"პიროვნული განვითარების ცენტრი"
გთავაზობთ ერთკვირიან ონლაინ ტრენინგს
"წარუმატებლობის შიშის გასაღები"
ონლაინ ტრენინგი | 23-30 აპრილი
„წარუმატებლობის შიშის გასაღები“ არის უფასო ერთკვირიანი ონლაინ ტრენინგი და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერს ვისაც აქვს სურვილი, ინტერნეტი და მოწყობილობა, რომლითაც ინტერნეტში შევა.
ერთკვირიანი მოდულის პროგრამა
- შიშის ბუნება და შიშის სახეები
- ორი მთავარი შეცდომა, რომლებსაც უშვებს ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა შიშთან მიმართებაში და მათი გამოსწორების მეთოდები
- რაში დევს წარუმატებლობის შიშის გასაღები.
- შიშის დროს მოქმედების სტრატეგია და ტექნიკა „მანგუსტის ნახტომი“
- შიშის მტრიდან მოკავშირედ ქცევის სამნაბიჯიანი სისტემა
რეგისტრაცია ტრენინგზე >> https://manychat.com/l14/meboniakhvicha
ტრენინგის ფორმატი:
ტრენინგი ტარდება ონლაინრეჟიმში, სპეციალური საიტის მეშვეობით და მისი გავლა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მთავარი გქონდეთ ინტერნეტი და მოწყობილობა ინტერნეტში შესასვლელად.
ტრენინგის მონაწილეები პრაქტიკული დავალებების შესრულებაში მიიღებენ გარკვეულ ქულებს და კვირის ბოლოს, ყველაზე მაღალი ქულის მქონე პირველი ხუთეული პრიზის სახით მიიღებს ელექტრონულ წიგნს „წარმატებული ბიზნესმენის 100 კრედო“ ქართულ ენაზე.
ტრენინგის განრიგი
- 23 აპრილი - ვებინარი „წარუმატებლობის შიშის გასაღები“ დასაწყისი 22:00 სთ თბილისის დროით.
- 24-29 აპრილი - 6 პრაქტიკული სავარჯიშო საშინაო დავალებების ფორმატში. ყოველ დილით მონაწილეები საშინაო დავალების სახით მიიღებენ პრაქტიკულ სავარჯიშოს, რომელიც უნდა შესრულდეს იმ დღის ბოლომდე.
- 30 აპრილი - დასკვნითი ვებინარი. დასაწყისი 22:00 საათი თბილისის დროით
რას მიიღებთ ტრენინგში მონაწილეობით:
- გააცნობიერებთ საკუთარი შიშის ბუნებას და მისი წარმოშობის მიზეზებს;
- გაეცნობით შიშის დროს მოქმედების რამოდენიმე ეფექტურ სტრატეგიას;
- მიიღებთ და ტრენინგის მსვლელობის პროცესშივე დატესტავთ შიშის განეიტრალების პრაქტიკულ ტექნიკებს
ვინ ჩაატარებს ტრენინგს:
ხვიჩა მებონია - ინტელექტ-ტრენერი, “პიროვნული განვითარების ცენტრი”-ს დამფუძნებელი. 72 ვებინარი, 7 ცოცხალი ტრენინგი, 5 ონლაინ პროგრამა, 2 წიგნი, 200-ზე მეტი სტატია საკუთარ ბლოგზე და 500-ზე მეტი სოციალურ ქსელში პიროვნული განვითარების თემაზე.
რეგისტრაცია ტრენინგზე >> https://manychat.com/l14/meboniakhvicha
როგორ ჩავერთო ტრენინგში:
გადიხართ მარტივ რეგისტრაციას მესენჯერით, ყოველგვარი ელ-ფოსტის და ტელეფონის ნომრის მითითების გარეშე.
რეგისტრაციის შემდეგ მესენჯერში მიიღებთ ბმულს ტრენინგის დახურულ Facebook ჯგუფში გასაწევრიანებლად. გაწევრიანდით და თქვენ გახდებით ტრენინგის სრულუფლებიანი მონაწილე.
ტრენინგის დაწყებამდე ყოველ დღე, პირდაპირ თქვენს ფბ მესენჯერში მიიღებთ ბმულს თითო სტატიაზე, რომელთა გაცნობაც იქნება ერთგვარი მოთელვა ტრენინგისთვის. (წინა ნაკადის მონაწილეებიდან ზოგიერთებმა სწორედ მოთელვის პროცესში, ჯერ კიდევ ტრენინგის დაწყებამდე, ამ მოსამზადებელი მასალების მეშვეობით შეძლეს საკუთარი შიშების განეიტრალება)
რეგისტრაცია ტრენინგზე
ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად დააწკაპუნეთ ბმულზე ქვემოთ და მიჰყევით ინსტრუქციას:
>> https://manychat.com/l14/meboniakhvicha <<
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია