დროის კვადრანტი

«ერთხელ წარსული და მომავალი შეკამათდნენ.

წარსული ამტკიცებდა:

მე ვარ მთავარი ადამიანისთვის. ეს მე შევქმენი ადამიანი ისეთად, როგორიც ის დღეს არის და მას შეუძლია მხოლოდ ის, რაც ისწავლა წარსულში. ადამიანს აქვს საკუთარი თავის რწმენა მხოლოდ იმიტომ, რომ მას შეუძლია კარგად აკეთოს ის საქმეები, რომელთა კეთების გამოცდილებაც აქვს წარსულიდან.

დრო

ადამიანს უყვარს ისინი, ვისთანაც მას აკავშირებს ურთიერთობები წარსულში. მხოლოდ წარსულის გახსენება ხდის მას ბედნიერს, იმიტომ, რომ მხოლოდ წარსულში  გრძნობს თავს უსაფრთხოდ და მყუდროდ, რადგანაც იცის რომ იქ არაფერი შეიცვლება.   

მომავალი კი არ ეთანხმებოდა და საპირისპიროს ამტკიცებდა:

– არა ხარ მართალი. ეს რომ ასე იყოს, მაშინ  ადამიანის ყოველი დღე იქნებოდა ზუსტად ერთნაირი და მას არ ექნებოდა განვითარების პერსპექტივა… 

ადამიანისთვის არა აქვს მნიშვნელობა რისი გაკეთება შეეძლო მას გუშინ. ის მიისწრაფის ისწავლოს მხოლოდ ის რაც დასჭირდება მომავალში. ადამიანისთვის იმაზე ფიქრი და ოცნება, თუ რას მიაღწევს ხვალ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წარსულზე ფიქრი. მთელი მისი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება ის ხვალ და არა იმაზე, თუ ვინ იყო გუშინ.

ამიტომ ადამიანისთვის მთავარი მომავალია.

ისინი დიდხანს კამათობდნენ, სანამ მათ დავაში აწმყო არ ჩაერია:

– თქვენ ორივეს გამოგრჩათ მხედველობიდან, რომ ადამიანისთვის წარსული და მომავალი მხოლოდ მის ფიქრებშია.

შენ, წარსულო – უკვე აღარ ხარ. შენ მომავალო – ჯერ არ ხარ. ვარ მხოლოდ მე – აწმყო.

ადამიანი არ ცხოვრობს არც წარსულში და არც მომავალში. ის ცხოვრობს მხოლოდ აწმყოში.»

სამწუხაროდ ჩვენ, ადამიანები ყველაზე ხშირად ან წარსულში ვართ ჩარჩენილები, ან მომავალში დავფრინავთ ოცნებებით ისე, რომ გვავიწყდება აწმყო და უაზროდ ვხარჯავთ ყველაზე მნიშვნელოვან და აუნაზღაურებელ რესურსს – დროს.

დღევანდელ სტატიაში, რომელსაც მე შემთხვევით გადავაწყდი რუნეტში (ავტ. ალექსანდრ ტკაჩი) და ვთარგმნე სპეციალურად თქვენთვის, ძვირფასო მკითხველო, ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ დროზე, თითოეული ადამიანისთვის ყველაზე ფასეულ რესურსზე.

დროის კვადრანტი   

თქვენ ხშირად გსმენიათ ფრაზები: „მე არ მაქვს დრო“, „არ გამოვა, დაკავებული ვარ“ და ა.შ. ადამიანთა უმრავლესობა ტყუილად კარგავს დროს და ეს არ არის შემთხვევითი. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ ვიცით მნიშვნელოვანის სასწრაფოსგან გარჩევა.

