ადამიანთა ოთხი ტიპი ან/და როგორ გამოვიმუშავოთ ბევრი ფული ინგლისელი მეცნიერების ვერსიით

რუბრიკა: წარმატების ფსიქოლოგია

 

fuli

 

ალბათ ნებისმიერი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს შეკითხვას: „სად მიდის ფული და რატომ არის მუდმივად მისი უკმარისობა?“ თუმცა პასუხი ამ კითხვაზე დღემდე არ აქვთ.

მაგრამ კითხვაზე „როგორ გამოვიმუშავოთ არარელურად უზარმაზარი თანხები“?  ჰარვარდის მეცნიერებმა ეტყობა უკვე იპოვეს პასუხი. და ის აღმოჩნდა ბანალობამდე მარტივი.

შეკითხვებზე:

  1. როგორ გამოვიმუშავოთ ბევრი ფული?
  2. როგორ გამოვიმუშავოთ იმდენი ფული, რომ ის იყოს ძალიან ბევრი?

… მიღებულ იქნა ძალიან მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული უამრავ პასუხი.

ჰარვარდის მეცნიერებმა, შეაგროვეს რა მონაცემები ადამიანების მიერ დროის ფულად გარდაქმნის მეთოდების შესახებ, ყველა მეთოდი დაყვეს ოთხ ჯგუფად. თითოეული ჯგუფის ადამიანებს, მიაკუთვნეს იმ ცოცხალი არსების სახელი, რომელთა ქცევები ჰგავდა იმ მეთოდებს, რომელთა მიხედვითაც შოულობენ ამ ჯგუფის ადამიანები ფულს.

მაშ ასე, აი ეს რეიტინგიც:   

 

პირველი ჯგუფი ბოლოდან – „თხუნელები“

krot-150x150ბრმა ცხოველები, რომლებიც საკუთარ ცხვირს იქით ვერ იხედებიან, რომლებიც იძულებულნი არიან იცხოვრონ მიწის ქვეშ და იკვებონ იმით, რაც შეხვდებათ. თუ თხუნელას ამოვიყვანთ და დავსვამთ მიწის ზედაპირზე, ის მაშინვე დაიწყებს მიწის თხრას, რომ დაუბრუნდეს ჩვეულ გარემოს.

თუმცა, ამავე დროს, საკუთარი თავის დაცვაც შეუძლია და ზიანის მოყენებაც…

არანაირი დაგროვებული კაპიტალი.

კრედო – ჭამა, დალევა, ძილი, „დროის მოკვლა“.

გრძელვადიანი მიზნები – არ აქვთ.

ფინანსური მიზნები – არ აქვთ.

ალკოჰოლისტები, ნარკომანები და სხვა „მანები“, პენსიონერები, მხოლოდ სახელმწიფოს კმაყოფაზე მცხოვრები მოქალაქეები, ასევე ე.წ.  „იდეური მებროძოლები“, რომლებსაც თითქოსდა „სამართლიანობისთვის ბრძოლა“ ერთგვარ პროფესიად აქვთ ქცეული. ნებისმიერი სასჯელღასრულების დაწესებულების ბინადართა აბსოლუტური უმრავლესობაც ამ ჯგუფს მიეკუთვნება

ფინანსები ამ ადამიანებისთვის არის შემთხვევითი გამომუშავება, ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც საკმარისია მხოლოდ იმისთვის, რომ შიმშილისგან არ მოკვდეს. ფინანსებთან დამოკიდებლებაში – სრული უსუსურობა. ფინანსური შესაძლებლობებისადმი დამოკიდებულებაში – სრული სიბეცე.

„თხუნელები“ მთელი მოსახლეობის დაახლოებით 27% –ს შეადგენენ.

 

მეორე ჯგუფი – „ქათმები“

kuri-150x150„ქათმის ჭკუა“ და „ქათმის სიბრმავე“ უკვე დიდი ხანია შესულია სხვადასხვა ეროვნების ხალხთა თქმულებებში.

