«ფინანსების მოცარტის» მორიგი რჩევა – მაქსიმუმ ორი საქმე ერთ ჯერზე

გთავაზობთ «ფინანსების მოცარტად» წოდებული გერმანელი მულტიმილიონერის, მწერალის და ფინანსური კონსულტანტის ბოდო შეფერის ერთ–ერთ წერილს მისი «საკონსულტაციო წერილების» სერიიდან, რომლებსაც ბონუსის სახით ექსკლუზიურად იღებენ მხოლოდ ჩვენი ტრენინგის «როგორ ვმართოთ გონივრულად პირადი ფინანსები» მონაწილეები. რჩევები, რომლებსაც ბოდო შეფერი ამ წერილში იძლევა, არ მოიცავს მარტო ფინანსების სფეროს და ისინი ძალზე მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისთვის მიუხედავად მისი პროფესიისა, ასაკისა და სქესისა.

bodo

 

მაქსიმუმ ორი საქმე ერთ ჯერზე 

დღეს მინდა გაგიზიაროთ ორი ძალზე მნიშვნელოვანი რჩევა:

1. ჯობია დაიწყო შეცდომებით, ვიდრე უშეცდომოდ გაწელო დრო. ასე რომ დაუყოვნებლივ დაიწყეთ მოქმედება. რატომ?

არსებობს ე.წ. 72 საათის წესი. ამ წესს ასე იმიტომ დავარქვი, რომ გამოკვლევებით დადგინდა, თუ ადამიანი გადაწყვეტიელების მიღებიდან უახლოესი 72 საათის განმავლობაში არ გადადგამს პირველ ნაბიჯს მის სარეალიზაციოდ, მაშინ არსებობს მხოლოდ ერთი შანსი ასიდან, რომ ის საერთოდ როდისმე დაიწყებს ამ საქმეს.

ამიტომ, რისი კეთებაც არ უნდა ჩაიფიქროთ, დაიწყეთ მოქმედება 72 საათის გასვლამდე. ძალზე ხშირად ადამიანები ფიქრობენ რომ დაიწყებენ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას მას შემდეგ რაც მოაგვარებენ სხვა ბევრად უფრო სასწრაფო საქმეებს ან/და შეიცვლება სიტუაცია უკეთესობისაკენ.

ეს შეცდომაა!

ბევრი მთელ თავის ყურადღებას მიმართავს მიმდინარე სიტუაციისთვის ყველაზე სასწრაფო საქმეებისკენ. ასეთი მიდგომა ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ ისინი ელოდებიან, თუ როდის იქცევა ყველაზე უმნიშვნელო რამეც კი სასწრაფო საქმედ და მსგავს ფერხულში ჩაბმულებს არ რჩებათ არც დრო და არც ძალა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.

რაც უფრო მეტად ვართ დაკავებული სასწრაფო საქმეებით, მით უფრო ნაკლები დრო გვრჩება მნიშვნელოვანი საქმეებისთვის – იმ საქმეებისთვის, რომლებიც ნამდვილად ყველაზე ღირებულია ჩვენთვის.

2. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს დასაწყისშივე.

ადამიანთა უმრავლესობა გადაჭარბებით აფასებს იმას, თუ რისი მიღწევა შეუძლია ერთ წელიწადში და სათანადოდ ვერ აფასებს იმას, თუ რისი მიღწევა შეუძლია 10 წელიწადში. 10 წელიწადში თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მილიონერი, შეიძლება უფრო ადრეც. ამასთან პირველ წელს ცვლილებები იქნება არც თუ ისე დიდი, შეიძლება თითქმის შეუმჩნეველიც.

ეს ნუ დაგაღონებთ. როცა თესავთ, გარკვეული პერიოდი ვერ ხედავთ რა ცვლილებები მიმდინარეობს მიწის ქვეშ, მაგრამ ისინი მიმდინარეობს. მარცვალი ღვივდება, ჩნდება ჩანასახი, ფორმირდება ფესვები, ხოლო როცა მიწიდან ამოვა და დაიწყებს ჩქარ ზრდას – ეს გამოიყურება როგორც სასწაული.

სასწაულები –  ეს მოვლენებია, რომელთა საწყისი სტადიაც ჩვენთვის უცნობია. მაგრამ თუ ჩვენ თვითონ გავდივართ თითოეულ ნაბიჯს, სასწაული იქცევა რეალური მოვლენების სავსებით ნორმალურ თანმიმდევრობად.

დღეს მე გთავაზობთ გააკეთოთ მხოლოდ ორი რამ: პირველი – შემოიღეთ რამოდენიმე ანგარიშის წესი და მეორე – დაიწყეთ წარმატების დღიურის წარმოება.

პირველი: თუ თქვენ რაღაც მიზეზით ჩვენი ვიდეოკურსი ჯერ არ გაგივლიათ ან/და არც სემინარზე არ ყოფილხართ, მაშინ მოკლედ განგიმარტავთ თუ რას ნიშნავს რამოდენიმე ანგარიშის წესი.

თუ დაქირავებული მოსამსახურე ხართ, გახსენათ მინიმუმ სამი ანგარიში:

1. მიმდინარე ანგარიში

2. გართობა, დღესასწაულები (5–10% შემოსავლიდან)

3. დანაზოგები (მინიმუმ 10% – შემოსავლიდან)

ამ ბოლო ანგარიშიდან უნდა შეიქმნას ჯერ უსაფრთხოების ბალიში, ხოლო შემდეგ კი წავიდეს თანხები ინვესტიციებზე.

ხოლო თუ გაქვთ საკუთარი ბიზნესი, მაშინ გახსენით მინიმუმ ოთხი ანგარიში

  1. ფირმის ანგარიში
  2. მიმდინარე ანგარიში (მაქსიმუმ 45% ფირმის მოგებიდან)
  3. გართობა დღესასწაულები (5–10% მიმდინარე ანგარიშიდან)
  4. დანაზოგები (მინიმუმ 10% მიმდინარე ანგარიშიდან)

რამოდენიმე ანგარიშის სისტემა არის ძალზე მარტივი და ამავე დროს ძალზე ეფექტური და ქმედითი სისტემა, რომელიც თვითონ გაიძულებს ეკონომიის გაკეთებას, ეს კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ფინანსური კეთილდღეობის მოსაპოვებლად, რადგან მდიდარ ადამიანებად ჩვენ გვაქცევს არა ის ფული, რასაც გამოვიმუშავებთ, არამედ ის, რის ეკონომიას, დაზოგვას და ინვესტირებასაც მოვახერხებთ.

მეორე: დღესვე დაიწყეთ წარმატების ჟურნალის წარმოება.

თქვენი პირადი წარმატებები იზრდება იმდენად, რამდენადაც იზრდება თქვენთვის საკუთარი ღირსების შეგრძნება. ყველაზე მარტივი და ამავე დროს ეფექტური მეთოდი ამ შემთხვევაში კი არის საკუთარი მიღწევების დაფიქსირება.

აიღეთ სპეციალურად ამისთვის ცალკე რვეული და ყოველდღე ჩაიწერეთ თქვენი მიღწევები. ვინმე გაახარეთ, გააღიმეთ? შეასრულეთ თქვენი დაპირება? დაასრულეთ რაღაც საქმე? გააკეთეთ რაიმე სასარგებლო ჯანმრთელობისთვის? მიანიჭეთ საკუთარ თავს სიამოვნება? მოიფიქრეთ რაიმე ახალი საქმე ან/და მოგივიდათ რაიმე იდეა? უთხარით ვინმეს ქათინაური ან/და ადგილი დაუთმეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში? და ა.შ. არ მოგერიდოთ მასში ერთი შეხედვით უბრალო, ბანალური რამეების ჩაწერაც.

მთავარია დაიწყეთ დღესვე ამის გაკეთება.

 

ნამდვილი კეთილდღეობა – ჩვენი ხელშეუხებელი უფლებაა!

 

რა უნდა გავაკეთოთ:

  1. შემოიღეთ რამოდენიმე ანგარიშის სიტემა
  2. გახსენით წარმატების დღიური და ჩაწერეთ მინიმუმ 5 რამ, რაც კარგად გამოგივიდათ დღის განმავლობაში.
  3. დაელოდეთ მომდევნო წერილს…

გისურვებთ წარმატებებს!

სიყვარულით და მადლიერებითხვიჩა მებონია

 

P.S. შეგახსნებთ, რომ 27–28 სექტემბერს, თბილისში გაიმართება ტრენინგ–სემინარი

«როგორ ვმართოთ გონივრულად პირადი ფინანსები»

და მასზე დასწრების მსურველთათვის განსაკუთრებული პირობების ვადა იწურება 24 სექტემბერს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით შემდეგ ბმულზე:

https://mebonia.com/wppage/treningi-seminari

 

შევხვდებით მწვერვალზე

 

 

 


3 комментария ჩანაწერზე “«ფინანსების მოცარტის» მორიგი რჩევა – მაქსიმუმ ორი საქმე ერთ ჯერზე”

  1. ნიკა:

    პირდაპირ სასიამოვნოდ წასაკითხი პოსტია, და ამავდროულად ძალიან სასარგებლოც. მადლობა მაიკო და ხვიჩა, ძაალიან მაგარ საქმეს აკეთებთ ! <3

    • admin:

      მადლობა ნიკა, წარმატებები ვირტუოზო! 🙂

      შევხვდებით მწვერვალზე!

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.