მდიდრების და ღარიბების აზროვნების ფორმები

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ამ წერილში თქვენ გაეცნობით მდიდარი და ღარიბი ადამიანების რწმუნებულებებს ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში. გაანალიზეთ და დაკვირდით მათგან რომელი შეფერება თქვენს დღევანდელ მდგომარეობას.

გაითვალისწინეთ, რომ აქ იგულისხმება არა ის, თუ როგორ გინდათ რომ ფიქრობდეთ, არამედ ის, თუ როგორ აზროვნებთ სინამდვილეში მოცემულ მომენტში, ამიტომ გთხოვთ იყოთ მაქსიმალურად გულწრფელები საკუთარ თავთან.

თუ თქვენთვის ძნელი იქნება რომელიმეზე პასუხის გაცემა, დააკვირდით თქვენს მიღწევებს და თქვენი დღევანდელი ცხოვრების დონეს და მაშინვე მიხვდებით თუ რომელი რწმუნებულებაა ამაზე პასუხიმგებელი.

tre

1. ღარიბი– ფიქრობს, რომ არის გარემოებების მსხვერპლი. მუდმივად უკმაყოფილოა თავისი მდგომარეობით და ყველაფერში სხვებს ადანაშაულებს
მდიდარი – დარწმუნებულია, რომ თვითონ არის საკუთარი ცხოვრების ბატონ–პატრონი

2. ღარიბი– თამაშობს იმისთვის, რომ არ წააგოს.
მდიდარი – თამაშობს იმისთვის, რომ მოიგოს.

3. ღარიბი– სურს გამდიდრება.
მდიდარი – იღებს საკუთარ თავზე გამდიდრების ვალდებულებას.

4. ღარიბი– ფიქრობს შეზღუდულად.
მდიდარი – ფიქრობს მასშტაბურად.

5. ღარიბი– ხედავს მხოლოდ პრობლემებს.
მდიდარი – ყველაფერში ეძებს შესაძლებლობებს წინსვლისთვის.

6. ღარიბი– არ უყვარს მდიდარი ადამიანები და მათ ამორალურებად თვლის.
მდიდარი – აღფრთოვანებულია მდიდარი ადამიანებით და პატივს სცემს მათ.

7. ღარიბი– ურთიერთობს ღარიბებთან და საშუალო კლასის წარმომადგენლებთან.
მდიდარი – ეძებს კონტაქტებს მდიდარ და წარმატებულ ადამიანებთან და ყავს ასეთივე მეგობრები.

8. ღარიბი– ვერ იტანს გაყიდვებს. თვლის რომ ეს მისი ღირსებისთვის შეუფერებელია.
მდიდარი – იცის რა და როგორ გაყიდოს და ყოველთვის მზად არის ამისთვის.

9. ღარიბი– თვლის რომ მისი პრობლემები უფრო დიდია ვიდრე თვითონ.
მდიდარი – თვლის რომ ის ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანია ვიდრე მისი პრობლემები.

10. ღარიბი– ითხოვს ანაზღაურებას დახარჯული დროისა და ძალების შესაბამისად.
მდიდარი – ითხოვს ანაზღაურებას მიღწეული შედეგების მიხედვით

11. ღარიბი– ყოველთვის უჩივის ფულის უკმარისობას ან/და ცუდ ჯანმრთელობას. თვლის რომ მისი შესაძლებლობები და ენერგიის მარაგი შეზღუდულია.
მდიდარი – ყველაფერში ხედავს კეთილდღეობას და სიუხვეს. მისთვის არ არსებობს სიტყვა „შეუძლებელი“.

12. ღარიბი– კონცენტრირებულია შემოსავლებზე. თვლის, რომ, რაც უფრო მეტი ექნება შემოსავალი, მით უფრო მეტის ხარჯვის უფლება შეუძლია მისცეს საკუთარ თავს.
მდიდარი – მუდმივად სიმდიდრეზეა ორიენტირებული და ამ მიზნით მუდმივად აკეთებს დანაზოგს.

13. ღარიბი– შიში უშლის ხელს მოქმედებაში.
მდიდარი – მოქმედებს მიუხედევად შიშისა.

 

როგორია თქვენი რწმუნებულებები? სადამდე შეიძლება მათ მიგიყვანონ თუ არ შეცვლით? გინდათ თუ არა მოხვდეთ იქ, საითაც მათ ახლა მიჰყავხართ?

ნამდვილი კეთილდღეობა – ჩვენი ხელშეუხებელი უფლებაა!

–––––––––

ეს არის მორიგი წერილი «ფინანსების მოცარტად» წოდებული გერმანელი მულტიმილიონერის ბოდო შეფერის საკონსულტაციო წერილების სერიიდან, რომლებსაც პერიოდულად ღებულონ ჩვენს მიერ პირადი ფინანსების თემაზე შექმნილი ტრენინგის მონაწილეები.

თუ თქვენ ჯერ არ ყოფილხართ აღნიშნულ ტრენინგზე, მაგრამ გაქვთ სურვილი გაიაროთ ის, მაშინ გელოდებით 27–28 სექტემბერს, შაბათ–კვირას, თბილისში, განახლებულ ორდღიან ტრენინგ–სემინარზე:

„როგორ ვმართოთ გონივრულად პირადი ფინანსები“

დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:

https://mebonia.com/wppage/treningi-seminari

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.