არსებობს ერთგვარი დროის კვადრანტი, რომლის მიხედვითაც საქმეები შეიძლება იყოს:

1.  მნიშვნელოვანი, მაგრამ არასასაწრაფო (მაგალითად: ისადილო დროზე და არ ივახშმო საღამოს 6 საათის მერე;

2. სასწრაფო, მაგრამ არა მნიშვნელოვანი. (მაგალითად: ახალი ტელეფონის ყიდვა–თქვენ ალბათ გამიგეთ 🙂 )

3. არასასწრაფო და არამნიშვნელოვანი (მაგალითად სოციალურ ქსელში ფერმის თამაში);

4. სასწრაფოც და მნიშვნელოვანიც. (მაგალითად: ფულის გამომუშავება)

გაარკვიეთ, რომელ კვადრატს უთმობთ უფრო მეტ დროს. აუცილებელია პირველ რიგში გავაკეთოთ მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმეები!

ადამიანებისგან შეკითხვაზე „რა არის ახალი შენს ცხოვრებაში?“ ხშირად გვესმის ერთი და იგივე პასუხი: „არაფერი ახალი, ყველაფერი ძველებურადაა“ …  ასე გრძელდება წლების განმავლობაში, ასე ცხოვრობს მილიონობით ადამიანი დედამიწაზე და ვერ ხვდებიან, რომ ცხოვრება მიეცათ იმისთვის, რათა შექმნან, გაიმარჯვონ, განიცადონ რამე ახალი და არა იმისთვის, რომ ერთფეროვნად გალიონ ის…დაფიქრდით ამაზე.

საერთოდ თუ დავაკვირდებით, ადამიანები მოძრაობაში მოყავს ერთ ძალას და ეს ძალაა  შიში. დიახ, ზუსტად შიში გვამოძრავებს ადამიანებს. და როცა ვაკავშირებთ ერთმანეთთან ისეთ მცნებებს, როგორებიცაა შიში და დრო, ისმება კითხვა:

„რამდენი ხნის სიცოცხლე დაგვრჩა?“

თუ თქვენ გეცოდინებოდათ, რომ დაგრჩათ 50 წლის სიცოცხლე, რას იგრძნობდით?, როგორ მოიქცეოდით? და თუ 10 წელი, 3, 1? თუ 6 თვე? საშინელებაა? ჩემი მიზანი თქვენი განწყობის გაფუჭება სულაც არ არის. მე ვცდილობ შეგახსენოთ, რომ უნდა იცხოვროთ ახლა, აქ და ამჟამად, და უნდა აკეთოთ ახლა, აქ და ამჟამად ის, რაც უნდა დარჩეს თქვენს შემდეგ. შექმენით საკუთარი თავი და ცხოვრება თქვენ თვითონ, არ დაკარგოთ არც ერთი წამი.

ადამიანები ხშირად ესწრებიან სხვადასხვა სახის სემინარებს, კითხულობენ წარმატებული ადამიანების მიერ, თუ მათზე დაწერილ წიგნებს, მაგრამ მხოლოდ 10% აკეთებს იმას, რასაც ამ სემინარებზე ან წიგნებიდან ასწავლიან, დანარჩენებს არა აქვთ დრო (?!)

ეს იმ სერიიდანაა: „მე ვერ დავკარგავ დროს ბენზინგასამართ სადგურზე გასაჩერებლად, იმიტომ რომ ძალიან მეჩქარება (?!)» საოცარი ფრაზაა არა?  და ასეთი მიდგომა გვხვდება არა მარტო ბიზნესში, არამედ ადამიანთა უმრავლესობის ყოველდღიურობაში.

ამიტომ, ისწავლეთ გარჩევა, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რა სასწრაფო. თუ თქვენ გაქვთ მიზანი (თუ არა გაქვთ, მაშინ რა აზრი აქვს ზომბივით ცხოვრებას?) და ხედავთ შესაძლებლობებს მის განსახორციელებლად, მაშინ რატომ არ იწყებთ მოქმედებას? რატომ გაგყავთ დრო?

