მიზნების დასახვის და ეფექტური დაგეგმვის საიდუმლო

 

როგორ მოვხვდეთ არსებული A წერტილიდან სასურველ B წერტილში.

3 კვირიანი ონლაინ ტრენინგი

პირველი ერთ კვირიანი მოდულის "საწყისი A წერტილის განსაზღვრა" გავლა შესაძლებელია უფასოდ!

 

ნებისმიერ წიგნს თუ ტრენინგს მიზნების დასახვის და ტაიმმენეჯმენტის შესახებ, წითელ ხაზად გასდევს წარმატებული პროდუქტიული ადამიანის ხატსახე. ეს არის დისციპლინირებული  პროფესიონალი, რომელიც აკონტროლებს საკუთარ დროს და აღწევს ყველა დასახულ მიზანს, დასახულ დროში. ის პუნქტუალურია და ზუსტად მიჰყვება წინასწარ მკაცრად გაწერილ გეგმას.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს მიზნების დასახვა, დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, დელეგირება, რისკების მართვა და ვადების კონტროლი არის ერთადერთი სწორი მიდგომა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს წარმატების მიღწევა.

მაგრამ შეესაბამება კი ეს ყველაფერი სინამდვილეს? აღმოჩნდა, რომ პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის, ასეთი ცხოვრების წესი არის საკუთარი ბუნების წინააღმდეგ წასვლა და შესაბამისად შეუძლებელია მოუტანოს წარმატება და ბედნიერება.

მათთვის ტაიმენეჯმენტის კლასიკური ინსტრუმენტების გამოყენებით მიზნების დასახვა და ცხოვრების დაგეგმვა დაახლოებით იმის მსგავსია თევზებს რომ ხმელეთზე სიარულის მიჩვევა აიძულო.

რატომ?

ფსიქოლოგიაში, სოციონიკაში, ფიზიოლოგიაში, ეზოთერიკაში, ასტროლოგიაში და ნუმეროლოგიაში არსებობს ადამიანთა უამრავი ტიპი და ქვეტიპი. მაგრამ ყველა ისინი შეიძლება დავყოთ ორ ძირითად კატეგორიად: პირველს ვუწოდოთ რაციონალები, მეორეს -  ირაციონალები.

რაციონალები - არიან თანმიმდევრული, სისტემური, გაწონასწორებული, ორგანიზებული ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი გააზრებული აქვთ წინასწარ.

ირაციონალები - არიან სპონტანური, იმპულსური, მოულოდნელი არასტანდარტულ სიტუაციებში  მოქნილი და იმპროვიზაციის უნარის მქონე ადამიანები.

100% რომელიმე ამ ტიპის მახასიათებლის მქონე ადამიანი იშვიათობაა. როგორც წესი თითოეულ ჩვენთაგანში გარკვეული დოზით ორივე ტიპის მახასიათებელია, მაგრამ იმის და მიხედვით თუ რომელი სჭარბობს, შეგვიძლია განვსაზღვროთ თუ რომელ კატეგორიას მივეკუთვნებით. და შემდეგ კი მიზნების განსაზღვრის და დაგეგმვის მეთოდები უნდა შეირჩეს სწორედ ამ მახასიათებლის გათვალისწინებით.

3 კვირიანი ონლაინ ტრენინგი „მიზნების დასახვის და ეფექტური დაგეგმვის საიდუმლო“ აგებულია იმდაგვარად რომ თითეული მონაწილე ტრენინგის პროცესშივე გაიგებს თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ის რაციონალებს თუ ირაციონალებს და სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გათვალისწინებით შეარჩევს ტრენინგზევე შემოთავაზებული დაგეგმვის ორიგინალური სტრატეგიებიდან რომელიმეს ან რამდენიმეს კომბინირებულ ვარიანტს.

 

 

 

ტრენინგის პროგრამა

 

 

1. მოდული - იდენტიფიკაცია. ჩატარების თარიღი: 1 ივლისი -7 ივლისი (ამ მოდულის გავლა შეგიძლიათ უფასოდ!) 

ვებინარი - "როგორ მოვახდინოთ არსებული სიტუაციის ანალიზი და საწყისი A წერტილის განსაზღვრა"

- რატომ არის მნიშვნელოვანი არსებული სიტუაციის ანალიზი მიზნის ეფეტურად განსაზღვრისთვის?
- რა არის "იკიგაი" და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენი მიმდინარე საქმიანობის ეფექტურობის ტესტირებისთვის?
- როგორ მოვახდნოთ საკუთარი მდგომარეობის ანალიზი ცხოვრების ყველა ძირითადი სფეროს მიხედვით?
- როგორ განვსაზღვროთ ჩვენი დღევანდელი მოტივაციის დონე?
- ტექნიკა - "იკიგაის სკანერი"
- ტექნიკა - "ცხოვრების ბორბალი"
- ტესტი - "მოტივაციის დონე"

