ნუ დახარჯავთ დროს კონკურენტულ ბრძოლაში!

konkurenciya

 

თუ ჩვენს სახლში შემოიჭრებიან   ყაჩაღები  ოჯახის წევრების  მოსაკლავად, — მაშინ  ვიბრძვით გამარჯვებამდე და ეს ბუნებრივია!

მაგრამ, ახლა, გთხოვთ, წარმოიდგინოთ, რომ ვიბრძვით  მზეზე ადგილის მოსაპოვებლად.  ჩვენ ვიღვიძებთ ყოველ დილას   და ვებრძვით  მთელ სამყაროს,  მივდევთ  ოლიმპიურ ოქროს, ვიკავებთ პოლიტიკაში პირველ ადგილს, ნობელის პრემიას,  პირველობას ხელოვნებაში, ბიზნესში, მეცნიერებაში,  ჩვენ ვიბრძვით ვიღაცის გულის მოსაგებად, ჩვენ ვიბრძვით, ვიბრძვით, ვიბრძვით.

ჩართეთ თქვენი ტვინი, აზრობრივად ამაღლდით ჩვენს ცივილიზაციაზე და შეხედეთ რამდენი ადამიანი კარგავს დროს, ენერგიას, ნერვებს ბრძოლაში, კონკურენციაში. ბანკები, ავია-კომპანიები, ინტერნეტ-მაღაზიები, რესტორნები, კოსმეტიკური მაღაზიები,  უნივერსიტეტები, კორპორაციები – ყველანი ებრძვიან კონკურენტებს. მათი მთავარი მიზანია – საბაზრო პრონცეტის მაღალი მაჩვენებელი.  ამ დაბერებული, პრიმიტიული ორგანიზაციების შიგნით მიმდინარეობს  ბრძოლა აქციონერებსა და ხელმძღვანელებს შორის შემოსავლიანი და გავლენიანი  ადგილების მოსაპოვებლად.

ახლახანს მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ  შინაგან ბრძოლებზე, კონფლიქტებზე, ინტრიგებზე იხარჯება რესურსების 41%.  ხოლო ნაღებს დღეს ხდის ის, ვინც უსწრებს დროს.  კომპანია Apple-ის   მაგალითზე ეს კარგად ჩანს.   

მათ შესთავაზეს ადამიანებს ის, რაც არ იყო — პირველი მოსახერხებელი პერსონალური კომპიუტერი. იმ მომენტში მათ კონკურენტი არ ჰყავდათ.  მათ მაშინვე გაითქვეს სახელი, იშოვეს დიდი ფული  და არსებითად, გახდნენ ახალი ინდუსტრიის მშობლები, რომლებმაც თავის მხრივ, შვეს 300 მეტი მულტიმილიონერი. შემდეგ  ბიუროკრატები აღსდგებიან და აძევებენ სტივ ჯობს კომპანიიდან და  Apple  ხდება მოსაწყენი კომპანია, რომელიც მაშინვე ჩაერთო  კონკურენციაში.

მათი აქციები მალე დაეცა და ბაზარზე იყიდებოდა, როგორც ნაგავი.  მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, დაბრუნდა რევოლუციონერი, მეამბოხე, რომელმაც ნახევრადმოკვდინებულ  Apple-ის კომპანიაზე აღმართა ახალი ალამი წარწერით: “ჩვენ ვცვლით სამყაროს“. 

სხვათა შორის, გაგდებამდე, ჯობსი ყოველთვის შთააგონებდა თანამშრომლებს  მსგავს იდეას: ჩვენ  ვცვლით მსოფლიოს.  სტივ ჯობსის როლის შეფასება შეუძლებელია, მან მოიწვია დირექტორთა ახალი საბჭო, ურჩია არა კონკურენცია, არამედ პირველობა.  მოუწოდა ყოფილიყვნენ პირველები, შეექმნათ ახალი.  მისი ცნობილი გამოთქმაა:   „საკმარისია ადამიანები, საკმაოდ სულელნი, რომლებიც იჯერებენ, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ სამყარო და ისინი ცვლიან მას.“

სტივ ჯობსმა, შესთავაზა რა მსოფლიოს iPod, iPhone, iPad, 600 მილიარდ დოლარამდე გაზარდა მკვდარი კომპანიის  საბაზრო ღირებულება.

მინდა მიაქციოთ  ყურადღება იმ  ფაქტს, რომ სტივ ჯობსმაკომპანია  Apple  დაარსა მძიმე მაკროეკონომიური კრიზისის დროს.  ამ დროს ძალიან ცნობილი კომპანიები Hewlett-Packard, IBM, Dell, Motorolla   ტორიდნენ და ჩიოდნენ კრიზისზე და  მძიმე კონკურენციაზე იაპონიის, ჩინეთის და კორეის მხრიდან.  ამ კომპანიების ხელმძღვანელობა თითქოსდა ლოგიკურად უხსნიდნენ თავიანთ აქციონერებს,  რატომ ეცემოდა მათი შემოსავლები. ამერიკაში მუშა ხელი უფრო იაფია, ვიდრე ჩინეთში,  დიდი  გადასახადი  მათ საშუალებას არ აძლევს, იყვნენ კონკურენტუნარიანი.