ყოველი დღე შეიძლება იცხოვრო მხოლოდ ერთხელ. ეს წუთები, რომლის დროსაც თქვენ კითხულობთ ამ სტატიას, არასდროს განმეორდება…

ამიტომ შეხედეთ მსოფლიოში ყველაზე ზუსტ საათს და დაიწყეთ წინსვლა თქვენი სანუკვარი მიზნისკენ და არ დაკარგოთ არც ერთი წამი უქმად!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 P.S. ძალზე საინტერესოა, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რა სასწრაფო? ან მნიშვნელოვანც და სასწრაფოც ერთდროულად? ან საერთოდ რა განსხვავებაა მათ შორის? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ასევე, გთხოვთ ნუ დაიზარებთ და გააზიარეთ ეს პოსტი ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე 

13 комментариев ჩანაწერზე “დროის კვადრანტი”

  1. ფოტოზე რომ საათია, ძალიან მომეწონა — სიამოვნებით დავარიგებდი საჩუქრებად მეგობრებში… თუ ნამდვილი ვერ ვიშოვე, ვირტუალურ ასლს გამოვიყენებ და «Made in meboia.com»-ს წავაწერ :D.
     
    პრობლემა, რომელსაც ამ სტატიაში შეეხე, ხვიჩა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესის რანგისაა ჩვენს ცხოვრებაში და რამდენჯერაც არ უნდა დაიწეროს ამ თემაზე, იმდენჯერ აქტუალური იქნება. საბედნიეროდ, წარსული-მომავლის ხაფანგს დიდი ხნის წინ დავაღწიე თავი, სხვების გასამხნევებლად კი ვიტყოდი, რომ, სურვილის შემთხვევაში, ეს არცთუ ისე ძნელი გასაკეთებელია ;).
     
    ახლა აწმყოსთან დამოკიდებულების საკითხს, როგორც ინდიკატორს, ახლობელი ადამიანების ბედნიერების ხარისხის დასადგენად ვიყენებ ხოლმე. თუ პიროვნება ბევრს მიყვება თავის განვლილ გზაზე ან სამომავლო ოცნებებზე, ზუსტად ვიცი, უბედურია (უბრალოდ, ოსტატურად ფარავს ამას) და ვცდილობ, რითიც შემიძლია, დავეხმარო — საფუძვლიანად «შევაჯანჯღარო» და აწმყოში დავაბრუნო. წარმოუდგენელი სიამოვნებაა იმის ყურება, როგორ იცვლება მსგავსი «სამკურნალო პროცედურის» შემდეგ ადამიანის სახის გამომეტყველება — თითქოს ერთბაშად გონზე მოდის 🙂
     
    ამ თემაზე ადრე ერთი კარგი ამერიკული ფილმი ვნახე. ისეთი მაგარი იდეა იყო… მთავარი გმირი ენით აუწერელ გაუგებრობაში მოყვება: ყოველ დილით ერთსა და იმავე დღეს ეღვიძება და ეს მანამდე მეორდება, სანამ იმ ერთადერთი დღით ტკბობასა და ცხოვრებას არ ისწავლის. სათაურს ვერ ვიხსენებ… იქნებ შენც გაქვს ნანახი ეს ფილმი?

  2. admin:

    ალბათ «ზაზუნას დღეს» გულისხმობ…

    უღრმესი მადლობა ქეთევან! შენი კომენტარები ყოველთვის უდიდესი პოზიტივითაა დამუხტული და ძალზე საინტერესო და სასარგებლოა… ისევე როგორც მთელი შენი გამოცდილება, რომელსაც დღეს ასე უშურველად უზიარებ წარმატებების გზით სიარულს მოწყურებულ ადამიანებს…

    დარწმუნებული ვარ შენს მიერ ჩატარებული «სამკურნალო პროცედურები» შეუდარებელი იქნება 🙂

    რაც შეეხება საათს, ესეც «ნათარგმნია» 🙂

  3. ქეთი:

    ხვიჩა, რამდენი მაცინე, ერთი კვირაა სემინარზე ანალიზური ეპიდემიოლოგიის ცხრილს ვარჩევთ, ცხრილი 2X2–ზე, შენი ცხრილიც ისე გამოიყურება, თუმცა ამას ანალიზური ეპიდემიოლოგია კი არა ცხოვრების ანალიზი შეიძლება ეწოდოს. ჩვენი ცხრილი ეპიდემიოლოგებისთვის მეტად აუცილებელი და დამხმარე საშუალებაა ეპიდაფეთქებისას ინფექციის წყაროს დასადგენად. შენი ცხრილიც ანუ ,,დროის კვადრატი» როგორც შენ უწოდებ, დამხმარე საშუალებაა დროის ეპიდაფეთქების სამართავად, მაგრამ გამოსადეგი მხოლოდ გონიერი ადამიანის ხელში იქნება. ყველაფერს მინიმუმ წაკითხვა და გაანალიზება მაინც ჭირდება, თუმცა ამით რამდენად შეძლებს  ცხოვრების შეცვლას ვერ გეტყვი…
    შენს პოსტებს საოცარი ენერგია და განწყობა მოაქვს და მენანება როცა ეს ენერგია იკარგება….. საცოდაობაა…. 
    შენ ცდილობ რომ ზომბებს არ დავემსგავსოთ… ბარემ ისიც გვითხარი გვეშველება რამე?????  🙂

    • admin:

      პირველ რიგში, კეთილი იყოს შენი დაბრუნება სემინარებიდან, ქეთი! დარწმუნებული ვარ უამრავი ახალი, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია შეგიძლია გაგვიზიარო, მაგრამ ერთი წესიერად ამიხსენი – რაში გვჭირდება შველა? რა გითხრეს ასეთი იმ სემინარებზე? 🙂

      ისე, საერთოდ, როცა  შველა გჭირდება, ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. გეშველება თუ მშველელად საკუთარ თავს დაისახავ, ხოლო თუ სხვის იმედზე  იქნები, მაპატიე, მაგრამ «რა გითხრა რით გაგახარო?» 🙂

      იმაში გეთანხმები, რომ მარტო წაკითხვით და გაანალიზებით ცხოვრებას ვერ შევცვლით. უმთავრესი ამ წაკითხულის და გააზრებულის გამოყენებაა…

      უღრმესი მადლობა ქეთი! მე არ მჯერა, რომ შენთან რამე «დაიკარგება» მიტუმეტეს ენერგია 🙂 
       

  4. ქეთევანი:

    ძალიან პრობლემატური თემა წარმოგვიდგინე ხვიჩა, თანაც, როგორც ყოველთვის მართებული ხედვით და საღი ანალიზით:)))ერთს დავამატებდი (სულ მცირეს), წარსულიდან უნდა გავითვალისწინოთ შეძენილი გამოცდილება, ხედვა, სასიამოვნო მოგონებები სიმხნევისათვის, ეს ყველაფერი უნდა მოვახმაროთ აწმყოს, რომ იგი უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იყოს…წარმატებული დღისთვის კი ცოტათი მომავლისკენ გავიხედოთ და მკაფიოდ დავისახოთ მიზანი, რაზეც შენ არაერთხელ უკვე გვესაუბრე…ოქროს ჯაჭვს თუ დავიცავთ დროებს შორის და ამავე დროს, საზრიანად ,,გავაკონტროლებთ» აწმყოს…O.K. (როგორც იტყვიან ხოლმე:))) მადლობა, გაიხარე

    • admin:

      დიახ ქეთევან, გეთანხმებით.  აწმყო წარსულის გარეშე არ არსებობს, ხოლო მომავლის გარეშე მას აზრი არა აქვს. ის ერთგვარი «პროდუქტია» წარსულისა და «ნედლეული» მომავლისათვის. ჩვენ სწოერედ ამ «პროდუქტით» უნდა დავტკბეთ და ამავე დროს დავამუშავოთ ის როგორც «ნედლეული» კიდევ უკეთესი პროდუქტის  მისაღებად 🙂

      უღრმესი მადლობა თქვენ, რომ ყოველთვის ახერხებთ მესტუმროთ, წაიკითხოთ ჩემი პოსტები და თანაც  გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში 🙂 

