენიმეს კომბინირებულ ვარიანტს.
FB ჯგუფში გაწევრიანება: https://www.facebook.com/groups/540266336488399/
1. მოდული - მიზნის განსაზღვრა
"როგორ განვსაზღვროთ ზუსტად B წერტილი, ის ადგილი სადაც გვინდა რომ მივიდეთ"
- რისგან შედგება მიზნის სტრუქტურა?
- როგორია სურვილებისწარმოშობის მექანიზმი?
- რა არის ძირითადი ადამიანური მოთხოვნილებები, რომლებიც უდევს საფუძვლად მიზნების ფორმირებისთვის საჭირო სურვილების წარმოშობას?
- რა ნიშნავს "რუხი კარდინალები" და რა ზეგავლენას ახდენენ ისინი მიზნის ფორმირების პროცესზე?
- სავარჯიშო - "გარღვევა მიზნისკენ"
- ტესტი - "მიზნის ლეგიტიმურობა"
2. მოდული - დაგეგმვა
"როგორ განვსაზღვროთ მარშრუტი, გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ A წერტილიდან B წერტილისაკენ"
- რას გულისხმობს ადამიანთა დაყოფა ორ ძირითად კატეგორიად რაციონალებად და ირაციონალებად?
- როგორ გავიგოთ რომელ კატეგორიას მივეკუთვნებით ჩვენ თვითონ?
- როგორ შევარჩიოთ ჩვენი ფსიქოტიპისთვის შესაფერისი დაგეგმვის სტრატეგია?
- როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია გრძელვადიან დისტანციაზე?
- ტექნიკა - "სტრატეგიული დაგეგმვა"
- ტექნიკა - "ტაქტიკური დაგეგმვა"
- ტექნიკა - "სპონტანური დაგეგმვა"
- სავარჯიშო - "კამიკაძე"
FB ჯგუფში გაწევრიანება: https://www.facebook.com/groups/540266336488399/
ბონუსი 1- ვებინარი "როგორ დავძლიოთ წარუმატებლობის შიში და დავიწყოთ რეალურად მოქმედება" + 6 პრაქტიკული ტექნიკა სავარჯიშო.
- როგორია შიშის ბუნება და შიშის სახეები
- რა არის ორი მთავარი შეცდომა, რომლებსაც უშვებს ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა შიშთან მიმართებაში და მათი გამოსწორების მეთოდები
- რაში დევს წარუმატებლობის შიშის გასაღები.
- რაში მდგომარებოს შიშის დროს მოქმედების ძირითადი სტრატეგია
- ტექნიკა „მანგუსტის ნახტომი“
- ტექნიკა "შიშის მტრიდან მოკავშირედ ქცევის სამნაბიჯიანი სისტემა"
ბონუსი 2 - მედიტაციების კრებული "ომგარმონიკა"
არა აქვს მნიშვნელობა დიდი ხანია მედიტაციებით ხართ დაკავებული, თუ ცდილობთ უბრალოდ გემო გაუსინჯოთ მას. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ თვალებს დახუჭავთ თუ არა, თქვენ იძირებით ძალზე ღრმა მედიტაციურ მდგომარეობაში რამოდენიმე წუთში.
არავითარი ქაოსი აზრებში. არავითარი შფოთი და ღელვა. არანაირი დაღლილობა. თქვენი სულიერი განმარტოების პროცესი მიმდინარეობს მარტივად და სასიამოვნოდ.
ყოველდღიურად მსგავსი მედიატაციური პრაქტიკის შედეგად თქვენში განხორციელდება უზარმაზარი ტრანსფორმაციული ცვლილებები.
თქვენ მიიღებთ ხუთ აუდიოჩანაწერს მედიტაციითვის და მათი გამოყენების ინსტრუქციას ქართულ ენაზე.
ბონუსი 3 - PDF წიგნი "იფიქრე, როგორც მდიდარმა"
წიგნი წარმოადგენს ცნობილი გერმანელი მულტიმილიონერის, ფინანსური კონსულტანტის და პირადი ფინანსების თემაზე შექმნილი მრავალი ბესტსელერის ავტორის, ფინანსების მოცარტად წოდებული ბოდო შეფერის საკონსულტაციო წერილების ნაკრებს (24 წერილი) | ქართულ ენაზე
ბონუსი 4 - "იდეების შადრევანი" - წიგნი PDF ფორმატში, ქართულ ენაზე.