 

2. მოდული - მიზნის განსაზღვრა (15 - 22 ივლისი)

ვებინარი - "როგორ განვსაზღვროთ ზუსტად B წერტილი, ის ადგილი სადაც გვინდა რომ მივიდეთ"

- რისგან შედგება მიზნის სტრუქტურა?
- რა არის ძირითადი ადამიანური მოთხოვნლებები, რომლებიც უდევს საფუძვლად მიზნების ფორმირებისთვის საჭირო სურვილების წარმოშობას?
- რა ნიშნავს "რუხი კარდინალები" და რა ზეგავლენას ახდენენ ისინი მიზნის ფორმირების პროცესზე?
- ტექნიკა - "ნავიგატორი"
- ტექნიკა - "აუტოპორტრეტი"
- ტესტი - "მიზნის ლეგიტიმურობა"

 

3. მოდული - დაგეგმვა (23 - 31 ივლისი)

ვებინარი - "როგორ განვსაზღვროთ მარშრუტი, გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ A წერტილიდან B წერტილისაკენ"

- რას გულისხმობს ადამიანთა დაყოფა ორ ძირითად კატეგორიად რაციონალებად და ირაციონალებად?
- როგორ გავიგოთ რომელ კატეგორიას მივეკუთვნებით ჩვენ თვითონ?
- როგორ შევარჩიოთ ჩვენი ფსიქოტიპისთვის შესაფერისი დაგეგმვის სტრატეგია?
- როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია გრძელვადიან დისტანციაზე?
- ტექნიკა - "სტრატეგიული დაგეგმვა"
- ტექნიკა - "ტაქტიკური დაგეგმვა"
- ტექნიკა - "სპონტანური დაგეგმვა"

 

 

 

ბონუსები

 

ბონუსი 1- ვებინარი "როგორ დავძლიოთ წარუმატებლობის შიში და დავიწყოთ რეალურად მოქმედება" + 6 პრაქტიკული ტექნიკა სავარჯიშო.

- როგორია შიშის ბუნება და შიშის სახეები
- რა არის ორი მთავარი შეცდომა, რომლებსაც უშვებს ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა შიშთან მიმართებაში და მათი გამოსწორების მეთოდები
- რაში დევს წარუმატებლობის შიშის გასაღები.
- რაში მდგომარებოს შიშის დროს მოქმედების ძირითადი სტრატეგია
- ტექნიკა „მანგუსტის ნახტომი“

- ტექნიკა "შიშის მტრიდან მოკავშირედ ქცევის სამნაბიჯიანი სისტემა"

 

ბონუსი 2 - ვებინარი "როგორ გავანეიტრალოთ შინაგანი წინააღმდეგობები და როგორ გადავანაწილოთ ენერგია და დრო მიზნისკენ სავალ გზაზე

- რა არის ქვეცნობიერის ფილტრები
- როგორ ფორმირდება რწმუნებულებები
- როგორ იქმნება ნეგატიური გამოცდილების ჩაკეტილი წრე და როგორ დავაღწიოთ მას თავი
- რა არის და როგორ მოქმედებენ ტვინის ანტივირუსები
- როგორ გავანეიტრალოთ შინაგანი ბარიერები
- ტექნიკა "სკეიპინგი"
- ტექნიკა - "მონიტორინგი"
- ტექნიკა - "დროის ბანკი"

ბონუსი 3 - PDF წიგნი "იფიქრე, როგორც მდიდარმა"

წიგნი წარმოადგენს ცნობილი გერმანელი მულტიმილიონერის, ფინანსური კონსულტანტის და პირადი ფინანსების თემაზე შექმნილი მრავალი ბესტსელერის ავტორის, ფინანსების მოცარტად წოდებული ბოდო შეფერის საკონსულტაციო წერილების ნაკრებს (24 წერილი) | ქართულ ენაზე

 

ბონუსი 4 - PDF წიგნი "წარმატებული ბიზნესმენის 100 კრედო"

წიგნში მოცემულია 100 რწმუნებულება, რომლებიც საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე შეადგინა ამერიკელი მეცნიერმა, ფინანსისტმა და ინვესტორმა, კორპორაცია "Maximum Life Foundation" – ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა დეივ კეკიშმა | ქართულ ენაზე

ამ რწმუნებულებების ქვეცნობიერში გადატანა (მათი რეგულარული კითხვის გზით) დაგეხმარებათ განავითაროთ საგნებში და მოვლენებში ღრმად წვდომის უნარი, შეიტანოთ სიცხადე საკუთარ მიზნებში, ასევე ის მოგიტანთ სასიკეთო ცვლილებებს ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის როგორც ბიზნესში ისევე პირად ცხოვრებაში. 