  5. მანანა:

    sxvaTaSoris, dakvirvebidan gamomdinare, is adamianebi, romelTac mudmivad ar aqvT dro, sxvebze metad usaqmurni arian. 
    Tu gonivrulad  gaanawileb dros,Zalian bevr rames moaswreb. e.i. awymoSi unda dagegmo da momavalSi  gaanawilo.( ogond warsulis gamocdilebiT) 
    🙂 

    • admin:

      სრულიად გეთანხმებით მანანა! რაც უფრო გონივრულად ვანაწილებთ დროს, მით უფრო ნაკლებად განვიცდით მის დეფიციტს და მით უფრო მეტის კეთებას ვახერხებთ 🙂

      უღრმესი მადლობა 🙂 

  6. მარიკა:

    SAMEBIS PRINCIPI — CARSULI, ACMKO, MOMAVALI.

    ACMKO — OQROS SHUALEDIS ERTI FUNQCIAA IS, ROM  CARSULI GAVAANALIZOT   DA SAFUDZVELI SHEVQMNAT MOMAVLISTVIS. TU ACMKOSHI VER MOVASCARIT CARSULIS CUDI EMOCIEBIS GANEITRALEBA DA KARGIS SHEFASEBA, KARG MOMAVALS VER SHEVQMIT.

    ACMKOS MEORE DANISHNULEBAA IS,ROM UNDA MOVASCROT DA VIKOT SACHIRO DROS, SACHIRO ADGILZE,VIMOQMEDOT.

    MESAME FUNQCIA: DAVTKBET CARSULIS MOGONEBEBIT, GAVIXAROT ACMKOTI DA VIOCNEBOT MOMAVALZE.

    SHEIDZLEBA SXVA RAMEC MOIFIQROS KACMA.

  7. მარიკა:

    XVICHA MADLOBA SHEN, RADGAN KARGAD CHAMAFIQREB XOLME. QAOSURI AZREBI MOWESRIGEBULI XDEBA. IS, RAZEC CALCALKE MIFIQRIA, LOGIKURAD ERT MIZEZ-SHEDEGOBRIV MTLIANOBASHI EQCEVA.

    • admin:

      მადლობა თქვენ მარიკა, რადგან მე პირიქით, თქვენგან ვსწავლობ…

      ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება, აწმყოს აღქმის უნარი და მომავლის ხედვები, მათი ერთმანეთისთვის  გაზიარებით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ თავისებური სისტემა შეხედულებებისა და მოქმედებებისა (!), რომელიც გაგვიადვილებს სვლას წარმატებისკენ და არამარტო ჩვენ 🙂

  8.  Do not dwell in the past, do not dream of the future, concentrate the mind on the present moment. Buddha

  9. გიორგი:

    უპირველესად ყოვლისა საჭიროა იმის გარკვევა თუ რას წარმოადგენს თავად დრო და თუ რამდენად ვართ ჩვენ, ადამიანები დამოკიდებული ამ ჩვეულებრივ ფიზიკურ სიდიდეზე და მხოლოდ ამის შემდეგ შემდეგაა შესაძლებელი იმის გარკვევა — წარსულშია ჩარჩენილი ადამიანი, რეალურ დროსაა მორგებული თუ მომავლის ტკბობით ან შიშით აბსტრაქტულ მდგომარეობაში იმყოფება.
    ადამინის არსებობის აზრსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ მისთვის ან მთელი                            კაცობრიობისთვის, არამედ სამყაროსთვისაც რომლის ერთ-ერთ, მართალია უმნიშვნელოდ მცირე, მაგრამ მაინც შემადგენელ ნაწილსაც წარმოვადგენთ. ასე რომ, ამ მრავალფეროვან სამყაროში, ძალზედ რთულია იმის გარკვევა თუ რა არის სასწრაფო ან მნიშვნელოვანი, ჩვენ ხომ იმდენად მცირე დროის მონაკვეთით ვარსებობთ რეალურ სივრცე-დროში, რომ ფაქტიურად ცალკეული ინდივიდი ვერ ცვლის სამყაროში ვერაფერს…

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.