თითქოსდა მართალი და ლოგიკურია, მაგრამ  იმის მაგივრად რომ მსოფლიოსთვის შეეთავაზებინათ ახალი რევოლუციური პროდუქტი,  მოეფიქრებინათ სინამდვილეში ახალი, ისინი იბრძოდნენ და იბრძოდნენ მხოლოდ.  ამ დროს კი ნოვატორები, საზრიანები, გამომგონებლები, შემოქმედები აძლევდნენ მსოფლიოს ახალ იდეებს და ქმნიდნენ ახალ მოდას და ახლა ეპოქას.

ერთმა ბიჭმა გამოიგონა  Groupon-ი ორი წლის შემდეგ კომპანია  ღირდა 16,5 მილიარდი დოლარი.

ორმა ბიჭმა ინტერნეტით გააქირავა თავისი სახლი. იგივე თხოვნით მათ მიმართეს შემდგომ მეგობრებმა.  საიტ  Airbnb-ის დახმარებით 10 000 000  სახლი ქირავდება წელიწადში, ხოლო ამ იდეის მშობლები გახდნენ მილიარდელები.

გამოდის, ძვირფასო მეგობარო, რომ  კონკურენცია მკაცრ საზღვრებში  ჭიმავს კომპანიებს  ფასის, ხარისხის, მომსახურების  სისწრაფის, მუშა ხელის დაქირავების და სხვა მომსახურების პარამეტრებით,  რაც თავიდანვე უკარგავს ასეთ მოთამაშეებს შანსს სინამდვილეში იყვენენ მდიდრები და ბედნიერები.

მოვიყვანოთ მაგალითი:

თავი წარმოიდგინეთ კოსმეტიკის გამყიდველად. თქვენ წარმოდგენაში ალბათ შეცბით, რადგან უამრავი კონკურენტი წარმოგიდგათ თვალწინ.  დღესდღეობით უამრავი კომპანია აწარმოებს კოსმეტიკას.  მილიონობით კონსულტანტი და გამყიდველი კოლოსალურ ძალებს დებს, მაგრამ კონკურენცია დიდია და ისინი იღებენ მინიმალურ მოგებას.  ვწერ ამ სტრიქონებს და მიკვირს, რატომ არ შეუძლიათ  გონიერმა და შრომისმოყვარე ადამიანებმა გაიგონ მარტივი ჭეშმარიტება-კაცობრიობისთვის რაღაც ახლის, საინტერესოს, პერსპექტიულის შექმნას 100-ჯერ ნაკლები ენერგია, დრო და ფინანსები სჭირდება, ვიდრე  უაზრო კონკურენციას.

შექმნათ რაღაც ახალი, ყოველთვის გაქვთ შანსი, შეცვალოთ სამყარო,  განდიდდეთ, გახდეთ მილიარდელები.  ხოლო კონკურენცია მიგიყვანთ  დაღლილობასა და გამოფიტვამდე.  ესაა ვირთხისებრი რბენა წრეზე, დასაწყისისა და დასასრულის გარეშე.

გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, როდესაც მე პირველად რუსეთში  შევქმენი რევოლუციური მოწყობილობა მცირე ბიზნესისთვის – ჩიპსების წარმოებისთვის და მოწყობილობა პიცისა და საცხობისთვის, ამას დიდი წარმატება მოყვა.  დღეში გვქონდა 500 შეკვეთა.  დამკვეთები მზად იყვენ  გადაეხადათ წინასწარ.  მაგრამ 2 წლის შემდეგ ბაზარზე ბევრი კონკურენტი გაგვიჩნდა.  აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა  თქვენი პროდუქტი უფრო ხარისხიანია და სასარგებლო მომხმარებლისთვის თუ არა – მყიდველი უყურებს ფასს! და ეს ყველაფერში ასეა, რასაც არ უნდა აკეთებდე.

ვიგონებდი რა ახალ პროდუქტს, ახალ მარკეტინგულ იდეას, კონკურენტები ფეხდაფეხ მომსდევდნენ და სუნთქავდნენ  ზურგს უკან.  საბედნიეროდ, მე მესმოდა, რომ იქ, სადაც მე ვიღებდი ახალ ორიგინალურ იდეებს,  მათი რიცხვი არ მთავრდებოდა.

მე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმას, რომ მოიფიქრო, მოიგონო ახალი იდეა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე   გაუწიო კონკურენცია.

მე მინდა პასუხი გავცე მნიშვნელოვან კითხვას:  იმისათვის, რომ არ დავკარგოთ დრო სხვასთან  კონკურენციაში, აუცილებელია სულ ახალი იდეები მოვიფიქროთ?