 

 

 

 

რას მიიღებთ ტრენინგისგან

 

ამ ონლაინ ტრენინგიში მონაწილეობით თქვენ:

  • მოახდენთ თქვენი დღევანდელი სიტუაციის ანალიზს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სპეციალური ტექნიკების დახმარებით და გაარკვევთ თუ რა გიშლით ხელს საკუთარი თავის სრულად რეალიზებაში;
  • გაერკვევით მიზნის სტრუქტურაში, თუ როგორ წარმოიშობა სურვილები, როგორ ფორმირდება მათგან მიზნები და როგორ უნდა მოვახდინოთ ნამდვილად ჩვენი, ჭეშმარიტი მიზნის გარჩევა სოციუმის მიერთ თავსმოხვეული ცრუმიზნებისგან;
  • გაეცნობით დაგეგმვის რამოდენიმე ეფექტურ სტრატეგიას;
  • გაერკვევით როგორი ფსიქოტიპი არის თქვენში წამყვავნი "რაციონალი" თუ "ირაციონალი" და სწორედ თქვენი ინდივიდუალურობის გათვალისწინებით შეარჩევთ დაგეგმვის სტრტეგიებიდან თქვენთვის ყველაზე ოპტიმალურს;
  • გამოავლენთ იმ შინაგან ბარიერებს, არაეფექტურ რწმუნებულებებს, რომელთა გამოც ვერ ახერხებთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების სათანადოდ რეალიზებას;
  • ისწავლით ამ შინაგანი ბარიერების და არაეფექტური რწმუნებულებების განეიტრალების და ეფექტური პროგრამებით ჩანაცვლების ტექნიკებს.
  • გაიგებთ თუ როგორ უნდა გაწვრთნათ თქვენი სულიერი, გონებრივი, ემოციური და ფიზიკური ენერგიები და როგორ უნდა გადაანაწილოთ ისინი დროში ეფექტურად რომ შეძლოთ შეუფერხებლად სვლა საკუთარი მიზნისკენ.

 

 

 

ტრენინგის ფორმატი და ჩატარების თარიღი

 

ტრენინგი ჩტარდება ონლაინ რეჟიმში, სპეციალური ინტერნეტპლატფორმის მეშვეობით სადაც ყველა მონაწილს ექნება საკკუთარი ონლიან კაბინეტი.

ტრენინგი არის 3 კვირიანი და შედგება 3 ვებინარის და 18 პრაქტიკული სავარჯიშოსგან.

ყოველი ვებინარი გაიართება კვირის დასაწყისში და შემდეგ მომდევნო 6 დღის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ დღეში თითო პრაქტიკულ სავარჯიშოს საშინაო დავალების სახით, რომელიც უნდა შესრულდეს იმ დღის ბოლომდე.

სავარჯიშეობის შესრულებაში მონაწილეები მიიღებენ გარკვეულ ქულებს, რომელიც შეიტანება სპეციალურ ცხრილში და ტრენინგის ბოლოს ქულათა ჯამის მიხედვით სამი საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე მიიღებს წამახალისებელ პრიზებს.

 

პიველი ერთკვირიანი უფასო მოდული გაიმართება 1-8 ივლისს.

მოდულის განრიგი:

 პირველი ვებინარი „არსებული სიტაუციის ანალიზი და საწყისი A წერტილის განსაზღვრა" - 1 ივლისი, კვირა, 22:00 საათი თბილისის დროით;

 ყოველდღიური პრაქტიკული სავარჯიშო საშინაო დავალების სახით 2-7 ივლისი;

 დასკვნითი ვებინარი და დანარჩენი 2 მოდულის პრეზენტაცია - 8 ივლისი, კვირა, 22:00 საათი თბილისის დროით.

 

ტრენინგის ავტორი და სპიკერი

 

ინტელექტ-ტრენერი და სამოტივაციო სპიკერი; 

პიროვნული განვითარების ცენტრ "იკიგაი"-ს დამფუძნებელი

12 საგანმანათლებლო პროექტი (7 ოფლაინ და 5 ონლაინ პროექტი)

100 -ზე მეტი ჩატერებული ტრენინგი, სემინარი, ვებინარი, მასტერკლასი პირვნული განვითარების თემაზე

3 საკუთარი და 5 ნათარგმნი წიგნი

ავტორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული საიტისა პიროვნული განვითარების თემაზე http://mebonia.com - "პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება" (200-ზე მეტი პოსტი- საავტორო და ნათარმგნი სტატიები, იგავები, ისტორიები, სავარჯიშოები, ტექნიკები, ტესტები, კონკურსები პიროვნული განვითარების თემაზე)

 

 

ელ-ფოსტა: info@mebonia.com

ტელ: +(995) 599 85 71 80

 

Цена:
Описание:
Заполните форму