ამ ჯგუფის ადამიანების მიერ დაგროვებული კაპიტალის ოდენობა შეადგენს მსოფლიოს მთლიანი კაპიტალის დაახლოებით 5%–ს.

კრედო – ნაკლები ფიქრი, მუშაობა  იქ სადაც ნაკლები პასუხისმგებლობაა, მალე პენისაზე გასვლა და ბოლოს და ბოლოს უზრუნველად ცხოვრება. ყოველთვის ასრულებენ სხვების ნებას. რისთვის მუშაობენ არ იციან.

ფინანსური მიზნები – გადაიხადონ გადასახადები.

ესენი არიან სახელმწიფო ან/და კორპორატიული სისტემის მუშაკები, რომლებიც აკეთებენ მხოლოდ იმას, რასაც ხელმძღვანელი დაავალებს. ისინი გულდასმით მუშაობენ და ამავე დროს ეშინიათ დაისახონ რაიმე გრძელვადიანი მიზნები. ცხოვრობენ სხვისი ჭკუით და ცხოვრებას უდგებიან საზომით: „რას იტყვის ხალხი?“

ფინანსები ამ ადამიანებისთვის არის ხელფასი სამსახურში გატარებული დროისთვის და მცირე ბონუსები „კარგი მუშაობისთვის“, ანუ სისტემის წესების მორჩილებისთვის.

ყურადღება! ასეთი ქათმები წარმოადგენენ მოსახლეობის 60% მსოფლიოში.

27% „თხუნელები“ პლიუს 60% „ქათმები“, ეს დაახლოებით მოსახლეობის 87% –ია. და მათ მსოფლიო კაპიტალის მხოლოდ 5% აქვთ.

 

მესამე ჯგუფი – „მაიმუნები“

obeziana-150x150ამ ჯგუფში შედიან ისინი, რომლებიც აღწევენ დიდ სიმაღლეებს. მაგრამ რატომ „მაიმუნები“?

მაიმუნები გვხვდება სხვადასხვაგვარი – ლემურები, მაკაკები, ბაბუინები… და ისინი, რომლებსაც ეძახიან ადამიანისმაგვარებს. მათ თითქოსდა ყველაფერი რიგზე აქვთ: ჭკუა, მოქნილობა, სწრაფად სწავლობენ, მაგრამ მაინც რაღაც აკლიათ… ისინი მხოლოდ სწრაფად და პროფესიონალურად ახდენენ საუკეთესოების კოპირებას.

მათ განკარგულებაშია მსოფლიო კაპიტალის 15%.

კრედო –  „გახდი პირველი“. ეს ადამიანები დეტალურად ახდენენ თავიანთი ფინანსური, კარიერული და სხვა ცხოვრებისეული გეგმების გაწერას. მიზანდასახულად ანხორციელებენ არჩეულ სტრატეგიას.

პოლიტიკის, სპორტის, ესტრადის ვარსკვლავები, წამყვანი კორპორაციების ტოპ–მენეჯერები, ისინი რომლებიც აღწევენ კარიერულ მწვერვალებს ხანგრძლივი, მიზანდასახული, ხშირ შემთხვევაში მძიმე შრომის ფასად და შემდეგ ტკბებიან „დამსახურებული“ სახელით და პატივით. ამ ადამიანებისთვის წარმატება არის მრავალი წლის განმავლობაში უმძიმესი შრომით რეალიზებული წინასწარ დაგეგმილი ქმედებების ჯაჭვი.

ამ ადამიანების რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 10%–ია.

მაშ ასე, დედამიწის მოსახლეობის 97% ფლობს მსოფლიო კაპიტალის მხოლოდ 20%–ს. სად არის დანარჩენი 80%?

 

მეოთხე ჯგუფი – „კატები“

koti-150x150ისინი წარმოადგენენ დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 3%–ს მაგრამ ფლობენ მსოფლიო კაპიტალის 80%–ს!

ეს სახელი შერჩეულ იქნა კიპლინგისეული კატის მიხედვით, რომელიც „დასეირნობს თავისთვის“.