სრულიადაც არა!  შეიძლება გაიყოლო კაცობრიობა,  შეიძლება გაზარდო მასშტაბები,  იდეის მნიშვნელობა ცივილიზაციის დონემდე,  მაშინ თქვენ მიდიხართ წინ და უსწრებთ ნებისმიერ ბაზარს,  ინდუსტრიას, ქვეყნებს,  კონკურენციის ყველა სახეობას.

ასეთი იდეა იწოდება ზეიდეად.  ის აუმჯობესებს მთელი კაცობრიობის ცხოვრებას.  ის იძლევა ახალ ენერგიას, ახალ  ასპარეზსს, ახალ სიმაღლეებს.  ზეიდეა-აერთიანებს არა მარტო  ადამიანებს, არამედ  ქვეყნებს.  ზეიდეას შეუძლია, შეაჩეროს ომები,  ზეიდეა-ეს არის ფრთები, ესაა მთელი კაცობრიობის აღმაფრენა.

წარმოიდგინეთ, რომ დედამიწას უახლოვდება დიდი ასტეროიდი, მისი გაჩერება შეუძლია ყველა ქვეყნის, ყველა სწავლულის, ყველა ქარხნის ერთობლივ მუშაობას.  სასიკვდილო საფრთხის წინაშე, თვით უნამუსო პოლიტიკოსებიც კი შეწყვეტენ  ომს, რათა თავად გადარჩნენ.  საერთო საფრთხის დროს ჩნდება საერთო ზეიდეა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს და ქვეყნებს.

დღეს ყველა სწავლული და გონიერი ადამიანი  შეშფოთებულია, რომ იდეა, დაბადებული 100 წლის წინ-„იყავი მაგარი, იყიდე  მეტი  ახალი საქონელი“- დღეს ანადგურებს ბუნებას.

შესყიდული საქონელის რაოდენობა იმატებს  გეომეტრიული  პროგრესით.  წელიწადში რეკლამისთვის 500 მილიარდი დოლარი აქცევს ჩვენს ცხოვრებას  ვირთხების  შეჯიბრად ჩინური საქონელის დევნაში.  ეს არის ცხოველური არსებობა.  გარდა იმისა, რომ ზიანდება ეკოსისტემა, მილიონობით ადამიანი პეშვით სვამს ანტიდეპრესანტებს.

გამარჯვებულთა აკადემია-არა მარტო ზეიდეიაა, რომელიც აერთიანებს კაცობრიობას,  ეს არა მხოლოდ ბედნიერების შეგრძნებაა პიროვნული განვითარებისა და თვითშეცნობისგან  და სამყაროს შეცნობისგან მიღებული,  არამედ ეს არის ახალი დონე ცივილიზაციის სიმაღლეებისა,  რომელიც მიიღწევა ადამიანთა  ზეშესაძლებლობების გახსნის გზით.  ესაა ასობით ახალი მილიონერის რიცხვი.  პირველები ხომ ყველგან და ყოველთვის იღებენ ყველაფერს.

გავაკეთოთ სასარგებლო და სწორი დასკვნები: არ არის საჭირო კაცობრიობის წინააღმდეგ წასვლა,  უფრო სწორედ ნაცრისფერი, მოსაწყენი, ინერტული და საკმაოდ დიდი მასის წინააღმდეგ.  სისულელეა ებრძოლო ბრბოს, უფრო გონიერია,  თამამად, მტკიცედ, სწრაფად  გაიჭრა წინ და დაანთო ახალი იდეების ცეცხლი.

ნუ დაკარგავთ დროს, ძალას და ნერვებს ბრძოლაში!!! ადამიანები ელოდებიან უშიშარ გმირთა გუნდს, რომლებიც კაცობრიობას მიუთითებენ ახალ გზას, ახალ სიმაღლეებს,  თავისი პირადი მაგალითით ასწავლიან კურდღლებს გახდნენ გიგანტები,  მხოხავებს მიაჩვენენ ფრენას,  წელში მოღუნულებს  ასწავლიან გაიმართონ მხრებში და შეხედონ ვარსკვლავებს.

თუ შენ, ძვირფასო გამარჯვებულო, ბოლომდე ჩაიკითხე ჩემი სტატია,  ის ჩათვალე მოწვევად ყველაზე მაგარ რგოლში  დედამიწაზე.  ჩვენ გვაქვს ოცნება, მივცეთ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ახალი ეპოქა,  სიბრძნის, შემეცნების, ბედნიერების და  განმანათლებლობის ეპოქა.  ჩვენ გვაქვს ოცნება, კაცობრიობის ისტორიაში ჩავწეროთ ჩვენი სახელები.  ჩვენ გვაქვს ოცნება, ვიცხოვროთ ნათელი,  საინტერესო ცხოვრებით, სავსე  აზრით, სიმდიდრით, დიდებით,  საინტერესესო თავგადასავლებით და  უდიდესი ისტორიული  აღსასრულით.

 

პატივისცემით, ვლადიმირ დოვგანი.

 

თარგმნა: მაკა წკრიალაშვილმა

 

inteleqtualuri-sportdarbazi

 


 

 

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.