წიგნში აღწერილია 4 ნაბიჯიანი მეთოდი, რომელიც განკუთვნილია იდეების სწრაფი გენერაციისთვის. ის გვეხმარება მოვხსნათ იმ სტერეოტიპების ბარიერი, რომელიც კეტავს ჩვენს შემოქმედებით აქტივობას და გვაძლევს საშუალებას დავინახოთ რაღაც ახალი და მაქსიმალურად გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები
ბონუსი 5 - შეკითხვები ავტორს
ტრენინგის დასრულებიდან ერთი კვირს განმავლობაში ნებისმიერ მონაწილეს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია პირისპირ ონლაინ რეჟიმში შეხვდეს და კითხვები დაუსვას პროექტის ავტორს ხვიჩა მებონიას ტრენინგზე განხილულ თემებთან დაკავშირებით.
FB ჯგუფში გაწევრიანება: https://www.facebook.com/groups/540266336488399/
ამ ტრენინგიში მონაწილეობით თქვენ:
FB ჯგუფში გაწევრიანება: https://www.facebook.com/groups/540266336488399/
ტრენინგის ფორმატი და ჩატარების თარიღი
ტრენინგი ჩტარდება 2018 წლის 9 დეკემბერს კვირას, ქ. თბილისში (ჩატარების ზუსტი ადგილი ცნობილი გახდება მოგვიანებით)
ტრენინგი ჩატარები დრო 11:00 - 17:00 სთ.
ტრენინგის მსვლელობისას იქნება 4 მცირე (5-10 წთ) და ერთი დიდი 30 წუთიანი შესვენება.
ტრენინგის საფასურში შედის სამუშაო ბლოკნოტები და ავტოკალამი. ასევე ყავა, ჩაი და წყალი შეუზღუდავი რაოდენობით.
ტრენინგის ავტორი და სპიკერი
![]() |
ინტელექტ-ტრენერი და სამოტივაციო სპიკერი; პიროვნული განვითარების ცენტრ "იკიგაი"-ს დამფუძნებელი 12 საგანმანათლებლო პროექტი (7 ოფლაინ და 5 ონლაინ პროექტი) 100 -ზე მეტი ჩატერებული ტრენინგი, სემინარი, ვებინარი, მასტერკლასი პირვნული განვითარების თემაზე 3 საკუთარი და 5 ნათარგმნი წიგნი ავტორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული საიტისა პიროვნული განვითარების თემაზე http://mebonia.com - "პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება" (200-ზე მეტი პოსტი- საავტორო და ნათარმგნი სტატიები, იგავები, ისტორიები, სავარჯიშოები, ტექნიკები, ტესტები, კონკურსები პიროვნული განვითარების თემაზე) |
ტრენინგში მონაწილეობის ფასი
სტანდარტული პაკეტი
ფასში შედის სამუშაო ბლოკნოტი |
საოჯახო პაკეტი (1+1)
100 ლარი
|
ადამიანის წინაშე ყოველთვის არის 3 არჩევანი:
- გადადგას ნაბიჯი წინ
- გადაგას ნაბიჯი უკან
- დარჩეს ადგილზე
და წაგებული გამოდის ყოველთვის ის, ვინც რჩება ადგილზე.
თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ ადგილზე და გააგრძელოთ ცხოვრება ძველებურად, მაგრამ,
თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ შეგიძლიათ უფრო მეტი,
თუ თქვენ მზად ხართ პოზიტიური ცვლილებებისთვის,
თუ თქვენ გრძნობთ, რომ მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრება არ არის სათქვენო,
ესე იგი, მოვიდა დრო, აირჩიოთ ახალი გზა, აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები და გახადოთ თქვენი ცხოვრება უფრო ნათელი, უფრო ეფექტური, უფრო ბედნიერი.
ასე რომ, ნუ დარჩებით ადგილზე, ნუ მისცემთ შიშს უფლებას შეგბოჭოთ. ნუ ელოდებით ნურაფერს, ნუ გეგმავთ სიცოცხლის ბოლომდე და ნუ ითხოვთ ნებართვას. დაიწყეთ მოქმედება ახლავე, შეუტიეთ ცხოვრებას და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მწვერვალზე!
შეიძინე ტრენინგის რომელიმე პაკეტი
სტანდარტული პაკეტი
ფასში შედის სამუშაო ბლოკნოტი |
საოჯახო პაკეტი (1+1)
100 ლარი
|
ელ-ფოსტა: info@mebonia.com
ტელ: +(995) 593 202 949 - ნინო ზაქაიძე