ადამაინები „კატები“ აკეთებენ იმას, რაც მათ მოსწონთ, რაც მათ მიაჩნიათ საჭიროდ და ამაში იღებენ უზარმაზარ, დაუჯერებელ, უბრალოდ არალეალურ თანხებს! ეს ის ხალხია ვისაც უწოდებენ „რუხ კარდინალებს“. მათ არ უყვართ თავის გამოჩენა, მიუხედავად იმისა რომ როგორც ლოკომოტივი ისე ექაჩებიან მთელ კაცობრიობას,  ქმნიან ისტორიას. ეს ადამიანები ცხოვრობენ თავისთვის და არ ცდილობენ ვინმეს რამე დაუმტკიცონ.

მათი კრედოა – „წესები მოგონილია სულელებისთვის!“

ცხოვრებისეული მიზნები – შექმნან თამაშის საკუთარი წესები და შემდეგ იცხოვრონ ამ წესებით ისე როგორც თავად სურთ და არა ისე როგორც ვიღაცას უნდა.

ფინანსური მიზნები – მიიღონ ფული ნებისმიერი საქმისგან! და რაც შეიძლება მეტი! და უკეთესია სხვისი ხელებით!

„რა უსამართლობაა! ექსპლუატატორები!“ – წამოიძახებენ აღშფოთებით „თხუნელები“ და „ქათმები“.

„როგორ ახერხებენ ამას?“ – დაიწყებენ თავის მტვრევას „მაიმუნები“.

მაგრამ ამ ნომრალურ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ყველაზე მძიმე შრომა არის – იყო ის ვინც ხარ, ნებისმიერ პირობებში. და ეს შრომა შესაბამისადაც ანაზღაურდება!

კატებმა იციან, რომ რასაც ისინი აკეთებენ, მალე იქნება კოპირებული, გადაკეთებული, გაუარესებული, მაგრამ მაინც აკეთებენ.

ამ ადამაინებს აქვთ საოცარი უნარი შეიგრძნონ არარეალიზირებული შესაძლებლობები. ყველაფრი, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები თვლიან შეუძლებლად, ფანტაზიად, უსარგებლოდ ან/და სისულელედ, ეს ადამიანები თავიანთი შემქომედებითი ნიჭის და უნარების წყალობით აქცევენ ოქროდ!

მაგალითი: უმუშევარი მდივანი, რომელმაც დაწერა რომანი ჯადოქარ ბიჭზე, იმის მაგივრად რომ მოეძებნა ნორმალური სამუშაო. აი კატა რომელიც თავისთვის დასეირნობდა. აი ჯოან როულინგი – მსოფლიოში პირველი მწერალი, რომლის ჰონორარმაც გადააჭარბა მილიარდ დოლარს. და ეს ჩვენს დროში, როცა ყველა წიგნის ჩამოქაჩვა ინტერნეტიდან არის შესაძლებელი ერთი დაწკაპუნებით. მას ეს უბრალოდ არ ანაღვლებდა. ის აკეთებდა იმას რაც მოსწონდა, წერდა.

ყოველი კატა – კაშკაშა ინდივიდუალია. არ არსებობს მსოფლიოში მეორე ბილ გეიტსი, უორენ ბაფეტი, სტივ ჯობსი და ა.შ.

ამ ადამიანების მთელი ცხოვრება არის დღესასწაული, საყვარელი საქმის კეთებისგან მიღებული უდიდესი სიამოვნება.

მათ ცხოვრებაში ყველაფერი არის „არა ისე როგორც ადამიანებში“. ისინი დგანან ბევრად უფრო მაღლა ვიდრე ნებისმიერი მწვერვალი. ისინი ფაქტიურად ღმერთები არიან ადამიანებს შორის.

მათ ვერ იტანენ ღარიბ–ღატაკები და ე.წ. საშუალო ფენის წარმომადგენლები („თხუნელები“ და „ქათმები“), „მაიმუნები“ ცდილობენ მათ მიბაძონ, ისინი კი უბრალოდ ცხოვრობენ, უკან არ იყურებიან, არავის არ უსმენენ გარდა საკუთარი თავისა, გარდა საკუთარი შინაგანი ხმისა. და სწორედ ეს შიანაგანი ხმა აძლევს მათ საშუალებას იყვენენ საჭირო დროს საჭირო ადგილას.

ამ ადამინებისთვის ფინანსები არის პასიური შემოსავალი, რომელიც მოაქვს მათ მიერ შექმნილ აქტივებს

ასეთი ადამიანები მოსახლეობის მხოლოდ 3%–ია, მარამ სწორედ მათ ხარჯზე იკვებება დანარჩენი 97%.

მაგრამ ეს მხოლოდ წაინასწარი ინფორმაციაა.

ახლა კი პასუხები სტატიის თავში დასმულ კითხვებზე:

  1. თუ თქვენ გსურთ გამოიმუშაოთ ბევრი ფული, მაშინ მუდმივად უნდა ეძებოთ საუკეთესო თქვენს ნიშაში და მოახდინოთ კოპირება, მოდელირება, ოპტიმიზირება და კიდევ უფრო გაუმჯობესება.
  2. ხოლო თუ თქვენ გინდათ გამოიმუშაოთ უზარმაზარი, უბრალოდ ფანტასტიკური თანხები, მაშინ პირიქით – მიაფურთხეთ ე.წ. „წარმატების სტანდარტებს“ და დაიწყეთ ბოლოს და ბოლოს იმ საქმის კეთება რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

ხოლო თუ თქვენ ჯერ კიდევ ცხოვრების უსამართლობაზე წუწუნებთ, გაიხსენეთ ჰარვარდის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი კურსდამთავრებულის ციტატა:

„ის, ვინც მთელ დღეს სამსახურში ატარებს, ვერასდროს ვერ გამოიმუშავებს ფულს“ (დევიდ როკფელერი)

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო: http://professionali.ru

 

 

2 комментария ჩანაწერზე “ადამიანთა ოთხი ტიპი ან/და როგორ გამოვიმუშავოთ ბევრი ფული ინგლისელი მეცნიერების ვერსიით”

  1. ნათია:

    ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ სტატიამ, ამისთვის დიდი მადლობა. სამწუხაროდ ქატმების ჯგუფში აღმოვჩნდი, რაც ძალიან არ მომეწონა. დღეიდან შევცვლი ჩემი ცხოვრების წესს.

  2. ნონა:

    ძნელია გახდე ის, რაც არ ხარ, გადაუხვიო გზას, რომელსაც დაადექი, თუ დაგაყენეს. ძნელია, მაგრამ შესაძლებელი, რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, მით უფრო თავისუფალი ხარ სტერეოტიპებისაგან… მე ბევრი რამე მინდოდა მახსოვს, მაგრამ ახლა ერთიც არ მახსოვს, რაც ადრე მინდოდა. ვაკეთო, რაც მინდოდა და რა მინდოდა, რა მომიტანს შედეგს?
    ვფიქრობ პიროვნული განვითარება ყოველი ადამიანისათვის აუცილებელია და კიდევ ნამდვილი ადამიანების პოვნა.
    გამახსენდა, ფინანსურმა ბაზარმა დამაინტერესა, მაგრამ სად ვიპოვო ნამდვილი ტრეიდერი? როგორ გავარჩიო, ნამდვილი თაღლითისაგან? ხვიჩა თქვენ მომეცით ჩანაწერი, მაგრამ ეს მაინც ჩინური დარჩა ჩემთვის, ამას ,,ნასტავნიკი» სჭირდება.
    მაგალითად, ჩინური ბაზარი აჟამად დაცემას განიცდის, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ჩინურ ფინანსურ ბაზარს აქვს დიდი მომავალი, მაგრამ ვინ გამიძღვება და ნამდვილად ვინ მასწავლის საქმეს?!
    აი, ასეთმა აზრებმა შემაწუხა, როცა ჩემი თავი ,,ქათმებში» ვიპოვე.

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.